“შეიძლება შემოვიდე?”-მკითხა ვამპირმა
ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ თინეიჯერმა ვნახე “დრაკულა” , მომეწონა თან ძალიან. რა თქმა უნდა ეს რეჟისორის და შესანიშნავი სამსახიობო გუნდის დამსახურება იყო პირველ რიგში.
ამას 1994 წელს გამოსული “ინტერვიუ ვამპირთან” მოყვა, ამ შემთხვევაში დაინტერესების უპირველესი მიზეზი ბრედ პიტი იყო, მსახიობი რომლის სურათებითაც ოთახის კედლები და დღიურის ფურცლები აჭრელებული მქონდა (გამოგიტყდებით მის მიმართ გულგრილი დღესაც არ ვარ
). თუმცა ფილმმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღარი ხარისხით ვნახე, აბა მაშინ კინო აღარ ფუნქციონირებდა და ტელევიზორში კარგი ხარისხით იშვიათად უშვებდნენ ახალ ფილმებს.
არ მოგატყვილებთ და იმის მოყოლას არ დავიწყებ, რომ ვამპირებზე ინფორმაციების მოგროვება და ძიება დავიწყე, არა ეს არ მომხდარა, უბრალოდ ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი ფილმებს სადაც ნახსენები იყვნენ ისინი.
მერე გავიზარდე
მაგრამ არც ფილმებისადმი ინტერესი გამნელებია და არც ვამპირებისადმი. 2003 წელს “სხვა სამყარო” გამოვიდა, ამ ჯერად საქმე არა მარტო ვამპირებთან არამედ მათ მტრებთან მაქციებთან გვქონდა, ისევ მომეწონა, მიუხედავ იმისა, რომ 14 წლის აღარ ვიყავი
მერე ეს კაცი გამოჩნდა:
იცანით არა? რა თქმა უნდა ”ვან ჰელსინგი“, შეიძლება შემეკამათოთ რადგან ამ შემთხვევაში ვამპირებთან მებრძოლთან გვაქვს საქმე, მაგრამ მაინც ისევ ვამპირები, მაქციები და დრაკულა თავისი ულამაზესი სამი ცოლითურთ
მერე ისევ “სხვა სამყარო:ევოლუცია” და “სხვა სამყარო: ლიკანების აღზევება” .
2008 წელს სრულიად სხვა ხანა დაიწყო ვამპირებისთვის, აქამდე თუ მათი უნდა შეგვშინებოდა და მათ მიმართ ზიზღი უნდა გვეგრძნო (მერე რა თუ მე არ მძულდნენ, ნორმალურ ადამიანში ზიზღს იწვევს მათი ხსენება), ეხლა გამოჩნდა სრულიად სხვანაირი ვამპირები, რომლებიც თურმე ნუ იტყვით და დღის სინათლესაც არ ერიდებიან, მთავარია მზეზე არ გამოვიდნენ თორე “ბრილიანტებივით” აუბრჭყვიალდებათ მთელი სხეული, ისინი არც ადამიანის სისხლს მიირთმევენ მხოლოდ ცხოველებისას, ნუ მერე რა ცხოველებს ხო ჩვენც ვჭამთ, ჩვენ ანუ ადამიანები
ხო და რაც მთავარია მათი სიყვარულიც კი ყოფილა შესაძლებელი და თან საპასუხო გრძნობის მიღებაც. (დრაკულა კუბოში ტრიალებს თურმე, როგორ შემარცხვინეს და სახელი გამიტეხესო, ადრე ჩემი სახელი შიშის ზარს სცემდა და ეხლა ბავშვებსაც კი აღარ აშინებენ ჩემითო
)
გადაირია მოკლედ მთელი თინეიჯერობა, გოგონები პირველ რიგში, არიქა ჩვენც გვინდა ამისთანა ვამპირი ედვარდი, სიამოვნებით ვაკბენინებდითო
თუმცა აზრი ორად გაიყო და ზოგს მაქცია ჯაკობი ურჩევნია.
