“ზომბები” არამარტო ეკრანზე
არსებობს ფილმები, რომლის ყურება, მხოლოდ დიდ ეკრანზე და აუცილებლად 3D -შია რეკომენდირებული.
ამ კატეგორიის ფილმს განეკუთვნება Resident Evil: Retribution - “ბოროტების სავანე“ს მორიგი გაგრძელება.
არ დაგიმალავთ ფრანშიზის პირველი 2 ნაწილი ძალიან მომწონს, თუმცა უკვე გაგრძელებები, რომლებიც ეკრანზე გადმოტანილი თამაშია და მეტი არაფერი, ნამდვილად ვერ შეედრება დასაწყის.
მეხუთე ნაწილს სიუჟეტი პრაქტიკულად არ აქვს. თუმცა ამ ნაწილში არის ბევრი პერსონაჟი თამაშიდან. ვიზუალური ეფექტები კი ძალიან მაღალ დონეზეა.
აგრეთვე ფილმის დიდი პლუსია მუსიკა, რომელიც იმდენად კარგადაა მორგებული, რომ დამატებით ეფექტს და დაძაბულობას მატებს.
შეუძლებელია არ გამოვყო ცალკე ყველა ნაწილის მთავარი პერსონაჟი, ელისი (მილა იოვოვიჩი), რომელიც მშვენიერ ფორმაშია (თუმცა მე პირადად ლატექსზე უფრო მისი ძველი ტანსაცმელი მომწონს)
მინდა ზომბებზეც ორიოდე სიტყვა ვთქვა. მოემზადეთ რადგან აქ აბსოლუტურად განსხვავებული ზომბები გელით, ამჯერად ისინი მონოტონურად კი არ დადიან, არამედ დარბიან, მოტოციკლეტებით და ტანკებით გადაადგილდებიან, ავტომატიდან ისვრიან.
ფილმის წინასაპრემიერო ჩვენებას კინო რუსთაველის ადმინისტრაციამ დამატებითი ეფექტი შესძინა, სეანსის დაწყებიდან 15 წუთში, ეკრანი ჩაქვრა, დარბაზი მოციმციმე სუსტი შუქებით განათდა და “ზომბები” როტვეილერებთან ერთად შემოესია მაყურებელს, დარბაზში კივილი ატყდა, ფლეშმობი მართლაც კარგი გამოვიდა.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გადის, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ და ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ არსებულ რეალობას.
















მე გული გამისკდებოდა :დდდდ
au ra magari iqneboda neta vyofiliyavi am filmis fani var da premieraze viyavi mara winasapremiero chvenebaze vera
mec am filmis fani var da es seria ar momewona…