შენი მე და ჩემი შენ…ანუ Non, je ne regrette rien…

გაღვიძება არ მინდოდა, იმდენად სასიამოვნო იყო სიზმარი. ვიწექი დახუჭული თვალებით და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყოველი ნაკვთი, მოძრაობა, სუნი…
ამ დროს დარეკა მაღვიძარამ, თვალებს არ ვახელდი – ღმერთო ჩემო ვინ მოიგონა ეს მაღვიძარები? ვინ დააწესა რომ უნდა ავდგე, წავიდე, ვიჩქარო… მუდმივად ვიჩქარო…
მაღვიძარა გაჩუმდა. თვალს არ ვახელდი. ეს სიზმარი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ყველაფერს დავთმობდი ოღონდ იქ, იმ ლამაზ სიზმარში დავრჩენილიყავი.
ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად.. თომას მანი “სიკვდილი ვენეციაში” .. არასოდეს მიყვარდა ეს ნაწარმოები, მისი გაცნობის შემდეგ სურვილი გამიჩნდა თავიდან წამეკითხა 10 წლის წინ წაკითხული, იმდენი ახალი – დავიწყებული ძველი აღმოვაჩინე – გამიკვირდა..
მერე ცრემლები იყო, ცრემლები ორივე მხრიდან…
საოცარი მუსიკა, ძალიან მალე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი, და ჩემი სულის ნაწილი იყო, ჩემი გული…
ღიმილი მიპობდა ბაგეს ყოველთვის როცა მოკლე ტექსტური შეტყობინება მოდიოდა.. წერილზე ლაპარაკიც არაა..
პირველი შეხვედრა ზღაპარივით იყო, ზუსტად ისეთი იყავი როგორიც წარმომედგინე. კურტკა მოვიცვი და გარეთ გამოვედი, არც მიფიქრია გაგპრანჭვოდი – არც ვიცი რატომ.
შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოხდა, მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო, ვიცოდი, რომ უზომოდ თბილი და ალერსიანი იქნებოდი, თვალებზე გეტყობოდა, მაგრამ ამდენად თბილი თუ იქნებოდი მაინც არ მეგონა… არანორმალურად სასიამოვნო იყო თითოეული შეხება, კოცნა, ალერსი, შენს ხელში სხეული მეწვოდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მომკვდარიყავი არ ვინანებდი..
ერთმანეთთან ჩახუტებულებმა თითქოს თავიდან ვიპოვეთ საკუთარი თავი, ვიპოვეთ ერთმანეთი – ასე მგონია შენი ჭრილობები მოვაშუშე, შენ კი ის სიცარიელე შეავსე რაც ჩემში სუფევდა.

და ბოლოს Non, je ne regrette rien ანუ მე არაფერს ვნანობ!

Single Post Navigation

2 thoughts on “შენი მე და ჩემი შენ…ანუ Non, je ne regrette rien…

  1. სასიამოვნოა… სასიამოვნოა როცა ნაწერი ათბობს გულს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: