წიგნი და ეკრანიზაცია 2

აბა როგორ ხართ? იმედია ძალიან არ მიბრაზდებით უფრო ხშირად რომ ვერ ვწერ :) ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

1. ამაოების ბაზარი (თეკერეის “ამაოების ბაზრის” მიხედვით)- ამბიციური და მიზანდასახული ბეკის ისტორია საკმაოდ კარგადაა გადმოცემული ამ ეკრანიზაციაში. ამ პერიოდის რომანებიდან გამორჩეულად მომეწონა როცა წავიკითხე, თქვენც გირჩევთ წაიკითხოთ და ნახოთ ეკრანიზაცია.

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები

IMDB: 6,2/10

Download , Online

 

2. წითელი და შავი (სტენდალის “წითელი და შავი”ს მიხედვით)  - არ დაგიმალავთ და საერთოდ არ მომეწონა ეს წიგნი, როცა ვკითხულობდი მგონი ნახევარი გამოვტოვე საერთოდ ვერ ვიტან ზედმეტ აღწერებს… თუმცა ეკრანიზაციამ სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან კარგი მსახიობები, ძალიან კარგი გადაღება, ჯამში სასიამოვნოდ გატარებული 3 საათზე ცოტა მეტი :)

სტენდალის “პარმის სავანე” მომწონდა მახსოვს ძალიან, მთავარ პერსონაჟზე ფაბრიციო დელ დონგოზე შეყვარებული ვიყავი, თუმცა ამ ნაწარმოების ნორმალური ეკრანიზაცია არ არსებობს :( არის ძველი გადაღებული, ჟერარ ფილიპი თამაშობს, მაგრამ არაფრად ვარგა. ასეც ხდება, წიგნი არ მოგეწონება და ეკრანიზაცია პირიქით კარგი გამოდის, ხოლო მოწონებულის ეკრანული ვერსია იმედს გაგიცრუებს

წიგნის შესახებ: გიყვარდეთ ჩემნაირები , მკითხველი , სიყვარულოვნა , როკერმელომანი

IMDB: 8,1/10

Download , Online

3.   ოდისეა (ჰომეროსის “ოდისეის” მიხედვით) ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, შესანიშნავი სამსახიობო დასით, რეჟისორია ანდრეი კონჩალოვსკი. ფილმი ნომინირებული იყო 2 ოქროს გლობუსზე.

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები

IMDB: 6,8/10

Download , Online

4.  შიმშილი (კნუტ ჰამსუნის “შიმშილი”ს მიხედვით) – 1966 წელს გადაღებული  ფილმი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ჰამსუნის წიგნი.  პონტუსის როლის შემსრულებელ მსახიობს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული ამ როლისთვის, მათ შორის კანის კინოფესტივალზე . სამწუხაროდ ფილმის თარგმანი არ არსებობს, არის მხოლოდ მისი ორიგინალი ვერსია სუბტიტრებით, თუმცა მერწმუნეთ ფილმი ნახვად ღირს.

წიგნის შესახებ: მკითხველი, როკერმელომანი

IMDB: 7,8/10

Download

წელს ძალიან ველოდები ჰიუგოს “საბრალონი”ს ახალ ეკრანიზაციას, მიუზიკლის სახით იქნება ამჯერად, ფილმის დასი ძალიან საინტერესოა რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ  , ეკრანებზე ფილმი წლის ბოლოს, დეკემბერში გამოვა.

დღეისათვის სულ ეს იყო, გაგრძელება აუცილებლად იქნება …

წიგნი და ეკრანიზაცია

Single Post Navigation

11 thoughts on “წიგნი და ეკრანიზაცია 2

  1. ანუ, კლასიკის დღე გაქვს, თეო :)

  2. წითელი და შავი როგორ არ მოგეწონა? :) დღესაც ჟრუანტელით მახსოვს ეგ წიგნი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და რა ვიცი :(
    ამაოების ბაზრის ნახვა არ მინდა :) შიმშილს ვნახავ დიდი სიამოვნებით.
    ოდისეა ნანახი მაქვს მაგრამ ჰომეროსი წიგნად იმდენად დიდია, რომ ეკრანიზაციებს ვერ ვიტან მათ მერე. ისე ილიადა მირჩევნია მე, ტროა მაინც სულ სხვაა :)
    ჰო მართლა ოდისეა რომ დაწერე ილიადამ რა დაგიშავა? :)

    • ტროა ყველას ნანახი აქვს მგონია :) არა? წითელი და შავი გვიან წავიკითხე შეიძლება არ ვიცი, არ მომეწონა კი ვიცი

      • ჰო ტროა კი ყველას ნანახი აქვს მარა პატარა რომ ვიყავი იმდენჯერ მახსოვს ტელევიზროში ოდისეა ფილმადაც და სერიალადაც, ასე მგონია ეგეც ყველას ნანახი აქვს :)
        ან შეიძლება მე მართლა ყველა წიგნი მომწონს :)

  3. “წითელი და შავის” ძველი ეკრანიზაცია მაქვს ნანახი. იქაც ჟერარ ფილიპია და “პარმის სავანისგან” დიდად არ განსხვავდება. მოგვიანებით ახალ ვერსიასაც ვცდი. :) … და “ამაოების ბაზარსაც” მივაყოლებ წიგნის დამთავრებისთანავე.

    • ძველი მაქვს მეც ნანახი და ამაზე რომ მითხრეს კარგიაო თავიდან ვერ დავიჯერე, თუმცა მართლა მომეწონა :)

  4. მე ცოტა ამაოების ბაზარმა იმედი გამიცრუა, და იგივე პრობლემაა ანუ ჩემი: 23 წლის ასაკში ძალიან დაგვიანებულია. ფილმს ჩავინიშნავ.
    ოდისეა ნანახი მაქვს და აღარ მახსოვს ;დ
    ჰოო, აი შიმშილი ძალიან მაინტერესებს, ოღონდ, ჯერ წიგნის წაკითხვა მინდა.

    საბრალონს მართლაც რა შესაშური ქასთი ჰყავს!

    • თან ჰიუ ჯეკმანის სიმღერის მოსმენა ერთი სიამოვნება იქნება, სულ ვოცნებობდი მისი მონაწილეობით მიუზიკლი მენახა :)
      ხო ასაკი :( მე ალბათ მაქსიმუმ 15 წლისას მაქვს წაკითხული :)

      • უი თეო ;დ :) )
        ჯეკმანი მაგარი კაცია, ოსკარები რომ წაიყვანა, რა კარგი იყო…

  5. “საბრალონი” ძალიან მიყვარს, წიგნი <3
    ერთერთი ეკრანიზაციაც მაქვს ნანახი, შორეულ წარსულში.. არ ვიცოდი, ახალს თუ უშვებდნენ. მანამდე ძველს შევავლებ თვალს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 53 other followers