არავის ეგონოს დავცინი ვინმეს, ან ფილმი არ მომწონს, ნურას უკაცრავად, სამივე ნაწილი ნანახი მაქვს და მეოთხესაც ველოდები. ეგ კი არადა წიგნიც კი შემომეკითხა
თუმცა ჩემი საყვარელი ვამპირი მაინც დეიმონ სალვატორეა “ვამპირების დღიურებიდან“, სერიალის 1 სეზონი ზაფხულში შემომეყურა დიდი სიამოვნებით და ლაშა ქავთარაძის რჩევით. მეორე სეზონს ვუყურებ ეხლა და წიგნს თუ ვინმე მაჩუქებს მოხარული ვიქნები
ჰოდა ეხლა მთავარი, ეს ყველაფერი იყო მხოლოდ შესავალი, გუშინ ვნახე ფილმი რომელმაც განსხვავებული ემოციები გამოიწვია ჩემში, თან მომეწონა, თან ცოტა უფრო შემეშინდა ვიდრე როდესმე, არა შიშზე უფრო მეტად დამთრგუნა, “შემომიშვი” ქვია ფილმს, არ მინდა მისი შინაარსი მოგიყვეთ უბრალოდ ნახეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ.
ჩემზე იმდენად იმოქმედა ფილმმა, რომ ჩემს ნათლულს მივუტრიალდი და კატეგორიულად ვუთხარი უცხო სახლში არ შემოიპატიჟო თქო, რაზეც დამცინა და ეგრევე ფბ-ზე სტატუსი დაწერა “ნათლიაჩემმა იმდენი უყურა ვამპირებს, რომ მათი არსებობა დაიჯერაო”. არადა მე ასე მგონია იმ დღეს დავბერდები, როცა წიგნი თუ კინო ვეღარ მოახდენს ჩემზე გავლენას და აღარაფერს დავიჯერებ
download LET ME IN
პ.ს. როგორც აღმოჩნდა ეს არის შვედური ფილმის რიმეიქი, ასე, რომ შეგიძლიათ ისიც ნახოთ გადმოწერა




















: ))))))))))) kaia filmis da wignis gavlenis qvesh yofna me mevaseba shegrzneba
ყველაზე მაგარი შეგრძნებაა
როგორ მიყვარდა ვან ჰელსინგი ბავშვობაში… არ მასოვს რამდენჯერ მაქვს ნანახი
“შემომიშვი” არ მინახავს. ახლა გადმოვწერ
რიმეიქი ყოფილა შვედური ფილმის, მე ძალიან მომეწონა, ის კიდევ უკეთესიაო მითხრეს ამ წუთას
ვის არ უყვარს მაქციები და ვამპირები :დ :დ :დ
ვნახავ შვედურს ჯერ და მერე რიმეიქს :მზე:
ვაიმე დეი აი შენ არ იცი რა ახალგაზრდულ სულს ვგრძნობ შენში
)
რარაცნაირად მიყვარხარ:) <3
დეიმონ სალვატორე ჩემი ფავორიტიცაა
) <3
ბოლო ფილმის გარდა ყველა ნანახი მაქვს, საინტერესოა, ამ დღეებში ვნახავ მეც
ორიგინალი ჯობიაო, ამიტომ ჯერ ორიგინალი ნახე
ორივეა გოლ-ზე.
დეიმონი ჰო <3
მე მხოლოდ კეთილ ლესტატსა და მისნაირებზე შევჩერდები. ვფიქრობ, ამათ შორის, ყველაზე ხარისხიანი კინოა. ბოლოს და ბოლოს, ტომ კრუზი თამაშობს, რომელსაც ძააააააააალიან ნიჭიერად ვთვლი (პიტსა და ბანდერასზე რომ არაფერი ვთქვა). ვოტ :green:
“ინტერვიუ ვამპირთან” ჩემი ფავორიტია
შენ მარტო კინო-ვამპირები მოგწონს?
არამარტო კინო, არამედ წიგნებშიც
სტოკერის “დრაკულა” მაშინ
და ლუკიანენკოს “მზირები”. თუმცა, ლუკიანენკო ოდნავ სხვაა. მანდ ვამპირები ფენტეზი-სამყაროს მხოლოდ ერთი ნაწილია.
სტოკერის “დრაკულა” 1 კვირის წინ შევიძინე და ხვალ ვაპირებ კითხვის დაწყებას
მოგწონს სტოკერი? “გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა” თუ გაქვს ნანახი, მანდ, ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა წიგნის გმირები იკრიბებიან და ერთერთი მინა ჰარკერია..
