მაქს ფრიში – ვიქნები თუნდაც განტენბაინი

“ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან იგონებს თავის ისტორიას, რომელსაც საკუთარ ცხოვრებად მიიჩნევს”

მაქს ფრიში

გერმანულენოვანი დრამატურგი, რომანისტი, ჟურნალისტი, არქიტექტორი მაქს ფრიში შვეიცარიაში, ციურიხში დაიბადა (1911-1991).  მას ხშირად უთქვამს, რომ “შვეიცარია ზედმეტად  წყნარი და მშვიდობიანი ქვეყანაა იმისათვის, რომ საინტერესო იყოს მწერლისთვის”.

მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია “Homo Faber” და “ვიქნები თუნდაც განტენბაინი”.

ორივე წიგნი ძალიან კარგი წასაკითხია, მაგრამ განტენბაინი უფრო მიყვარს. მთელი ნაწარმოები არის წარმოსახვაზე აგებული, ყველაფერი რაც წიგნში ხდება შეიძლება ითქვას არც ხდება და უბრალოდ მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია. შეიძლება აიბნე კიდეც იმდენი ისტორიაა, და ამ ისტორიებში კიდევ ისტორიებია, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად გითრევს, რომ წიგნს ხელიდან ვერ უშვებ.

ცოტა რთული სათქმელია ვინ არის წიგნში მთავარი პერსონაჟი, თუმცა ჩვენ მას ყოველთვის ვცნობთ – განტენბაინი, ენდერლინი, ფილემონი და მე. რასაც არ უნდა აკეთებდეს პერსონაჟი ის ცდილობს საქმის განვითარების რამდენიმე ვერსიის შემოთავაზებას და თან ამ ყველაფერს იმდენად კარგად ახერხებს, რომ თავს არ გაბეზრებს.

რამდენიმე ნაწვეტს მოვიყვან (წიგნი რუსულად მაქვს, ამიტომ მოყვანილი ნაწყვეტები ჩემი ნათარგმნია და ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით):

  • “ვიცი ეს ვერ მიშველის, მაგრამ მაინც ვიყიდი ახალ ტანსაცმელს, ვიცი რომ ვერაფერს შევცვლი ამით, რადგან ტანსაცმელი უბრალოდ ვიტრინაში ჩანს სხვანაირი”
  • “თითქმის ყველა ვინც მიაღწია წარმატებას ცხოვრებაში, მერე ყვება თუ როგორ ამცირებდნენ მას სკოლაში, როგორ გამოაგდეს იქიდან, ეს ყველამ იცის უკვე მაგრამ მაინც ყველა უსმენს”
  • “არ ღირს ქალებისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემა, ეს რჩევები მათ შეურაცხყოფად მიაჩნიათ და ამით არაფერი იცვლება”
  • “ძილზე უშორესი ქვეყანა კი დედამიწის ზურგზე არ არსებობს”.
  • “ქალს შეუძლია ერთ ღამეში ათ მამაკაცს გაუძლოს, მამაკაცი ათ ქალს ვერ დაიურვებს. მამაკაცს სურვილი უნდა მოერიოს, ქალისათვის კი სურვილი აუცილებელი არ არის… ქალი იძულებულია მამაკაცის პატივმოყვარეობის გამო იპირფეროს და ითამაშოს ნეტარებისაგან მოთენთილის როლი, მაშინაც კი როცა ვერაფერს გრძნობს. მამაკაცმა არასოდეს იცის მტკიცედ რას განიცდის სინამდვილეში ქალი. მამაკაცი გასცემს თავს, ქალი კი არა. ეს მამაკაცს ნდობას უკარგავს… ქალი ადამიანია მანამდე, სანამ შეიყვარებენ, თუმცა ხანდახან მას შემდეგაც შერჩება ხოლმე ადამიანობა. როგორც კი ქალს შეიყვარებენ, საოცრებად იქცევა და მასზე მინდობა აღარ შეიძლება…”

ხო მართლა სვაბოდა არის ჩეხური გვარი🙂

ყველაზე მეტად მის ნაწარმოებებში მაოცებს როცა მთავარ პერსონაჟს საყვარელი ქალი ეუბნება “ყველაფერი დამთავრდა” ან განტენბაინში “წადი” და ის მიდის, არაფერს არ ცდილობს, არ ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა მხოლოდ ერთხელ იყო ნათქვამი, იქნებ გაბრაზებულ გულზე ან არ ვიცი, შემთხვევით, რატომღაც გმირი არ ცდილობს დარჩეს საყვარელ ადამიანთან, იბრძოლოს მისთვის… იქნებ ეს სწორიცაა, თუ ადამიანი გეუბნება “არა” მაშინ ეს არა უნდა გაიგო როგორც არა, რა საჭიროა ზედმეტი ჩაძიება, გამორკვევა,  პასუხების ძიება კითხვებზე.

რამდენიმე გენიალური ნაწყვეტი “Homo Faber” -დან შეგიძლიათ D@niko სთან წაიკითხოთ. ფილმს რაც შეეხება ნანახი მაქვს, ვერ ვიტყვი, აღფრთოვანებული დავრჩი, თუმცა ცუდი არ არის.  ბმულის დადება მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ კომპში მაქვს და მოგაწვდით შეძლებისდაგვარად.

Single Post Navigation

28 thoughts on “მაქს ფრიში – ვიქნები თუნდაც განტენბაინი

  1. ხო, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაშინ უნდა გამოიგონო ისტორიები.🙂 ცუდია, ფრიში არ მაქვს წაკითხული. შეიძლება კარგიცაა, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ.🙂
    აქედან კი ნახსენები ფილმის გადმოწერაა შესაძლებელი:
    http://bmu.li/HZD

  2. D@niko on said:

    “არ ღირს ქალებისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემა, ეს რჩევები მათ შეურაცხყოფად მიაჩნიათ და ამით არაფერი იცვლება”

    მიყვარს ფრიში! ესმის ჩემი…🙂 როდესაც ქალი არას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მართლა არა! არა, არა და არა!

    არ სურთ იმედის სიკვდილი და მიედმოედებიან რაღაცეებს…

    მერე ჩვენს ნათქვამს სხვადასხვანაირ ინტერპტერირებას უკეთებენ!

    და ბოლოს დასძენენ: “თავადაც არ იცოდა, რა სურდაო!”

    ფუუუ!

  3. ირინა on said:

    ჩემი აზრით რთულია “შენი” გადმოსახედიდან ისაუბრო ქალზე და მამაკაცზე, ამით იმის თქმა მინდა რომ ყველას თავისი ისტორია აქვს და შედეგი.
    ურთიერთობები ძალიან რთულია და ყოველთვის საყურადღებო, თუ გინდა შენარჩუნდეს და ლამაზი იყოს, უნდა იყო მონდომებული

  4. ირინა on said:

    “ვიცი ეს ვერ მიშველის, მაგრამ მაინც ვიყიდი ახალ ტანსაცმელს, ვიცი რომ ვერაფერს შევცვლი ამით, რადგან ტანსაცმელი უბრალოდ ვიტრინაში ჩანს სხვანაირი”
    მე ამ ფრაზას ასე გავშიფრავდი: ტანსაცმელი რომელიც “ვიტრინაშია” მოგწონს და ხშირ შემთხვევაში იმედს გიცრუებს როცა შენს ტანზე მოირგებ :–) გიზიდავს “ვიტრინიდან”
    ბევრ რამეს შევადარებდი ამ შემთხვევაში ტანსაცმელს…. რომ გვაშიფრო შორს წავალ :–) იმედია თქვენც გაგიჩნდებათ აზრი ამასთან დაკავშირებით :–)

    • და კიდევ ის, რომ ტანსაცმელი არაფერს ცვლის, მთავარია შენში მოხდეს ცვლილება🙂

  5. ირინა on said:

    “თითქმის ყველა ვინც მიაღწია წარმატებას ცხოვრებაში, მერე ყვება თუ როგორ ამცირებდნენ მას სკოლაში, როგორ გამოაგდეს იქიდან, ეს ყველამ იცის უკვე მაგრამ მაინც ყველა უსმენს”– და როცა ჰყვება მაშინ მან იცის რომ წარმატებულია? საოცარია მაგრამ იგივე ხდება ხოლმე ჩემთანაც, მაგრამ ძნელია თქვა წარმატებული ხარ თუ არა არ მეთანხმებით? წარმატებული რომ ხარ მაგას მერე ხვდები როცა მაგ წარმატებას კარგავ :–)

  6. ირინა on said:

    “არ ღირს ქალებისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემა, ეს რჩევები მათ შეურაცხყოფად მიაჩნიათ და ამით არაფერი იცვლება”
    ეს ალბათ იმიტომ რომ ქალები პრაქტიკულად აზროვნებენ და ქვეცნობიერში ქალი მაქსიმალისტია უნდა ეს თუ არა და იმ საკითხში რაშიც ის კარგად ერკვევა და რჩევას აძლევენ აღიზიანებს ;–) მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია :–)

  7. ირინა on said:

    “ძილზე უშორესი ქვეყანა კი დედამიწის ზურგზე არ არსებობს”.
    მაგრამ ეს ყველაზე საუკეთესო ქვეყანააა :–)

  8. ირინა on said:

    ტანსაცმელი ადამიანის სამყაროს გამოხატულებაა?
    ის რაც გიზიდავს, მაგრამ ზოგჯერ იმედს გიცრუებს და ის რასაც ექსპრომტად მოირგებ და აღმოაჩენ რომ კომფორტს გიქმნის ეგ არის შენი ცვლილება :–)

  9. განტენბაინი არ წამიკითხავს, რა არის ამ წიგნის ძირითადი აზრი?

    ფაბერში ტექნოკრატიულობის პრობლემა იყო სერიოზულად დასმული, მაგრამ რაღაცნაირად მძიმედ იკითხებოდა, განტენბაინიც მსგავსია?

    ქალს შეუძლია ღამეში ათ კაცს გაუძლოსო, ამან დამშოკა :დ:დ

    დიზაინი ახალია ხო? მომწონს : )

    • ცოტა მძიმედ იკითხება, მაგრამ გითრევს და თავს ვერ ანებებ…მე ფაბერზე უფრო მეტად მომწონს.

      ძირითადი აზრი არის ის რომ ერთი და იგივე მოვლენა როგორ შეიძლება შეცვალოს უმნიშვნელო დეტალმა…

      დიზაიანი ახალია კი:) მადლობა:)

  10. dghes friShi maqvs amochemebuli da yvelgan vedzeb infos🙂

    Homo Faber swrafad da martivad shemomekitxa, momewona ..

  11. საშინლად მიყვარს ‘ჰომო ფაბერი’.. პატარა ვიყავი როცა წავიკითხე და ძალიან დიდი გავლენა ქონდა ჩემზე.. ერთ–ერთი დიდი ემოცია ამ წიგნმა გამოიწვია ..

  12. ფრიშის Homo Faber მაქვს მხოლოდ წაკითხული. მართლა შეუძლებელია ემოციის გარეშე წაიკითხო. “ვიქნები თუნდაც განტენბაინი”-ს აუცილებლად წავიკითხავ, პრინციპში მწერალზე მხოლოდ მისი ერთი ნაწარმოებით ვერ ისაუბრებ, ამიტომ საინტერესო იქნება🙂🙂

  13. homo faber wakitxuli maqvs, gantenbaini ara da kai xania, vfiqrob, wavikitxo🙂

  14. როგორ გამახარა ფრიშზე პოსტის ნახვამ.ზუსტად ამ დღეებში ვაპირებდი დაწერას.” ისტორიებს ტანსაცმელებივით ვიზომებ ტანზე”-ვგიჟდები ამ ფრაზაზე და საერთოდ, ფრიში ის მწერალია, არასდროს რომ არ გბეზრდება და არ ძველდება. მეც განტენბაინი უფრო მომწონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რომ გადავიკითხე ორივე, ჰომო ფაბერმა უფრო მომხიბლა. კარგი პოსტია

  15. მაკა მოსეშვილი on said:

    ძალიან მომეწონა “ჰომო fაბერი”, ეხლა განტენბაინის ვკითხულობ და დიდი ემოციები მაინცდამაინც არ გამოუწვევია, ან იქნებ არაა ჩემი სტილის ნაწარმოები, რთული მეჩვენება… ძირითად აზრს ვერ ვიჭერ :((((

  16. 10salomea on said:

    ეხლა დავიწყე კითხვა და მართლა ისე შემიტყუა ვეგარ ვეშვებიი🙂

  17. LeOLa on said:

    მაქს ფრიში ეგზისტენციალისტია,ამიტომ არის ცოტა ძნელად გასაგები.მე მომწონს ეს მიმდინარეობა.

  18. ფილმი სად ვნახო აბა : ) ?

  19. ელ ვერსია არის?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: