ნაკიანი წელიწადი
29 თებერვალი, რომ 4 წელიწადში ერთხელაა ყველამ ვიცით. ამ დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, ევროპაში მაგალითად მე20 საუკუნემდე ეს დღე საერთოდ იურიდიულად არ არსებობდა, 29 თებერვალს არანაირი იურიდიული შეთანხმება არ ხდებოდა, არავინ ქორწინდებოდა, ამ დღეს დაბადება კი უიღბლობად ითვლებოდა.
თუმცა ნაკიანი წელი ქალებს აძლევდა უფლებას ირლანდიური ტრადიციის თანახმად, რომელსაც საფუძველი 5 საუკუნეში ჩაეყარა, საყვარელი მამაკაცისთვის მასზე დაქორწინების ანუ Marry me შეეთავაზებინათ.
ეს საინტერესო საფოსტო მარკაც სწორედ ამ ტრადიციას ეძღვნება
ამ ტრადიციასთან და დღესთან დაკავშირებით დილიდან ერთი ძალიან თბილი და რომანტიკული ფილმი ამეკვიატა, ჯერ მუსიკას ვუსმენ და საღამოს აუცილებლად კიდევ ერთხელ ვნახავ.
IMDB: 6.1/10
Download , Online , Soundtrack
პ.ს. გამბედაობა მოიკრიბეთ და სცადეთ საყვარელ ადამიანს თქვენც შესთავაზოთ დაქორწინება თუ არა ერთად საღამოს გატარება მაინც, თუნდაც ფილმის ერთად საყურებლად დაპატიჟეთ
















ჰმ, ზუსტად ვიცი, ამ ტრადიციით არ ვისარგებლებ, ფილმს კი ვნახავ
ისე როგორი უსამართლობაა, რატომ არ შეიძლება რომ ქალმა პირველმა გადადგას ნაბიჯი, ქორწინებას რომ თავი დავანებოთ, მომწონხარო მაგასაც არ ეუბნება ქალი კაცს
))
და ვინ უკრძალავს რო?
ეგ არაა პრობლემა, მთავარია ჭკვიანურად მოახერხოს ეს
რა მშვენიერი ტრადიციაა
მარკისთვის განსაკუთრებული მადლობა. უკვე გადმოვწერე და დესკტოპზე დაყენებას ვცდილობ
მოლი ფბ-ზე მესიჯი ნახე აბა
საღამოს ვნახავ, თეო
აქ ფბ-ს ვერ ვწვდები.
სკაიპში ვარ ონლაინ, თეო. მანდ მომწერე.
as always საინტერესო პოსტი
მადლობა სოფი
იცი როგორი აღმოჩენაა ჩემთვის შენი ბლოგი?
მოლის ბლოგის მერე ასე არაფერი გამხარებია
ევრიპიდეს არ გახარებია ასე თავისი აღმოჩენა
და მამაკაცს უარის უფლება არ ჰქონდა
მე ეტყობა ქართული კლდემამოსილება არ მყოფნის, რომ პირდაპირ არა,მაგრამ რაღაცით მაინც გამოვხატავ ჩემს სიმპატიებს მამაკაცის მიმართ,თუ მართლა მომწონს
))
მე ვთვლი რომ ეგრეც უნდა იყოს
არქიმედეს, სოფი
)))
ნიუტონს
სოფი ნუ იცი ხოლმე შენ ჩემი გაწითლება
თეოს რომ ვკითხულობ, არ მაქვს სტუმრად ყოფნის შეგრძნება, ასე მგონია, შინ ვარ და საკუთარ ბლოგს ვათვალიერებ. სულ რამდენიმე ბლოგი მყავს ასე.
უბრალოდ, კარგა ხანს ვერ იცლიდა თეო აქაურობისთვის და როგორ მიხარია, როგორ მიხარია, რომ ისევ აამუშავა.
მადლობა მოლი <3
მივხვდი რომ ასე სჯობს, თორე ვრცელი პოსტებისვის ვერ ვიცლი
როგორც კი ვხვდები, რომ თუნდაც 2 სიტყვა მაქვს სათქმელი მაშინვე ვწერ
ლორდ აკრძალვას ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ რეალურად ტეხავს
იცვლება ეგ ნელ-ნელა.
მომეწონა, მშვენიერი ტრადიციაა
)
მაგარია 29 თებერვალი :*
ტრადიციას დღეს ვერ გამოვიყენებ (4 წელიწადში თუ არაფერი მოხდა, მერე ვცდი
), მაგრამ ფილმს აუცილებლად ვნახავ.
დღევანდელი დღისთვის საუკეთესო არჩევანია
სასწაული თუ გინდა
დოჩანაშვილს რა ვუთხარი მე
იმედია მოგეწონა
კარგი იყო