ფრანსუა ოზონი
ფრანსუა ოზონი რეჟისორი,სცენარისტი,ოპერატორი,პროდიუსერი – დაიბადა პარიზში (საფრანგეთი) 1967 წლის 15 ნოემბერს. მისი ფილმები არ გავს სხვებს, ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალურია.
ყოველთვის მომღიმარი ოზონი თავის მასწავლებლებად ლუის ბუნუელს, ალენ რენეს, პიერ პაოლო პაზოლინის და ფრანსუა ტრიუფოს მიიჩნევს. თუმცა ცხოვრებაში არ გავს არც ერთ მათგანს,მოკრძალებული სიმპატიური ახალგაზრდაა საკმაოდ წარმატებული ბიოგრაფიით. პარიზში აქვს თავისი კინოკომპანია Fidelite რაც “ერთგულებას ” ნიშნავს. მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის სავსეა ძველი ფრანგული ფილმებით.
მისი ფილმებიდან ყველაზე მეტად “5×2″ და “დამშვიდობების დრო” მომწონს, პირველი ფილმი სიყვარულზეა, დროის სხვადასხვა მონაკვეთია ნაჩვენები ქრონოლოგიური მიმდევრობით დასასრულიდან დასაწყისისკენ: გაყრა, ცოლ-ქმრული ცხოვრება, შვილის დაბადება, ქორწილი და გაცნობა. ფილმი მთლიანად ძალიან ლამაზია, მიუხედავად ცოტათი შოკის მომგვრელი დასაწყისისა, აუცილებლად ნახეთ ფილმი ვისაც ფრანგული კინო გიყვართ, ოღონდ 16 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის არაა რეკომენდირებული, უბრალოდ იმიტომ რომ შეიძება ბევრი არამე არასწორად გაიგონ. ფილმს ძალიან უხდება პაოლო კონტეს განუმეორებელი მუსიკა.
IMDB: 6,7/10
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ვალერია ბრუნი ტადეჩის ვენეციის კინოფესტივალზე პრიზი აქვს მიღებული
“დამშვიდობების დრო” არის ფილმი სიცოცხლის დასასრულზე, ახალგაზრდა წარმატებული ფოტოგრაფი უცებ იგებს , რომ სასიკვდილო ავადმყოფობა სჭირს. ეს ცნობა აიძულებს მას გადახედოს თავის ცხოვრებას, ურთიერთობებს მისთვის ახლობელ ადამიანებთან: ახალგაზრდა საყვარელთან (ის არატრადიციული ორიენტაციისა),დასთან, მშობლებთან. იგი თანხმდება უცნაურ წინადადებას, მისთვის აბსოლიტურად უცნობი უშვილო წყვილი სთავაზობს, რომ ის გახდეს მათი შვილის ბიოლოგიური მამა. “მე მინდოდა მელაპარაკა იმაზე თუ რა რჩება ჩვენს შემდეგ, მეჩვენებინა ის რაც მართლა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში…” – ფრანსუა ოზონი
IMDB: 7,1/10
ფილმს აღებული აქვს ორი ჯილდო საუკეთესო მსახიობის და საუკეთესო რეჟისორის – ესპანეთში ვალადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე
მისი ბოლო ნამუშევარი თავშესაფარი/le refuge არ მინახავს თუმცა საკმაოდ კარგი შეფასება აქვს კრიტიკოსების მხირდან და
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, ასე რომ მოთბინებით ველოდები როდის გამოჩნდება ჩვენთან.
















mikvars ozoni, momewona kargi postia
როგორ მიყვარს ოზონი და არ ვიცოდი, თუ ასეთი ახალგაზრდა იყო
უფრო სწორად, ოზონი კი არა, მისი ფილმები მიყვარს. ახლა სიამოვნებით ვნახავდი რამეს.
არ მქონდა ნანახი, აუცილებლად ვნახავ, შენმა პოსტმა დამაინტერესა
აუცილებლად ნახე, მოგეწონება
ბოლო ფილმი მე ვნახე და გადასარევია <3
ისეთი კარგი მუსიკა აქვს და ისეთი სიმპატიური ბიჭი თამაშობს და ფაბულაც ისეთი გაუპრანჭავი და კარგია, რო ღირს სანახავად
მიყვარს ოზონის ფილმები, დარწმუნებული ვარ კარგი იქნება, თან შენ თუ მოგეწონა
მასწავლებლები იამაყებდნენ
აშკარად ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა
და მადლიერიც – პაზოლინის და ტრუფოს ოზონის ფილმები ნამდვილად მოეწონებოდათ.
la refuge-ს ახლახან ვუყრე. ძალიან მომეწონა რომ არ დავმალო
და საერთოდაც ოზონი მგონი ალმადოვარის მერე ყველაზე მეტად მიყვარს (კაი ხო ვიცი რომ დილეტანტუ ვარ ფილმებში)
არა დეი რატო, ალმადოვარი და ოზონი შესანიშნავი არჩევანია
აი დეი სად გამომადექი
ახლა საგამოცდოდ დავწერ მე ფრანსუა ოზონზე
Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman