ქოლგა და შუა თითი
წვიმს ორი დღეა თბილისში კოკისპირულად, ხოდა ქოლგაზე უნდა დავწერო.
ქოლგაზე რომელიც არ მაქვს, არასოდეს მქონია და საერთოდ არ მიყვარს ქოლგით სიარული, მაგრამ აი მაგალითად ასეთ ქოლგაზე არ ვიტყოდი უარს.
ნახეთ რა საყვარელია
. ხოდა ვივლიდი ასეთი ქოლგით და უმრავლესობას ვინც ჩემს უკან მოხვდებოდა მოუნდებოდა ჩემი დანახვა , მე კიდე მეცოდინებოდა რატომ მასწრებს ხალხი თან ტრიალდება და ზოგი ღიმილით, ზოგიც უკმაყოფილო სახით მიყურებს. განსაკუთრებით აქტიურები მოვიდოდნენ და მკითხავდნენ სად იშოვეო, მე კიდევ ამაყად ვეტყოდი STING-მა გამომიგზავნა ლონდონიდან თქო. დააღებდნენ პირს და ვერ მეტყოდნენ ვერაფერს
აი ესეც კლიპი სადაც ეს ქოლგა უჭირავს, ცენზურა იყო მაშინ როცა ეს კლიპი გადაიღეს და იმიტო არ ჩანს უკნიდან როგორია















ქოლგა თუ არ გიყვარს, შეგიძლია მაისურზე დაიხატო და ისე იარო
kargi winadadebaa, davfiqrdebi
ნამეტანი ხმამაღლაა დახატული
ისე, ეგ ქოლგა ჩემს დღევადნელ განწყობას ზუსტად ასახავს. ვერ ვიტან ასეთ ამინდს. სულ სხვა გეგმები მქონდა.
მეც არ მიყვარს ქოლგა და საერთოდ რატომ უნდა ვატაროთ წვიმაში ქოლგა თავი რომ არ დაგვისვლედეეეს? :–)))))))