ცხოვრება “მშვენიერია”
გიფიქრიათ რას გააკეთებდით, რომ იცოდეთ სულ ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და თანაც სულ რაღაც 17 წლის ხართ. თქვენი არ ვიცი და მე არა. აი სტელლა კი იძულებულია (არ მომწონს ეს სიტყვა) ამაზე დაფიქრდეს, სიაც კი შეადგინა, რომ არაფერი გამორჩეს… დამეთანხმებით ძნელია იცოდე, რომ ავად ხარ და მალე მოკვდები, თუმცა ჯერ ცხოვრება არც კი დაგიწყია, მაგრამ ასეთ დროს ალბათ უფრო მეტად ცდილობ შეიგრძნო ყველაფერი და არაფერი გამოგრჩეს.
ვიცი მეტყვით ბევრი ფილმი გვინახავს მსგავს თემაზე, სიყვარულზე და ეს რითია განსაკუთრებულიო. მე კი გიპასუხებთ, იმისათვის, რომ ფილმი იყოს უბრალოდ კარგი “განსაკუთრებულობა” აუცილებელია პირობა არაა, საკმარისია სასიამოვნო იყოს მისი ყურება, რასაც ამ ფილმს ნამდვილად ვერ დავუკარგავ.
შინაარსზე არ მიყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ სამაგიეროდ მუსიკაზე უნდა გითხრათ რომ ძალიან კარგადაა შერჩეული და ახლაც ვზივარ ვუსმენ.
არ ვიცი მითქვამს თუ არა, როგორი კარგი გოგოა დაკოტა. როგორ გაიზარდა ჩემს თვალწინ და საერთოდ რამდენად მიყვარს. თუ როგორი ნიჭიერია და თუ როგორ უმართლებდა ბავშვობიდან პარტნიორებში მოლისთან დავწერე გესთ-ჯეოპარდში და თავს აღარ შეგაწყენთ. მაგრამ ჯერემი ირვინზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ეს მისი მეორე როლია დიდ კინოში, პირველი “War Horse“, სპილბერგის ერთ-ერთი ფავორიტია ჩემთვის, ხოლო მესამე ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედების” ეკრანიზაციაა, რომელსაც ველი ძალიან (დიკენსისადმი გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ).
ფილმის ნახვას თუ გადაწყვეტთ აგერ დევს კარგი ხარისხი Now is good
p.s. დილის 4 საათია და უნდა მეძინოს წესით, მაგრამ ახლა რომ არ დამეწერა დილას აღარ დავწერდი. თანაც მუზამ ასე მიბრძანა სანამ აქ ვარ, შენს სასთუმალთან ადექი და დაწერე, თორემ გაგექცევი მერე ისევ შენი ყოვედღიური რუტინით დაქანცული და მერე იდექი და იწუწუნე მუზამ დამივიწყაო
















კარგია, მუზას რომ დაუჯერე, თეო
სხვა გზა არ მქონდა
ახლავე ჩავრთავ და ვუყურებ
მშვენიერი პოსტია!
დიდი იმედების ეკრანიზაციას იღებენ? ^_^ აუ აუ, ორი მაქვს ნანახი. ესეც მაინტერესებს ^_^
გადაიღეს ქევან უკვე http://www.imdb.com/title/tt1836808/ , პრემიერაც იყო, ჩვენამდე როდის მოაღწევს არ ვიცი
შესანიშნავი სამსახიობო დასი კი ყავს
ჩავინიშნე სანახავად. ^_^ მეც მიყვარს დაკოტა და ეგ ყოველთვის ეგრეა… თუ მაშინვე არ დაწერე, მუზა რომ მოგივა, მერე წასულია მაგის საქმე.
დი <3 მომენატრე მე შენ :*
მე კიდევ – შენ <3 :* და ყველა. ეჰ, ვორდპრესმა ამიცრუა გული… :/
ამდენ ფილმს როდის ვნახავ და ამდენ წიგნს როდის წავიკითხავ, არ ვიცი, მაგრამ ჩავინიშნე მაინც
საინტერესო ჩანს…
ეგ პრობლემა მეც მაწუხებს, მენანება რომ მძინავს
დაკოტას და იმ ბიჭის გამო უნდა ვუყურო <3
ჰო, დაკოტა ძალიან კარგი გოგოა
ეგ რომ გაიგო, ვერაფერსაც ვერ იზამ. მაქსიმუმ იმაზე უფრო ადრე მოკვდე, ვიდრე გითხრეს.
ცხოვრება ფილმი ხომ არაა
Looper ნახეთ ან ჰობითი, რეებს ყუყრებთ რა
ლორდ ორივე ვნახე
ჰობიტი კინოში რა თქმა უნდა
გაგიჭირდებოდა
თეო, მეტისმეტად სენტიმენტალური არ არის?
კი რუსა, მაგრამ ხანდახან განწყობაა შესაბამისი
კიდევ ერთხელ დავბრუნდი მუსიკისთვის :უსერ:
პ.ს. ცხოვრება ფილმი არაა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მინდა ჩემს ცხოვრებას ცოცხლად გაჰყვებოდეს მუსიკა…
მე დაკოტა ფენინგის სტილი მომეწონა ამ ფილმში ყველაზე მეტად