ბრასსაის თვალით დანახული პარიზი

“შანსი ყოველთვის არსებობს და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს გამოიყენოს იგი.
ცუდი ფოტოგრაფი იყენებს ერთს ასიდან,
მაშინ როცა კარგი იყენებს ნებისმიერ შანსს”
ბრასსაი
უნგრელი დიულა ხალაში დაიბადა 1899 წელს ტრანსილვანიის ქალაქ ბრასსოში (აქედან მოდის ფსევდონიმი). ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის კი ის ცნობილია როგორც ბრასსაი, ფრანგი ფოტოგრაფი. მას ყოველივე ფრანგულის სიყვარული მამამ ჩაუნერგა, რომელიც სორბონაში სწავლობდა და ფრანგული ლიტერატურის პროფესორი გახდა ბრასოს უნივერსიტეტში. მომავალი ფოტოგრაფი მამამ პარიზში პირველად 4 წლის ასაკში ჩაიყვანა, სადაც ერთი წელი იცხოვრეს.

20 წლის შემდეგ 1924 წელს იგი პარიზში ბრუნდება, მას შემდეგ რაც 2 წელი ბუდაპეშტში და კიდევ 2 წელი ბერლინში სამხატვრო აკადემიაში ისწავლის, ბერლინში მომავალი ფოტოგრაფი დაუახლოვდა კანდინსკის,პარიზში კი ახლოს გაიცნო დალი,პიკასო,ჰენრი მილერი. მხატვრის კარიერამ დიდად არ გაუმართლა ამიტომ როგორმე თავი, რომ გაეტანა წერდა რეპორტაჟებს ნებისმიერ თემაზე ფრანგულ,გერმანულ და უნგრულ პრესაში, ერთხელაც მას ილუსტრაცია დასჭირდა თავისი მორიგი სტატიისთვის, მისმა მეგობარმა პარიზში განთქმულმა ფოტოგრაფმა ანდრე კერტესმა (წარმოშობით უნგრელმა) მისცა ფოტოკამერა და ურჩია თავად გადაეღო ფოტოები.
ბრასსაი კამერით
ეს მისთვის არც ისე საინტერესო იყო, რადგან ფოტოგრაფიას ხელოვნებად არ ცნობდა, თუმცა ბრასსაის აზრი სწრაფად შეეცვალა, როცა ნახა თავისი გადაღებული ღამის პარიზის ფოტოები. 1933 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი “ღამის პარიზი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე სარგებლობს ფოტოგრაფიის მოყვარულთა შორის.
ბრასსაის პარიზი ძირითადად ღარიბი უბნებია, მის ფოტოებზე აღბეჭდილია – მაწანწალები, პროსტიტუტკები და მათი კლიენტები, იაფფასიანი კაფეები…
ბრასსაი იღებდა არამარტო ღამის პარიზს, იგი იღებდა ყვავილებს, ქვებს..ერთი შეხედვით აბსოლიტურად შეუმჩნეველ ნივთებს. იგი აგრეთვე ძალიან ნიჭიერი პორტრეტისტი იყო…მას შეეძლო გასაკვირად ზუსტად გადმოეცა გადასაღები მოდელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სულ ერთია ვინ იყო ეს ცნობილი პოლიტიკოსი თუ პროსტიტუტკა…
ანრი მატისი
პიკასო
ანრი მატისი
საფრანგეთის ფოტოგრაფიის საზოგადოების შეკრებაზე წაკითხულ ლექციაში ბრასსაი აღნიშნავს: “იმისათვის რომ არ გაქვავდეთ და არ გაიყინოთ ადგილზე, უნდა დაივიწყოთ თქვენი პროფესიული ხედვა და ხელახლა აღმოაჩინოთ მოყვარულის გამოუცდელი თვალით დანახული სამყარო. ნუ დაკარგავთ ამ ხედვას, ნუ დაკარგავთ საკუთარ თავს. დიდი იაპონელი მხატვრები იცვლიდნენ სახელებს ათჯერ, ოცჯერ ცდილობდნენ რა საკუთარი თავის განახლებას… არასწორია ვიფიქროთ, რომ პირველად დანახულის ორიგინალობა უნდა იქცეს პროფესიის ფორმულად, რომელიც მრავალჯერ გამეორდება”
პიკასო
ავტოპორტრეტი
ჩემი საყვარელი ფოტო (“მონმარტრის კიბეები”)
ბრასსაი გარდაიცვალა 1984 წელს.

Single Post Navigation

4 thoughts on “ბრასსაის თვალით დანახული პარიზი

  1. საინტერესო იყო, მშვენიერი ფოტოებია, მეც მონმარტრი მომეწონა😉

  2. ვაჰ, კარგი ფოტოებია. პიკასო განსაკუთრებით. მე სამწუხაროდ ფოტოხელოვნებაზე ბევრი არაფერი ვიცი😦

  3. მომწონს ბრასსაი🙂 რეალისტური ფოტოებია, რაც არის რეალურად იმას გადმოსცემს.

    ბალერინა რომელიც მუდამ კდემამოსილებით ახსოვს ყველას, ხედავთ როგორ წამორთხმულა ? :))))

    კარგია!

  4. მადლობთ🙂 კიდევ გავაგრძელებ ცნობილ ფოტოგრაფებზე პოსტების დადებას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s