ძვირფასო ჯონ! ანუ უაზროდ დაკარგული ძვირფასი დრო და არარომანტიული რომანტიკა
ფილმის შინაარსი ზედმეტად ბანალურია, თუმცა სპარკს (წიგნის ავტორს, რომლის მიხედვითაც ეკრანიზირებულია არაერთი ფილმი: ”Notebook“, “a walk to remember“) ახასიათებს ბანალურობა, გავიხსენოთ თუნდაც “a walk to remember”, მაგრამ ძვირფასო ჯონ-მა ” ყველას აჯობა”, ისეთი ამბავი იყო ამ ფილმის გარშემო ატეხილი, ჯერ კიდევ ეკრანებზე გამოსვლამდე, რომ რაღაც განსაკუთრებულს თუ არა, სასიამოვნო საყურებელ რომანტი(კ)ულ ფილმს მაინც ველოდი.
პირველ რიგში მსახიობები, არ შემიძლია გულდაწყვეტილმა არ აღვნიშნო, რომ ჩენინგ ტატუმს ცეკვა უკეთ გამოსდის თურმე
ისევე, როგორც ამანდა სეფირდს სიმღერა
ემოცია დიდად ვერ დავინახე მათ თამაშში, სიმართლე რომ ვთქვა გული დამწყდა.
რაც შეეხება ფილმის ჟანრს, არ ვიცი მე ამ ფილმში რომანტი(კ)ული ვერაფერი ვნახე, ნამდვილი რომანტი(კ)ული ფილმები თუ გიყვართ, მაშინ ამ ფილმს არ უნდა უყუროთ. დროს უაზროდ დაკარგავთ.
აი ეს სიმღერა მომეწონა მხოლოდ:
და კიდევ ის ადგილი, სადაც ჩენინგის პერსონაჟი ანუ ჯონი მონეტას ადარებს თავს.
ეპისტოლარულ-რომანტიულ-მელოდრამატულ განწყობაზე თუ ხართ შეგიძლიათ ”P.S. I love” ნახოთ, არც ამ ფილმზე არ ვგიჟდები მაგრამ კარგი საყურებელი მაინცაა,თუმცა არ შემიძია არ ვთქვა, რომ წიგნი გაცილებით უკეთესია წასაკითხად (ქართულად არაა, ნათარგმნი, რუსულად არ ვიცი,ინგლისურად მაქვს წაკითხული შემიძლია გათხოვოთ:))ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა გერმანიიდან მანამ სანამ ეკანიზაცია გამოვიდოდა, რამდენიმე წერილის წაკითხვისას ვიტირე კიდეც
. ჯერ მარტო საუნდტრეკები ღირს ერთ ფილმად,
რასაც ვერ ვიტყვი “ძვირფასო ჯონზე”, არც-ერთი მელოდია არ ჩამრჩა გონებაში, რაც იშვიათად ხდება, ძირითადად ფილმის ყურების მერე ისტერიულად ვეძებ მის საუნდტრეკებს.
კიდევ ერთი სიმღერა “P.S. I love you”დან
და ბოლოს სურათი განწობისათვის , დავგუგლე სიტყვა რომანტიკა და ა ბატონო რომანტიკა
















ვა, ცეკვა მომეწონა :დ
და ბოლო სურათმა სიცილით მომკლა :დ
snow patrolis simgera momecona
ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი, ჩემთან რომ კომენტი დამხვდა
, ერთნაირი გემოვნება გვქონია რაღაც-რაღაცეებში
აუცილებლად დაგიმატებ და მუდმივი მკითხველიც გავხდები 
”ინგლისურად მაქვს წაკითხული შემიძლია გათხოვოთ:)” – სიამოვნებით წავიკითხავდი, ოღონდ როდის ვითხოვებ ეგ არის საკითხავი
როცა გადაწყვიტავ მომწერე და აუცილებლად გათხოვებ
იცი რა მომწონს ამ ფილმის იდეაში? სიყვარულს ვერანაირი დაბრკოლება რომ ვერ ერევა,წლების მერეც რომ კვლავ ერთად რჩებიან)