ფილმები სავიკენდოდ (5): საახალწლო ფილმები
როგორც შეგპირდით საახალწლო-საშობაო ფილმებს შემოგთავაზებთ.
1. Miracle on 34th Street (1947) (სასწაული 34 ქუჩაზე) – კლასიკური საშობაო ფილმი, თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ძველი ფილმები ეს ზუსტად სათქვენოა
ფილმს აღებული აქვს სამი ოსკარი, მასში სულ პატარა ნატალი ვუდი თამაშობს
IMDB: 7.9/10
Download ,
P.S. არსებობს ამ ფილმის რიმეიქი 1994 წელს გადაღებული. რა თქმა უნდა ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მე საახალწლოდ ორივეს ვნახულობ ხოლმე აი ისიც
2. Noel (შობა) – სიუზან სარანდონი, პენელოპა კრუზი, რობინ ვილიამსი, პოლ ვოლკერი და ბევრი სხვა ცნობილი მსახიობი ძალიან თბილ და საშობაო ფილმში.
პენელოპას ცეცხლოვანი ცეკვა ფილმიდან
IMDB: 6.3/10
3. The Family Stone (ოჯახს მოკითხვა) – სახალისო, რომანტიკული ფილმი ძალიან კარგი მსახიობებით. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საშობაო ფილმია
IMDB: 6.2/10
4. Serendipity (ინტუიცია/ბედისწერა) – ურომანტიკულესი ფილმი ნიშნებზე, ბედისწერაზე, ინტუიციაზე <3. ძალიან მიყვარს, ყოველ წელს ვუყურებ და არ მბეზრდება
IMDB: 6.7/10
Download, Online , Soundtracks
5. Christmas Vacation (საშობაო არდადეგები) – სრული იდიოტობა, მაგრამ ძალიან ძალიან სასაცილო. კარგად გაერთობით მერწმუნეთ სიცილისგან ცრემლებიც კი წამოგივათ
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ სურვილების ასრულებას! გიტოვებთ სიმღერას ჩემი ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმიდან
p.s. კინაღამ დამავიწყდა აქ არის კიდევ ბევრი საახალწო ფილმი















აი, შენთანაც საახალწლო განწყობაა უკვე.
და ეს ჰედერი ისე მომწონს, ისე რომ არ იცი…
“ოჯახს მოკითხვა” მიყვარს ძალიან
მეც
სხვებიც ძალიან კარგებია
kargia,sheivso chemi saaxlclo filmebis sia,mxolod pirveli filmi ar makvs nanaxi da misi rimeiki
ლანა, ორიგინალი უკეთესია რა თქმა უნდა, მაგრამ 1994წლისაც არაა ცუდი
ბევრი ვიცოდი, მაგრამ თავიდანაც ნახავს კაცი. გილოცავ <3
ვგიჟდები საშობაო ფილემბზე (მმ)
Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman