ფილმები სავიკენდოდ (4): იყო და არა იყო რა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი სასახლეების, საშიში მიწისქვეშეთის, ზღაპრული ფერიების, ურჩხულების, კეთილი და ბოროტი გოლიათების სამფლობელოში
.
დღეს მინდა ზღაპრულ სამყაროში დაგპატიჟოთ და რამდენიმე ფენტეზი ფილმი შემოგთავაზოთ. მათი ნაწილი ბავშვობის მოგონებებს მიღვიძებს, ზოგიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, მინდა თქვენც ნახოთ და ცოტა ხნით ისევ ბავშვობაში დაბრუნდეთ.
1. Princess Bride (პატარძალი – პრინცესა) – ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმი-ზღაპარია. აქ ყველაფერია: კარგი იუმორი, სასიამოვნო მუსიკა, თავგადასავლები და ნამდვილი სიყვარული! მთავარ როლს ძალიან ახალგაზრდა რობინ რაიტი თამაშობს.
IMDB: 8.1/10
2. Die unendliche Geschichte (aka) The NeverEnding story (უსასრულო ისტორია) – ჩემი პირველი ფენტეზი ჟანრის ფილმი, ძალიან კარგად გაკეთებული ზღაპარი, მიუხედავად იმისა, რომ 1984 წელსაა გადაღებული.
IMDB: 7.4/10
3. Legend (ლეგენდა) – რიდლი სკოტის ფილმი, ტომ კრუზის მონაწილეობით. შინაარსზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რა თქმა უნდა “ბოროტსა სძლია კეთილმან”, როგორც ყველა ზღაპარში
. ფილმს აქვს არაჩვეულებრივი საუნდტრეკი. ნომინირებული იყო ოსკარზე.
IMDB: 6.2/10
4. Ever After – კონკიას ამბავი, თუმცა ცოტათი განსხვავებული იმისგან რაც წიგნში წაგვიკითხავს ბავშვობაში. სასიამოვნო საყურებელი, კარგი იუმორით, ლამაზი პეიზაჟებით და კარგი მსახიობებით.
IMDB: 6.8/10
5. A Midsummer Night’s Dream (ზაფხულის ღამის სიზმარი) – შექსპირის უკვდავი კომედია. ლამაზად გადაღებული ზღაპარი, შესანიშნავი ქასთით. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები
IMDB: 6.3/10
6. Tuck Everlasting (უკვდავები) – კიდევ ერთი ეკრანიზაცია, ამჯერად ამერიკელი ქალბატონის ნატალი ბაბიტის ნოველის “ტაკ ევერლასტინგი”. ეს ფილმი სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, ლამაზი ფილმია კარგი მსახიობებით (სისი სპეისეკი, ვილიამ ჰარტი, ბენ კინგსლი და სხვები), ისეთია რომ უყურებ და გესიამოვნება (თუ ზღაპრები გიყვართ ოღონდ) .
IMDB: 6.5/10
Princess Bride Download, Online
The NeverEnding Story Download, Online
A Midsummer Night Dream Download, Online
Tuck Everlasting Download, Online , Soundtracks
მომავალ შეხვედრამდე!















არადა, არც ერთი არ მაქვს ნანახი
იქნებ საახალწლოდ, დასვენების დღეებში გადმოვქაჩო…
ჰედერი მომწონს ძალიან. უხდება აქაურობას.
დარწმუნებული ვარ მოგეწონება
ჰედერი როგორც იქნა საჩემო მოვძებნე, მადლობა
აუ რა კარგია.მიყვარს ფენტეზი .
ღამე ჩავიჯდები რომელიმეს 3<
მეც ახლა ვუყურებ რომელს ვუყურო კიდევ ერთხელ
არც მე მაქვს ნანახი, მხოლოდ ბოლო ფილმი მინახავს და ძალიან მომწონს <3
სიამოვნება გელის წინ
თუ ბოლო მოგწონს სხვებიც მოგეწონება
me 5-is garda yvela nanaxi maq ^^ au ramagari siaa, chemi sayvareli filmebia
ქევან ნახე, მოგეწონება, დიდების ზღაპარია, თან შექსპირისეული იუმორით გაჯერებული
“კონკია” დღემდე მიყვარს
ფილმიც, მულტფილმიც, ზღაპარიც
მე საერთოდ ზღაპრები მიყვარს, მაგრამ მულტფილმებში პირველ ადგილზე “Beauty and the Beast” არის <3
კონკია მაქვს მარტო ნანახი.ისე ამ ჩამონათვალს “ნიბელუნგების ბეჭედი” მოუხდებოდა.და მაინც საახალწლო ფილმები მინდა((
საახალწლოებს იქით კვირაში დავდებ
ველოდებოდი ამ პოსტს და გამიხარდა. ჩავუჯდები. კიდევ გაარძელე ეს წამოწყება, მე ძალიან კმაყოფილი ვარ
მადლობა ქეთ თბილი სიტყვებისათვის ^^
ბავშვობის ფილმები:*
თეო ჰედერი ძალიან მაგარია
ჰოო? როგორც იქნა მივაგენი ჩემს ჰედერს <3
Tuck Everlasting <3 ძალიან მაგარი ფილმია. ))
და ახლა ვაპირებ ვნახო შენი რჩევით Princess Bride.
იმედია მოგეწონება
საუცხოო ბლოგი გაქვს! <3 დარწმუნებული ვარ შენი ბლოგის ყოველდღიური მკითხველი ვიქნები..
"Die unendliche Geschichte" ჩემი ბავშვობის უსაყვარლკესი ფილმია. "Ever After" ახალსკოლადამთავრებულმა ვიყურე და უნდა ვთქვა, რომ, მაშინ ჩემზე ფილმმა შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა..
მადლობა
და ველქომ ჩემთან!
Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman