ბინკი

პატარა ვიყავი, ალბათ ორი წლის, როცა მამიდასთან ბალონკის ლეკვი მოიყვანეს. ბინკი მეზობლის ბავშვმა ჩააბარა თამუნიას და სთხოვა, სანამ ოჯახის წევრები შეეჩვევიან, გყავდეთო. მერე ისე მოხდა, რომ ბინკი მამიდას შემორჩა. ძაღლი ნელ-ნელა იზრდებოდა და ჭკვიანდებოდა. საოცრად საყვარელი იყო ბინკი, ბოლოთეთრი და ადგილ-ადგილ შავად დაკოპლილი. შუბლზე ”ჩოლკა” ჰქონდა და შავ თვალებს საყვარლად აბრიალებდა. ერთხელ ეს ჩოლკა შეჭრეს. მახსოვს, თხელი ფარდის უკან იმალებოდა, სანამ ბეწვი ისევ არ მოეზარდა.
ბინკი საოცრად მგრძნობიარე იყო. ზარის ხმაზე პირველი გარბოდა, კარებს იქით გრძნობდა შინაურს და კუდის ქიცინს იწყებდა. უცხოს დანახვაზე კი საშინელ ყეფას ტეხდა.

შინაურ ცხოველს ერთი თვისება ჰქონია: ოჯახის წევრებს შორის აუცილებლად ირჩევს ყველაზე საყვარელს, რომლის გარეშეც ვერ ძლებს. ასეთი არჩევანი ბინკიმ მამიდაზე შეაჩერა. საკმარისი იყო მამიდა სახლიდან გასულიყო, ბინკი სადმე მყუდრო ალაგს მოიკალათებდა და მის დაბრუნებამდე ხმას არ იღებდა. თვალები კი ცრემლით ჰქონდა სავსე.
ბინკი და მე თითქმის ტოლები ვიყავით. მე ვიზრდებოდი, ისიც იზრდებოდა და ერთხელ უცებ აღმოვაჩინე, ჩვენები ბინკის ასაკზე ალაპარაკდნენ. მე ჯერ არასრულწლოვენი ვიყავი, ბინკი კი თურმე დაბერებულიყო .თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მას პატარასავით ვანებივრებდით.
გავიდა წლები, მამიდას შვილიშვილი შეეძინა. ბინკი ინტერესით აკვირდებოდა ამ პატარა, უმწეო არსებას. უკვირდა, თუ რატომ იყო ადამიანი ასეთი პატარა. არ ვიცი უყვარდა თუ არა ბინკის პატარა თამუნია – მან ხომ დიდი თამუნია წაართვა. ბინკიმ ბიძაჩემთან გადაინაცვლა. ამიერიდან შოთა ბიძია ასეირნებდა. ზამთრის ცივ დღეებსაც ბიძაჩემის კაბინეტში ატარებდა პლედის ქვეშ შეყუჟული.
გავიდა თვეები, თამუნია გაიზარდა, სიარული დაიწყო და ბინკიზე მაღალი აღმოჩნდა.ძაღლი ძველებურად ვეღარ ეთამაშებოდა ბავშვს, ნელ-ნელა თითქოს ძალა ელეოდა. ერთ დღეს მამიდასთან მისულს ცუდი ამბავი დამხვდა: ბინკი მომკვდარიყო.
ბინკიმ თხუთმეტი წელი იცოცხლა. ის ყველას ძალიან გვიყვარდა და ყველამ საშინლად განვიცადეთ მისი სიკვდილი. მამიდას სახლი თითქოს დაცარიელდა. აღარავინ ეხმაურებოდა ზარს . . .
ბავშვობიდან ვოცნებობდი, ძაღლი ან პატარა ჩიტი მყოლოდა, მაგრამ არასოდეს მყოლია. ახლა, რომ ვუფიქრდები, მიხარია, რადგან იმ არსების სიკვდილი, რომელსაც წლების მანძილზე შეეჩვევი, ძნელი გადასატანი იქნება…

პ.ს. ცოტა ცრემლინი პოსტი გამომივიდა, ამიტომ სახალისო ფოტოებს დავამატებ ადამინებისა და მათი საყვარელი შინაური ცხოველებისა, ნახეთ როგორ გვანან ერთმანეთს🙂

Single Post Navigation

4 thoughts on “ბინკი

  1. მერი on said:

    მეც კინაღამ გადავყევი ჩემი ჩიტების სიკვდილს😦,თან ჩიტი გალიაში?რა საშინელებაა ეხლა ვაანალიზებ…მას მერე ვთქვი არსოდეს აღარ მეყოლებოდა სახლში ცხოველი ნუ ორფეხა ცხოველს არ ვგგულისხმობ :)თუმცა არც ის მყავს საკუთარ თავს თუ არ ჩავთვლი…

  2. მე ახლა კატა მყავს, მაგარი ცხოველები ;))
    სურათები რა სახალისოაა;)

  3. აუცილებლად ვიყოლიებ ძაღლს ან კატას, (ან ორივეს ერთად), ოღონდ, არ ვიცი, იმათ რომ რამე მოუვათ, როგორ გადავიტან :(( ჩემ ხელში რომელიმე ცოცხალ არსებას რამე რომ მოუვიდეს, გადავყვები ალბათ ზედ.

    • მე ისე მწარედ დამამხსოვრდა ბინკის ამბავი, აღარც გამჩენია სურვილი ცხოველის ყოლის😦 ისე ეზოიანი სახლი და ეზოში დიიდი ძაღლი ჩემი ოცნებაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: