უთხარი სანტიაგო ნასარის, რომ მას მოკვლას უპირებენ…

დღეს შემთხვევით გადავაწყდი ფილმს “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”, ალბათ ყველას წაკითხული გაქვთ გაბრიელ გარსია მარკესის ეს არაჩვეულებრივი მოთხრობა. ფილმი გადაღებულია 1987 წელს ფრანჩესკო როზის მიერ, სცენარისტები მარკესი და თვით ტონინო გუერა არიან, მთავარ როლებში რუპერტ ევერეტი, ორნელა მუტი, ენტონი დელონი, ირენ პაპასი, ლუჩია ბოზე თამაშობენ. კანის ფესტივალზე 1987 წელს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული.

ეს ფილმი ბავშვობაში მაქვს ნანახი კინოში, და მერე “ილუზიონში” (იყო ასეთი გადაცემა 80-იან წლებში), კინოში ძალიან ხშირად დავყავდი მშობლებს, დამტოვებელი არავინ ჰყავდათ არადა ძალიან უყვარდათ კინოში სიარული.

მახსოვს ისეთ ფილმებზე სადაც რამე ინტიმური კადრები იყო როგორ მეუბნებოდნენ თეა ეხლა თვალებზე ხელი აიფარეო🙂 თუმცა მე ისე ოსტატურად ვაკეთებდი ამას, რომ თითებს შორის ფილმის ყურებას მაინც ვახერხებდი🙂 ეს ფილმიც ასე მაქვს პირველად ნანახი (10 წლის ვიქნეობიდი მეტის არა), მერე ცოტა უფრო მოზრდილმა ვნახე რომელიღაც არხზე და წიგნიც მოვიძიე (სახლში მაქვს ეხლაც, იმდენჯერ მაქვს წაკითხული, გაცვეთილია).

წიგნი რამდენჯერმე გადავიკითხე, გქონიათ როდესმე შეგრძნება წიგნის კითხვისას, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს თუ თავიდან დაიწყებ? ხოდა მეც ეგრე მჭირდა ამ ნაწარმოებზე, ფილმს დიდი ხანია ვეძებ და არსად არ იყო, ძალიან გამიხარდა დღეს დილით რომ აღმოვაჩინე.

ჩემი აზრით ეს ფილმი გ.გ. მარკესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკრანიზაციაა, რაც დამეთანხმებით თავისთავად რთული საქმეა.

გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი, ვისაც მარკესი გიყვართ  და მათ ვისაც ფრანგულ-იტალიური კინო უყვარს!

გადმოწერეთ

Single Post Navigation

10 thoughts on “უთხარი სანტიაგო ნასარის, რომ მას მოკვლას უპირებენ…

  1. მარკესი და ”თვით” ტონინო გუერა რაღაც ყურში მომხვდა…

    ალბათ გინდოდა გეთქვა, თვით მარკესი და ტონინო გუერა.

    ან უბრალოდ, მარკესი და ტონინო გუერა

  2. ვიწერ!
    წიგნი იმდენად შთამბეჭდავი იყო, ფილმიც კარგი იქნება, მითუმეტეს ასეთი სცენარისტების ხელში🙂
    მადლობა:)

  3. მერი on said:

    თეკო მადლობა ფილმისთვის,მეც მიყვარდა ეს ფილმი და დავიწყებული მელოდიასავით გასულ წლებს რომ გახსენებს და თან გახარებს თან სევდით გავსებს,შევცქერი ეხლა

  4. ფილმი ერთხელ გადმოვწერე და წავშალე, იმდენად მიყვარს ეს მოთხრობა, რომ არ ვიცი, რამდენად გავუძლებ ფილმს.
    სანტიაგო ნასარუ თუ ნასარი? რამდენადაც მახსოვს, ნასარი ერქვა.
    ისე ცოცხლად წარმოვიდგენ ხოლმე თავისი თეთრი ტანსაცმლით, ლამის წიგნში შევხტე და მართლა გავაფრთხილო, რომ მოკვლას უპირებენ.

    • Sophie Golden ფილმის ნახვა ღირს ნამდვილად, ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, მსახიობებიც არაჩვეულებრივად თამაშჴბენ, ფილმი და წიგნი ავსებს თითქოს ერთმანეთს, წაკითხული როცა გაქვს ეფექტი უფრო ძლიერია.

  5. ვაა არც ვიცოდი თუ იყო ფილმი, ლოგიკურად ალბათ უნდა ყოფილიყო, მარა არ შემხვედრია არსად🙂 ხოდა გადმოვიწერ ალბათ და ვნახავ ერთხელაც იქნება…🙂

  6. არ მეგონა, ბლოგოსფეროში ილუზიონი ვინმეს თუ ახსოვდა… რა დრო იყო :)შაბათ საღამოს მთელი კვირა ველოდებოდი.

    “ქრონიკა” მეც მანდ ვნახე პირველად.ნამდვილად საუკეთესო კინო-მარკესია. წიგნიც ფანტასტიურია. ახლა ელზა ახვლედიანის თარგმანი მაქვს და ძალიან მომწონს.

    • მიხარია ჩემსავით, რომ ფიქრობ🙂 მეც ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და “სიყვარულსა და სხვა დემონებზე” მომეწონა ძალიან🙂

  7. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: