ფართოდ გახელილი თვალებით სანახავი ფილმი

“ფართოდ დახუჭული თვალები”  -  სტენლი კუბრიკის უკანასკნელი ფილმი,  ფილმი რომელსაც დიდი მაესტრო 3 წელი იღებდა (1996-1999წწ.), მონტაჟის დასრულებიდან 4 დღეში კუბრიკი გარდაიცვალა, ფილმს შეეწირა ტომ კრუზის და ნიკოლ კიდმანის ოჯახი. გადაღებულია გერმანელი მწერლის არტურ შნიცელის რომანის “ოცნების ისტორიის” (Traumnovelle) მიხედვით.
ფილმის შინაარსზე არ დავიწყებ საუბარს, უბრალოდ არ ღირს, ეს არის ფილმი რომელიც უნდა ნახოთ, და თან უნდა ნახოთ ფართოდ გახელილი თვალებით.
ამერიკაში ფილმის გამოსვლამ სერიზული სკანდალი გამოიწვია, გამოსვლამდე დიდხანს ბჭობდნენ რომელი კატეგორია მიენიჭებინათ, “Restricted”ანუ 17-წლამდე არ შეიძლება ყურება თუ “NC-17″ ეს უკანასკნელი კი იმას ნიშნავს რომ ფილმი პორნოგრაფიაა და ფართო ეკრანებეს ვერასოდეს იხილავს და მხოლოდ განსაზღვრულ კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები.
ხოდა წარმოიდგინეთ ამერიკაში არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ცენზურის როლს ასრულებს, ეს კომისია არ კრძალავს იმ ფილმებს სადაც ძალიან უხვადაა ბილწსიტყვაობა, სისხლი და ათასი საშინელება ხოდა ამ კომისიამ კუბრიკის უკანასკნელ ფილმს კინაღამ მიანიჭა პორნოგრაფიის კატეგორია. თუმცა აჟიოტაჟმა ფილმით დაინტერესება გაზარდა, ისე ფილმში პორნოგრაფია საერთოდ არ არის, ძალიან მსუბუქი ეროტიკის კადრებია, ისიც ძალიან ესთეტიურად და ლამაზად გადაღებული.
ფილმში შესანიშნავი მუსიკაა, ზუსტად იმ დროს და იმ მომენტში როცა საჭიროა, ძალიან ლამაზი ფილმია, ძალიან დამაფიქრებელი ბევრ რამეზე, ძალიან მისტიკური…
მეტს აღარ გავაგრძელებ უბრალოდ ნახეთ და ისიამოვნეთ. გადმოწერეთ

Single Post Navigation

3 thoughts on “ფართოდ გახელილი თვალებით სანახავი ფილმი

  1. მართლა ისეთი ფილმია რომ თვალების დახუჭვა არ მოგინდება. :)

  2. გადმოწერილი მაქვს და ყოველ საღამოს შევხედავ ხოლმე :) ჯერაც ვერ მივედი იქამდე რომ ვუყურო :)

  3. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 53 other followers