Archive for the category “ჩემი კინომანია”

ინგმარი და ლივი

livingrid

ინგმარ ბერგმანი და ლივ ურმანი

“პერსონა”ს გადაღებების დროს მე და ლივს გზნებით შეგვიყვარდა ერთმანეთი და სწორედ ამ გრძნობით დაბრმავებულმა კუნძულზე იმ იმედით ავაშენე სახლი, რომ მე და ლივი იქ ერთად ვიცხოვრებდით, თუმცა მისი სურვილის გათვალისწინება აზრადაც არ მომსვლია. მან რამდენიმე წელი გაატარა კუნძულზე ჩემთან ერთად. ჩვენ ორივენი საკუთარ დემონებს ვებრძოდით შეძლებისდაგვარად. შემდეგ მან “ემიგრანტებში” კრისტინას როლი მიიღო და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა” – ინგმარ ბერგმანი “Laterna Magica”

 

ლივინგმარ

 

 

p.s. ვინც ამ ფილმს მაპოვნინებს ფრიად მადლობელი ვიქნები :) ლივი & ინგმარი

კერუაკი “გზაზე” – რეალური პერსონაჟები

Neal Cassadykerouac

ნილ კესიდი(დინ მორიარტი) და ჯეკ კერუაკი (სალ პარადისი)

   კერუაკი, ბეროუზი,გინსბერგი ბიტნიკების ფუძემდებლებად ითვლებიან. ეს მოძრაობა ამერიკაში 40იან წლებში ჩამოყალიბდა, ტერმინი Beat Generation პირველად კერუაკმა 1948 წელს გამოიყენა თავისი მეგობრების წრეზე საუბრისას, რომელშიც პოეტები და მწერლები შედიოდნენ.

კერუაკის “გზაზე”, რომელიც სულ ახლახანს თარგმნა და გამოსცა “დიოგენემ” ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.

Read more…

ვილ ჰანტინგიდან – არგომდე

ben,casey,matt

  • ბენ აფლეკმა პირველი ოსკარი სცენარისთვის 15 წლის წინ აიღო (ნიჭიერი ვილ ჰანტინგი – მეტ დეიმონთან ერთად დაწერა).
  • მას მერე დიდი დრო გავიდა, ბევრ ფილმში ითამაშა (თუმცა, როგორც მსახიობი არაა დიდად ნიჭიერი).
  • 2 კარგი ფილმი გადაიღო, ხოლო მესამე ფილმით 3 ოსკარი და  50 სხვადასხვა პრიზი დამსახურებულად მოიპოვა.

წლის საუკეთესო ფილმი “არგო

argo

მუსიკა ფილმებიდან (2)

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკა და ცეკვა ფილმიდან. ტარანტინოზე, მის ფილმებზე შემიძლია არ დავიღალო ლაპარაკით, მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი მისი უახლოესი მეგობრის რობერტ როდრიგესის გადაღებულია, სცენარი ქვენტინის დაწერილია და ერთ-ერთ მთავარ როლსაც თავად ასრულებს

Read more…

მუსიკა ფილმებიდან

themes_soundtrack_940x385

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მუსიკა ფილმზე მეტია. ხანდახან ეს სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი ეგრეთ წოდებული საუნდტრეკია, ხანდახან უბრალოდ კარგი სიმღერა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ხშირად ფილმზე უფრო დიდხანსაც კი მამახსოვრდება და საპატიო ადგილსაც იკავებს ჩემს მობილურში, იუთუბზე თუ კომპიუტერში.

დღეს რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ და თუ მოგეწონებათ ოთხშაბათის ტრადიციად გადაიქცევა.

ალმადოვარის ყველა ფილმის მუსიკა გამორჩეული და განსაკუთრებულია, ცოტა რთულიც კია გამოყო ყველაზე ყველაზე, მაგრამ რადგან ჩემთან ხართ სტუმრად ნება მომეცით ის მოგასმენინოთ რაც ჩემთვისაა საოცრად ძვირფასი.

Read more…

ცხოვრება “მშვენიერია”

now is good

გიფიქრიათ რას გააკეთებდით, რომ იცოდეთ სულ ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და თანაც სულ რაღაც 17 წლის ხართ. თქვენი არ ვიცი და მე არა. აი სტელლა კი იძულებულია (არ მომწონს ეს სიტყვა) ამაზე დაფიქრდეს, სიაც კი შეადგინა, რომ არაფერი გამორჩეს… დამეთანხმებით ძნელია იცოდე, რომ ავად ხარ და მალე მოკვდები, თუმცა ჯერ ცხოვრება არც კი დაგიწყია, მაგრამ ასეთ დროს ალბათ უფრო მეტად ცდილობ შეიგრძნო ყველაფერი და არაფერი გამოგრჩეს.

ვიცი მეტყვით ბევრი ფილმი გვინახავს მსგავს თემაზე, სიყვარულზე და ეს რითია განსაკუთრებულიო. მე კი გიპასუხებთ, იმისათვის, რომ ფილმი იყოს უბრალოდ კარგი “განსაკუთრებულობა” აუცილებელია პირობა არაა, საკმარისია სასიამოვნო იყოს  მისი ყურება, რასაც ამ ფილმს ნამდვილად ვერ დავუკარგავ.

Read more…

“ზომბები” არამარტო ეკრანზე

არსებობს ფილმები, რომლის ყურება, მხოლოდ დიდ ეკრანზე და აუცილებლად 3D -შია რეკომენდირებული.

ამ კატეგორიის ფილმს განეკუთვნება Resident Evil: Retribution - “ბოროტების სავანე“ს მორიგი გაგრძელება.

არ დაგიმალავთ ფრანშიზის პირველი 2 ნაწილი ძალიან მომწონს, თუმცა უკვე გაგრძელებები, რომლებიც ეკრანზე გადმოტანილი თამაშია და მეტი არაფერი, ნამდვილად ვერ შეედრება დასაწყის.
Read more…

ტონინო გუერა: ცხოვრების წესები

დღეს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ტონინო გუერა. ცნობილი იტალიელი სცენარისტი, მწერალი, პოეტი. მას ეკუთვნის 104 ფილმის სცენარი, სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. მუშაობდა ფელინისთან და ანტონიონთან, ანგეოპოლუსთან და ტარკოვსკისთან.

1920 16.03 - 2012 21.03

Я очень нудный и очень странный. Я надеюсь прожить еще сто лет.

У меня было прекрасное детство. Именно тогда я впервые насладился шумом дождя по листьям, знакомился со снегом — открывал рот и ловил его, впервые попробовал мороженое. Я как лизнул — и сразу же отстранился. Это было так вкусно, что я испугался!
Read more…

ნაკიანი წელიწადი

29 თებერვალი, რომ 4 წელიწადში ერთხელაა ყველამ ვიცით. ამ დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, ევროპაში მაგალითად მე20 საუკუნემდე ეს დღე საერთოდ იურიდიულად არ არსებობდა, 29 თებერვალს არანაირი იურიდიული შეთანხმება არ ხდებოდა, არავინ ქორწინდებოდა, ამ დღეს დაბადება კი უიღბლობად ითვლებოდა.

თუმცა ნაკიანი წელი ქალებს აძლევდა უფლებას ირლანდიური ტრადიციის თანახმად, რომელსაც საფუძველი 5 საუკუნეში ჩაეყარა, საყვარელი მამაკაცისთვის მასზე დაქორწინების ანუ Marry me შეეთავაზებინათ.

 
Read more…

დევიდ გარეტისეული კინომუსიკა

David Garrett

Post Navigation

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 486 other followers