მუსიკა ფილმებიდან
ზოგჯერ ისე ხდება, რომ მუსიკა ფილმზე მეტია. ხანდახან ეს სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი ეგრეთ წოდებული საუნდტრეკია, ხანდახან უბრალოდ კარგი სიმღერა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ხშირად ფილმზე უფრო დიდხანსაც კი მამახსოვრდება და საპატიო ადგილსაც იკავებს ჩემს მობილურში, იუთუბზე თუ კომპიუტერში.
დღეს რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ და თუ მოგეწონებათ ოთხშაბათის ტრადიციად გადაიქცევა.
ალმადოვარის ყველა ფილმის მუსიკა გამორჩეული და განსაკუთრებულია, ცოტა რთულიც კია გამოყო ყველაზე ყველაზე, მაგრამ რადგან ჩემთან ხართ სტუმრად ნება მომეცით ის მოგასმენინოთ რაც ჩემთვისაა საოცრად ძვირფასი.
მუსიკა ფილმიდან “Hable Con Ella (Talk To Her)“
შემდეგი სიმღერა ჩემი ყველაზე საყვარელი შემსრულებლის STING-ის დაწერილია. ფილმი “Cold Mountain” კი ერთ-ერთი ფავორიტია ომის თემაზე შექმნილ დრამებს შორის.
გადაცემა “ილუზიონი” ვისაც გვახსოვს ეს მუსიკა იმ დროს გვახსენებს ფილმები ასე მარტივად ხელმისაწვდომი, რომ არ იყო და შაბათ დღეს მოუთბენლად, რომ ველოდით. ფილმი, რომლშიც ის ჟღერს ძველი ფრანგული კლასიკაა, ჟან გაბენის, მიშელ მერსიეს და რობერტ ოსეინის მონაწილეობით.
“Le Tonnerre De Dieu” (ღმერთების რისხვა) ასეთი სახელწოდებით.
ეს სიმღერა სპეციალურად დაიწერა ანიმაციური ფილმისთვის “Legend of the Guardians: The Owls of Ga’Hoole“
კლინტ ისტვუდის ერთ-ერთი ბოლო ფილმისთვისაა დაწერილი ეს სიმღერა
“Gran Torino” თუ არ გინახავთ მართლა კარგი ფილმია და ნახეთ თუ მოიცლით.
ბოლო მუშკეტერებზე არ გადავრეულვარ, ერთხელ ვუყურე და მეორედ ყურების სურვილი არ გამიჩნდება, თუმცა მუსიკას კინოფილმიდან ხშირად ვუსმენ, მითუმეტეს, რომ სიმღერას TAKE THAT ასრულებს და მათ მიმართ გულგრილი, რომ არ ვარ ადრეც ვწერდი
და ბოლოს გუსტავო სანტაოლალას გენიალური მუსიკა (ასევე გენიალური) ფილმისთვის “Babel“
დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ ოთხშაბათამდე.
პ.ს. თუ რომელიმე ფილმის ნახვა გენდომებათ და ვერ იპოვით მომწერეთ
















ნებისმიერი კინო–რეჟისორის მიზანია, მონახოს გზა მაყურებელთა გულებისკენ და მათი ემოციური თანაგრძნობა გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით დიდი ლუის ბუნუელი ამბობდა: “თუ გინდა გაიგო, სინამდვილეში რად ღირხარ, როგორც რეჟისორი, ცადე გადაიღო ფილმი მუსიკის გარეშე.”
და მართლაც, რამდნეი ფილმი ვიცი, მუსიკის გარეშე რომ არაფრად ღირს და მატო ეს უკანასკნელი ქაჩავს. მოკლედ, მომწონს ეს პოსტი და სახლში მისვლისთანავე ყველა მოცემულ სიმღერას მოვუსმენ.
და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს საუნდთრეკსაც დაგიტოვებ მადლიერების ნიშნად: http://youtu.be/_c1x55t51uc
დი <3
Apocalypto-ს რო საუნდტრეკები აქ,მგონი მასე არც ერთ ფილმს არ უხდება ეს.
კინო ხო ცალკე “კულტია” ჩემთვის,და საუნდრეკებზე – ვაბოდებ.
კეთილი იყოს შენი ფეხი
სასიამოვნოა თანამოაზრის პოვნა
რეინდროფს ქიფ ფოლინ ონ მაი ჰეთ
დაისიადან აისამდე – ტარანტულების სიმღერა როა
ადამიანი ორკესტრი, სადაც ცეკვავს ზეგენიალურად დე ფიუნესი
სათამაშოს მუსიკა
ტრიუკების ოსტატის
რუსული ჰოლმსიანის (თუმცა მოტივი პლაგიატურად ყოფილა გადმოღებული)
და ისა – ობლობაში დაჩაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე. ძაან მაგარია.
და კიდევ ბევრი ბევრი ბევრი
კომენტარის დასაწყისზე ისე გემრიელად გამეცინა
))
ეგ მართლა გენიალურია
ნუ ჩარლის ფილმები ეს ცალკე თემაა თავის მუსიკიანა და ფუნთუშებს რომ აცეკვებს მაგალითად
ეპიკ
ჩარლი საერთოდაც სხვა თემაა ლორდ
“ღმერთების რისხვის” საუნდტრეკი ვიცოდი, მაგრამ ამ ფილმიდან თუ იყო, არ მახსოვდა – ე.ი. მუსიკა უფრო დასამახსორებელი ყოფილა ჩემთვის:)
მუშკეტერების შემთხვევაში მუსიკა ფილმზე ბევრად უკეთესი მგონია:)
ფელინის და პაზოლინის ფილმების საუნდტრეკები მომწონს კიდევ – ალმოდოვარისა არ იყოს, იდეალურად შეეფერება თავად ფილმებს…
ყველაზე მეტად ფილმ “ბურლესკის” საუნდტრეკები მიყვარს.
))
ჯერ იმიტომ რომ ფილმში ქრისტინა აგილერა (<3) და შერი თამაშობენ, და სიმღერებიც თავისთავად მათი შესრულებითაა.
რაც შეეხება პოსტს ძალიან მომეწონა და მართლა კარგი იქნება თუ ოთხშაბათის ტრადიციად იქცევა
მეც შენსავით ძალიან მომწონს საუნდთრეკები
კარგი ტრადიციის დანერგვას აპირებ
ნუ ახლა სასწორის ცალ მხარეს თუ დევს მილა იოვოვიჩი მეორე მხარეს მთელი თეიქ ზეთიც რომ იყოს მათი ჯალაბობიანა მეშვიდე თაობამდე ვიდრე… ჩემი სიმპათიები საითკენაა ნათელია
ასე რომ მე მომწონს ეგ ფილმი.
Little white lies საუნდთრეკები არის დღემდე ჩემი ფავორიტი.
ყველა მომწონს
ფილმი როგორია?
მაგის დადებასაც ვაპირებ მომდევნო პოსტებში
ფილმიც საკმაოდ კარგია.
იდეა დაიბადა 1947-48 წლებში, როდესაც კოპოზიტორი მუშაობდა Sonatas and Interludes–ზე. ქეიჯის გაბედული იდეა(აზრი), იმის შესახებ, რომ მუსიკა შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს ბგერებს, გამოხატვას პოულობს 4′33″–ში. 4’33″–ში იგრძნობა ძენის გავლენა, რომელსაც იგი სწავლობდა ორმოციან წლებში. 1982 წლის ინტერვიუში და ასევე სხვა უამრავ შემთხვევაშიც იგი ამბობს, რომ 4′33″ არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი “კომპოზიცია”.