პ.ს. გაწყენინე რამე? ჩემი ბლოგის პირველი დამთვალიერებელი შენ იყავი, გამოწერითაც პირველმა გამოიწერე და მერე არც შემოსულხარ…
სტოკერი ძალიან მომწონს, უბრალოდ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ძალიან ნელა ვკითხულობ
მე ძალიან ხშირად შემოვდივარ შენთან იმაზე ხშირად შენ რომ გგონია
)
ბევრი ფილმი არ მინახავს, მაგრამ მომწონს ვამპირული ფილმები, რომ ვაღიარო. სასწაულად სექსუალურია, არა? “კლასიკის” გარდა, მე ამავე კატეგორიას მივაკუთვნებ “ოსტატს და მარგარიტას”, ვოლანდის მეჯლისზე მაჟრჟოლებს…. მმმმ!!!
შემრცხვა
იცი, რამდენიმე ბლოგია და ბლოგერი, რომელთა ვიზიტებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდები, იმიტომ, რომ მათი ბლოგები მომწონს და მათი გემოვნება და თუ ისინი არ შემოდიან, ესეიგი ისე ვეღარ ვწერ.
ერთერთი შენი ბლოგია. ამიტომაც მოგისაკლისე.
თრუბლადი ნახე, მოგეწონება )) მეც მიყვარს ვამპირები
ვიწერ და ჩავუჯდები ამ დგეებში
vgijdebi deimod salvatozeeeeeeeeee <3 mec mec mecccc…chemi sayvareli vampirukaa ai tvailaiti ar momwons maincdamainc da ar dagimalav vampirebi mec ar mezizgebaa …deiomoni xandaxan borotiiia maraa….da mec minda is wigni vampiris dgiurebi gamosuliaa?da
არა თაკო ქართულად არაა წიგნი, ინგლისურადაა, პროსპეროში იყიდება.
ხო დეიმონი <3 :0
ვამპირები არ მიყვარს, მაგრამ პოსტი მომეწონა
და ისე, ვან ჰელსინგიც ძალიან შთამბეჭდავია…
welcome
ჰაჰა… )))))))
დარკულას კუბოში ტრიალი მაგარი იყო. : დ
რავქნა ვერ ვუმუღამებ ამ ვაპირებს =/
ეგ არაფერი
მეც ზუსტად ეგრე ვარ განწყობილი twilight – ის მიმართ. საერთოდაც როგორც ფილმი, როგორც სიუჟეტი დიდად არ მომწონს. მაგრამ ვუყურებ ხოლმე სიმარტივის გამო. ზოგჯერ გონებაც უნდა დაასვენო ადამიანმა : )))
აბა არტ-ჰაუსს ყოველდღე ჩემმა მტერმა უყურა
awwww ♥♥♥♥♥♥♥
როგორი “ჩემი” პოსტია ^^
12 წლის ვიყავი დრაკულა რომ წავიკითხე და მას მერე დამეწყო… : )))))
ვამპირის ინტერვიუ აიაიაია ძალიან მაგარი წიგნია ^^ წაიკითხე აუცილებლად ^^
ვან ჰელსინგი… მმმ.. ჰიუ ჯეკმანი ♥♥♥
ვამპირის დღიურებს რაც შეეხება მე მგელი ტეილორი მირჩევნია მანდ ყველა კაცს ^^ ♥♥♥
ხო ქეთი შენი ბლოგი თითქმის მთლიანად მაქვს გადაკითხული და ვიცი შენი გატაცების შესახებ
მეც მიყვარს ვამპირები 
ინტერვიუ ვამპირთან რუსულად ალბათ ხო?
,,let me in” მაგარი ფილმია
ვგიჟდები) ვა მაგარია, ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ვამპირები ჩემსავით აინტერესებს
კი რუსულად ^^ მე პირადად აუდიო წიგნი მაქვს მოსმენილი
))))) მიყვარს საერთოდ აუდიო წიგნები ^^
vampirebi martlacc rom sainteresoa magram gabedavt mastan shexvedras?:dsainteresoa roooooooooooooooooooooo:t
shen gemovneba “ecema” rar gagitydesXD
გემოვნებაზე არ დაობენ
შენ რა იცი ჩემ გემოვნებაზე, თუ გგონია რამდენიმე პოსტი წაიკითხე და მიცნობ უკვე
VICODI AQ PIRVELAD DA TAN DIDI SIYVARULIT ROMEL VAMPIRS AXSENEBDI
))
LET ME IN-IS ORIGINALI AR GAQVS NANAXUI?
ჯერ ვნახე LET ME IN, და ამიტომ ორიგანალს რაღაც ვეღარ ვუყურე
მოდი და დეიმონს ნუ აკბენინებ
თეო, ვდ–ს მესამე სეზონს უყურე
ვუყურებ აბა რა, 10 სერია ვნახე როგორ საყვარლად მთავრდება <3
Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman