კერუაკი “გზაზე” – რეალური პერსონაჟები

Neal Cassadykerouac

ნილ კესიდი(დინ მორიარტი) და ჯეკ კერუაკი (სალ პარადისი)

   კერუაკი, ბეროუზი,გინსბერგი ბიტნიკების ფუძემდებლებად ითვლებიან. ეს მოძრაობა ამერიკაში 40იან წლებში ჩამოყალიბდა, ტერმინი Beat Generation პირველად კერუაკმა 1948 წელს გამოიყენა თავისი მეგობრების წრეზე საუბრისას, რომელშიც პოეტები და მწერლები შედიოდნენ.

კერუაკის “გზაზე”, რომელიც სულ ახლახანს თარგმნა და გამოსცა “დიოგენემ” ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.

წიგნის შესახებ ძალიან კარგადაა დაწერილი კეჟერაძესთან და მკითხველთან. მე კი მინდა მის ეკანიზაციაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა.

წიგნის გამოცემიდან ძალიან მალე კერუაკი სერიოზულად ფიქრობდა მის ეკრანზე გადატანაზე (წიგნი 1957 წელს გამოიცა). ჯეკი დინ მორიარტის როლის შემსრულებლად მარლონ ბრანდოს მოიაზრებდა, რაზეც 1957 წელს წერილიც კი მისწერა, სადაც დაწვრილებით აღუწერდა თუ როგორ უნდა გადაეღოთ ფილმი, სალ პარადისის, ანუ თავისი თავის, როლის შესრულებას თვითონვე გეგმავდა. ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა, ბრანდოს აღნიშნულ წერილზე არც კი უპასუხია.

1979 წელს წიგნის ეკრანიზების უფლება ფრენსის ფორდ კოპოლამ შეიძინა და მაშინვე შეუდგა სცენარზე მუშაობას. 1995 წელს კოპოლა გეგმავდა შავ-თეთრი ფილმის გადაღებას, რომელსაც პოეტი ალან გინსბერგის ხმა დაედებოდა ფონად (ალან გინსბერგი იგივე კარლო მარქსი წიგნში).

Ginsberg_Kerouac

ალან გინსბერგი (კარლო მარქსი) და ჯეკ კერუაკი (სალ პარადისი)

თუმცა ეს ჩანაფიქრიც ვერ განხორციელდა. “ძალიან ბევრს ვეცადე დამეწერა სცენარი. მაგრამ ძალიან რთულია, როცა საქმე ეხება ეპოქას. ეპოქის გადმოცემას ყოველთვის ბევრი ფული სჭირდება” – ამბობდა კოპოლა.

კერუაკის შემოქმედებაზე ტრუმენ კაპოტე ამბობდა:  ეს არ არის წერა, ეს არის ბეჭდვა

რამდენიმე წლით გვიან მან ისევ სცადა პროექტის განახლება, ამჯერად ეტან ჰოუკთან , სალის როლზე და ბრედ პიტთად, დინის როლზე, ერთად. თუმცა ამ პროექტსაც არ ეწერა ასრულება.

მორიგი მცდელობისას  2001 წელს, კოპოლამ დაიქირავა მწერალი რასელ ბენკსი სცენარის დასაწერად, რეჟისორობას ჯოელ შუმახერისთვის გადაბარებას გეგმავდა, ხოლო მთავარ როლებზე ბილი კრუდაპი (სალი) და კოლინ ფარელი (დინი) განიხილებოდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩანაფიქრი ვერც ამჯერად მოიყვანა სისრულეში ფრენსისმა.

2004 წელს დიდმა რეჟისორმა ნახა ბრაზილიელი რეჟისორის, ვოლტერ სალესის მიერ გადაღებული “მოტოციკლეტისტის დღიურები”ს კინოვერსია, რის შემდეგაც გადაწყვიტა კერუაკის წიგნის ეკრანიზაცია მისთვის მიენდო და არც შემცდარა.

William-S-Burroughs-kerouac

კიდევ ერთი რეალური და ცნობილი პერსონაჟი წიგნიდან – ვილიამ ბეროუზი (old bull lee), ფილმში მის როლს ვიგო მონტერსენი ანსახიერებს, და კერუაკი

სალესი საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგა დოკუმენტური მასალაც კი გადაიღო იმ “გზაზე”, რომელიც თავის დროზე გაიარა და შემდგომ აღწერა მწერალმა. ესაუბრა ყველა ბიტნიკს, რომელიც იცნობდა კერუაკს ცხოვრებაში. როგორც თვითონ ამბობს, მან ეს გააკეთა რათა უკეთ გაეგო თუ რა გავლენა მოახდინა ჯაზმა და იმ ეპოქამ ბიტნიკების თაობის ფორმირებაზე.

ფილმის ქასთის შერჩევის შემდეგ 2010 წლის აგვიტოში გადაღებები დაიწყო კანადაში, შემდეგ გადაინაცვლა არიზონაში, ლუიზიანაში, კალიფორნიაში, მექსიკაში და ჩილიში. ხოლო მისი პრემიერა შედგა 2012 წელს 23 მაისს კანის კინოფესტივალზე.

ნომინაციები: პალმის რტო (კანის კინოფესტივალი); საუკეთესო რეჟისორი (სიდნეის კინოფესტივალი);

გამარჯვებები: ემი ადამსი – ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის, ჰოლივუდის კინოფესტივალზე.

on-the-road-poster-series

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ფილმით ისევე ვისიამოვნე, როგორც წიგნით. იშვიათად ხდება,როცა ეკრანიზაცია კარგი გამოდის.

ასე, რომ გირჩევთ წიგნსაც და ფილმსაც.

წიგნის ქართულად შეძენა ყველა წიგნების მაღაზიაში შეგიძლიათ.

აი ფილმიც: On the road

ადამიანი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია კერუაკზე.

About these ads

Single Post Navigation

9 thoughts on “კერუაკი “გზაზე” – რეალური პერსონაჟები

  1. წიგნი უმაგრესია :) ფილმის შეფასებათი შენ გენდობი, თეო.

    • წიგნივით მაგარი ნამდვილად ვერაა, მაგრამ კარგია. თან მსახიობები კარგადაა შერჩეული ძალიან. 2 საათი შეგრძნება გაქვს, რომ შენც გზაზე ხარ

  2. ვერ ვიტყვი, რომ ფილმიც წიგნივით მომეწონა, მაგრამ მაინც კარგი იყო :) შესაძლო მსახიობებით თუ ვიმსჯელებთ, “არგადაღებულებიც” არ გამოვიდოდა ცუდი :)

  3. hmm კაი ხანია, ამის ნახვა მინდა, აი,გადმოვწერ, საინტერესოა, რამენად მომეწონება :)

  4. თბილისში რომელი იყო? გინზბერგი მგონი…

    • კი 1985ში ბობ დილანთან ერთად :) სადღაც მაქვს წაკითხული კორესპონდენტისთვის, რომელსაც ინტერვიუს აღება უნდოდა უკითხავს, თქვენთან ჰომოსოქსუალები თუ არიანო და თუ ვერ მპასუხობთ მაშინ დემოკრატია არაა თქვენთან და ინტერვიუს არ მოგცემთო, იმიტომ, რომ ისინი ყველგან არიანო :)

      • ამერიკელ მწერალთა ტურნე სუსურუკუში. უკრაინაც იყო სიაში და დილანი მაგიტომ წამოვიდა და გინზბერგს რა უნდოდა არვიცი. ალბათ, რეზო ამაშუკელის გაცნობა. :)

  5. წიგნს ახლა ვკითხულობ, მერე ფილმსაც ვნახავ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Online magazine - What I See

All what I see and find important

Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

კუში-კუში...

ბლოგი სამი წერტილით ...

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

MK's blog

აქ(აც) გაზაფხულია ^__^

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

"ენტოცია - წვეთი ზღვაში"

"ეძიე ჭეშმარიტება და ისწრაფე სრულყოფილებისაკენ"

Jane's Universe

My Sunny shelter

უელიაშვილესის ბლოგი

გადამდგარი მხატვრის ჩანაწერები

Ialinda's Blog

My Zone-My Rules

Chedozempr Welcomes

Welcome here, you Chenezempr!

spokeperson

ჩემი მშვიდი ბლოგი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 108 other followers

%d bloggers like this: