ნარკომანის აღსარება

ნარკომანი - ადამიანი, რომელსაც აქვს ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება
ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველად გავსინჯე… მშობლებიც ნარკომანები იყვნენ და მათ მიმაჩვიეს.
მაშინ ცუდი დრო იყო, ხარისხიანი არ იშოვებოდა, 1 ”კასეტა” ტრილებდა მთელს ქალაქში…
მერე ნელ-ნელა სიტუაცია შეიცვალა, მანამდე თუ კვირაში ერთხელ ოთარის იმედად ვიყავი (მიუხედავად ქალაქში არსებული რამდენიმე ადგილისა, სადაც ასევე იყო შანსი დრო სასიამოვნოდ გამეტარებინა, და რომელ ადგილებსაც აგრეთვე მშობლებმა მაზიარეს), გამოჩნდა გოგი (აქ გული მინდოდა დამეხატა).
მერე კომპიუტერმა და ინტერნეტმა იმის საშუალება მომცა “ბარიგები” არა მარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მეპოვნა.
დღემდე ასე ვარ, ეს ის სენია, რომ არ იკურნება. ხანდახან თავზე მათენდება ძიებაში, ვეძებ ქართულ, რუსულ და უკიდურეს შემთხვევაში უცხოურ რესურსებზე. პოვნა უფრო დიდი სიამოვნებაა ხანდახან ვიდრე დაგემოვნება. რამდენიმე დღე თუ ისე გავიდა ვერ მოვახერხე მიღება ლომკა მეწყება სერიოზული.

ასე, რომ სინემანიაკი ტყულად არ მქვია, სახელს იმაზე მეტად ვამართლებ ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.
მაქვს უამრავი დისკი საყვარელი ფილმებით და კლასიკით, ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებით, გარე ვინჩესტერი, რომელიც მადლობა სინემატოგრაფის ღვთაებას, ჯერ არაა სავსე. ჰოდა მაინც სულ “ნეხვატკა” მაქვს და ახალს ვეძებ და ველი.
ვნახულობ მხოლოდ კარგი ხარისხის გახმოვანებით და გამოსახულებით, ვუყურებ ყველა ჟანრს. იშვიათად ვენდობი, რამდენიმე ადამიანის გარდა, სხვის აზრს ფილმზე, სანამ არ ვნახავ ჩემით, არაფერს ვამბობ.
და კიდევ მეშინია, რომ ერთ დღესაც ტორენტებს, ვარეზებს და მისთანებს აკრძალავენ ჰოდა აი ეგ დღე იქნება ჩემთვის სამყაროს აღსასრული…















კლასიკური სინემანიაკი ხარ
)
გისურვებდი და ვისურვებდი არასოდეს აიკრძალოს ტორენტები!
)
ან ბოლო-ბოლო რამე ალტერნატიული კინოთეატრი გაგვეხსნას
მაგ დღეს არ უნდა მოვესწრო მე
რას ქვია აკრძალონ
… მერე ონლაინ-ბიბლიოთეკებსაც მიადგებიან და ოფიციალურად დაიწყება აპოკალიფსი
ისე თუ რამეა ისეთი კოლექცია მაქვს შემიძლია გაგიზიაროთ
“იშვიათად ვენდობი, რამდენიმე ადამიანის გარდა, სხვის აზრს ფილმზე, სანამ არ ვნახავ ჩემით, არაფერს ვამბობ.”
+1
ნარკომანი თან ხალიავშიკი