წიგნი და ეკრანიზაცია
კინოხელოვნება, რომ ჩემი სისუსტეა ყველას მოგეხსენებათ. თუმცა ლიტერატურის მიმართაც არანაკლებ “ნარკომანული” დამოკიდებულება მაქვს. ყველას ვისაც კითხვა უყვარს დამეთანხმება, კითხვის დროს აუცილებლად ჩვენებურად წარმოვიდგენთ ყველა პერსონაჟს, უმრავლესობა ცნობილი რომანისა თუ მოთხრობის კინოვერსია/ეკრანიზაცია უკვე გადაღებულია. თუმცა იშვიათადაა, ეკრანიზაციამ გაამრთლოს. მე შევეცდები რამდენიმე პოსტი მივუძღვნა ამ თემას და გამოვყო ის ფილმები, რომლებიც წარმატებული ეკრანიზაციები გახლავთ.
1. მადამ ბოვარი (გუსტავ ფლობერის ცნობილი წიგნის “მადამ ბოვარი”ს მიხედვით) – მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ მიყვარს, ფილმი ძალიან კარგია. პირველ რიგში ეს მთავარი როლის შემსრულებლის იზაბელ ჰიუპერის დამსახურებაა. ფილმის ნახვა ღირს მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა ნაწარმოები.
წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები
IMDB: 6,6/10
















