მუსიკა ფილმებიდან (2)
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკა და ცეკვა ფილმიდან. ტარანტინოზე, მის ფილმებზე შემიძლია არ დავიღალო ლაპარაკით, მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი მისი უახლოესი მეგობრის რობერტ როდრიგესის გადაღებულია, სცენარი ქვენტინის დაწერილია და ერთ-ერთ მთავარ როლსაც თავად ასრულებს
ირლანდიური ყველაფერი განსაკუთრებულად მიზიდავს, პირველად საგები, რომ წავიკითხე იქიდან მოყოლებული მაქვს შეგრძნება, რომ წინა ცხოვრებაში ირლანდიელი ვიყავი
ნუ GUINESS და U2 თავისთავად, ხოლო ჩემი საყვარელი ცნობილი ირლანდიელი წარმოშობის მსახიობების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს და ამიტომ აღარ გავაგრძელებ. ფილმი, რომლის მუსიკაც მინდა შემოგთავაზოთ და სადაც დენიელ დეი ლუისი თამაშობს, რეალურ ამბავს ეფუძნება და ძალიან საინტერესოა, თუ არ გინახავთ გირჩევთ უყუროთ.
1970 წელს გადაღებული “ბორსალინო” დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი და არ მოგატყუებთ წესიერად არც მახსოვს, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი მუსიკა დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს ლისტსში.
ბელმონდო ყოველთვის დელონზე მეტად მესიმპატიურებოდა
“ამელი”ს საუნდტრეკი აბა ვინ არ იცის, თუმცა ის ფაქტი, რომ იან ტიერსენი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, დირიჟორი – ნამდვილ ფენომენად ითვლება თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში და ძალიან კარგი ფილმის “Good bye, Lenin!” საუნდტრეკის ავტორია ნაკლებადაა ცნობილი.
ამ ვიდეოს სანახავად იუთუბზე თუ გადახვალთ სრული ალბომის მოსმენას შეძლებთ.
კომპოზიტორ მაიკლ ნიუმანის სახელი ბევრი ცნობილი ფილმის ტიტრებშია ნახსენები. თუმცა მე მაინც “პიანინო“ს დაუვიწყარ მუსიკას გამოვყოფდი.
ფრანსუა ოზონის შემოქმედების მიმართ ჩემი სიმპატიის შესახებ ადრეც ვწერდი. თუმცა ამ პოსტში მისი 2004 წლის ფილმის მუსიკაზე მინდა გავამახვილო ყურადღება
ეს ფილმი ბევრმა დაიწუნა, თუმცა ერთხელ საყურებლად არაა ცუდი, მაგრამ აი ფილმის საუნტრეკი კი მართლაც, რომ გამორჩეულია.
პაოლო სორენტინოს ფილმი “Le conseguenze dell’amore“ თუ არ გინახავთ აუცილებლად გადმოწერეთ და უყურეთ. საოცრად კარგი ფილმია, აი მუსიკაც ფილმიდან
ეს კიდევ დესერტად















ყველა მაგარია <3
უბრალოდ მე Requiem For a Dream-ის საუნდტრეკი დამაკლდა ))
გაგრძელება იქნება
sainteresoa! reqviemi martlac:)
ყველა არაჩვეულებრივია და საერთოდ მუსიკას ფილმში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მისი შერჩევა ხელოვნებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად.
იან ტიერსენი
)))
მანდ სელმა ისე ცეკვავს, რომ სულ ნინო ჩხეიძის სიმღერა იყოს, მაინც შეხედავდა კაცი
თუმცა ტარანტულები მაგრები არიან ძაან.
ბორსალინო ღირს იმად რომ გაიხსენო.
მარა ეს უფრო მაგრად ცეკვავს
ამ ფილმის საუნთრექზე ლოლიტების პოსტში ვწერდი – თარანთინოა. ფილმიც ძაან კაია არამხოლოდ მუსიკა.
გეთანხმები, ფანტასტიურია
ფილმი, მუსიკა თუ ეგ გოგო?
მუსიკა და გოგო
ფილმი სხვები უფრო მომწონს ტარანტინოსი
მე კიდევ არ ვარ მაგ რეჟისორის დიდი ფანი. ფალფ ფიქშენიც არ მომწონს მაინცადამაინც.
ყველაზე მეტად სწორედ ეს ფილმი მომწონს.
თუმცა, როდრიგესის ფილმები კიდევ უფრო უარესია
როდრიგესი არა, მაგრამ ტარანტინო ძალიან მიყვარს
ორ რამეს ვუფასებ – ერთი რომ თრავოლთა დააბრუნა ეკრანზე. ძაან დიდი პლიუსი მას და მეორე რომ ვალცი აღმოაჩინა.
ჰო და – მოკალი ბილიც მომწონს. პირველი ფილმი,
ისე კი, გლობალურად მაგ ჟანრში გაი რიჩი მირჩევნია
გაი რიჩმაც როგორ იცის მუსიკის შერჩევა
გაიც მიყვარს, მაგრამ ტარანტინოს სასწაული ფანტაზია აქვს, დავწერ ქვენთინაზე ერთ პოსტს აუცილებლად
უფრო სწორად იმაზე მე რატომ მიყვარს
არა, ახლა რომ დავფიქრდი, მკაცრად მომივიდა ძაან

უბრალოდ კანი რომ მოიგო მაშინ გავბრაზდი მაგაზე, იმიტომ რომ სხვა ფილმს ვქომაგობდი
თორემ მამენტ ოთხ ოთახშიც კარგი იუმორია ადგილ-ადგილ და ძაღლებიც კარგია
ეგრე მე ქეთრინ ბიგელოუზე გავბრაზდი ოსკარი რომ მისცეს, არადა არაა ცუდი რეჟისორი
ასე, რომ მესმის შენი
მეორე მიზეზიც მაქვს.
აბა ეგ საქმე იყო?
ამ იდიოტმა მოგვიანებით ადგა და კანი ჩაახუტა გამოშტერებულ მაიქლ მურს.
თან იმ წელსაც იყო ძაან მაგარი ფილმი და ის დაიჩაგრა.
და ყველაზე დიდი ირონია რაა იცი? ორჯერ დაჩაგრა ქოენები – ჯერ ფალფფიქშენით და მერე როგორც ჟიურის თავმჯდომარემ – მურით.
მე რომ ქოენები ვიყო, დავუპადიეზდებდი სადმე და გავლახავდი საშვილიშვილოდ.
კი მაგრამ ფარგო? მილერის უღელტეხილი? ლედიქილერები? და ისა… ებრაელებზე როა სერიოზული კაცი. იმის გათვალისწინებით რომ კოენი – ებრაელებში ღვთისმსახურები არიან ეგ ფილმი საერთოდ ზეიუმორია
ნუ ადამიანი, რომელიც არ იყო შავ-თეთრი როა სტილიზებული, მაგაზე არაფერს ვამბობ იმდენად მაგარია…
როგორაა იცი, აი ნანახი მაქვს ყველა, მაგრამ მიყვარს თქო ვერ ვიტყვი. არაა ჩემი
თორე ისე მაგრები არიან უდავოდ
ნწუ. გიყვარს ეგ ფილმები შენ ძალიან, მარა ბრედს რომ არ ათამაშებენ, ეგ არ მოგწონს
http://www.imdb.com/title/tt0887883/ ეს რა არის აბა