მითხარი რა ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

ყველა ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე ფერს, ყოველ შემთხვევაში საყვარელი ფერების რაოდენობა სამს არ აჭარბებს (გამომდინარე იქიდან, თუ სად ხდება ამ ფერების გამოყენება – ჩაცმულობაში, ინტერიერში, მანქანის ფერის არჩევისას და ა.შ.). დადებითი თუ უარყოფითი გრძნობა რომელსაც იწვევს ესა თუ ის ფერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეგვეცვალოს. მიუხედავად ამისა ფერი რომელსაც თქვენ ანიჭებთ უპირატესობას ბევრ რამეს ამბობს ფსიქოლოგთა აზრით თქვენს ხასიათზე და ემოციურ განწობაზე. ფსიქოლოგები ასეთ დროს იყენებენ ფერების ტესტს, რომელიც 1940-იანი წლების ბოლოს შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა მაქს ლიუშერმა შეადგინა. ლიუშერის ტესტი პროფესიონალი ფსიქოლოგების მიერ ფართოდ გამოყენებადია და მისი ჩატარება სპეციალურ ცოდნას ითხოვს. თუმცა არსებობს ლიუშერის ტესტის მარტივი ვერსიაც, რომლის საკუთარ თავზე ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ასევე მრავლის მთქმელია ავტომობილის ფერი რომელსაც მისი მფლობელი ირჩევს. ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტოლდ შვარცი ამტკიცებს, რომ წითელი და ყვითელი მანქანების მფლობელები არიან ოპტიმისტები უყვართ ცხოვრება და საკუთარი თავი ბედნიერად მიაჩნიათ. მწვანე მანქანებით ბუნების მოყვარულნი და რეალისტები მგზავრობენ. თეთრი ავტომობილების მფლობელნი კონსერვატიულნი არიან, ხოლო შავი ავტომობილებით საქმიანი ადამიანები სარგებლობენ…

ფერის გავლენა

ფერი წარმოადგენს თეარაპიის სახეს, იგი ახდენს გავლენას ჩვენს ყოვედღიურობაზე ხშირად ჩვენდაუნებურად.

ფრანგმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა, ცდების შედეგად დაამტკიცა, რომ ფერი ახდენს გავლენას მცენარეებზე და ცხოველებზე, რომ ისინი გულგრილი არ არიან ფერის ცვალებადობის მიმართ. მაგალითად სალათის ფურცლები წითელი ფერის შუშის ქვეშ იზრდებოდა 4ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მზეზე, და ძალიან დიდ ზომებს აღწევდა, მაშინ როცა ცისფერი შუშის ქვეშ ზრდა ფაქტიურად არ ხდებოდა. ლობიო თეთრ და წითელ შუქზე ყვავის, ხოლო მწვანე და ცისფერზე კვდება. დამტკიცებულია, რომ მწერების და ფრინველების უმრავლესობას ეშინია ცისფერი და ლურჯი ფერების.

ფერთა გამა და გარემო მოქმედებს შრომისუნარიანობაზე, გამომდინარე ადამიანის საქმიანობის სფეროდან და ხასიათიდან. გოეთე სარგებლობდა სათვალეებით, გამომდინარე იქიდან თუ რა ჟანრის ნაწარმოების ქმნიდა, სხვადასხვა ფერის შუშებს იყენებდა. იგი ხაზს უსვამდა, რომ წითელი და ყვითელი ფერები ამხირულებს ადამიანს, აღაგზნებს მას, მაშინ როცა ცისფერი ფერი მოწყენილობას იწვევს და ადამიანს საკუთარი თავის იმედს უკარგავს.

ქალის განწყობის ფერი

ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყვარელ ფერსა და პიროვნების ხასიათის ზოგიერთ თავისებურებას შორის. როგორც გაირკვა თურმე ამა თუ იმ ტონის ტანსაცმელს შემთხვევით არ ვირჩევთ, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ შინაგან სამყაროს ვემორჩილებით, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტენდენციებს.

ეხლა გამოაღეთ კარადა და ნახეთ რომელი ფერის ტანისამოსი გაქვთ ყველაზე მეტი გარდერობში? საყვარელ ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ქალის ხასიათზე…

წითელი ტონის მოყვარულ ქალბატონებს ხშირად ძლიერი, ექსპრესიული ხასიათი აქვთ. თუმცა აქვთ მინუსები – ისინი ხშირ შემთხვევაში არიან ისტერიულები, და როგორც კანონი სექსუალურად აგრესიულები: ის ზედმეტად გახსნილად ფლირტაობს, სწრაფად იქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. პროვოცირებას უკეთებს გარშემომყოფებს, რომ რეაგირება მოახდინონ მის მწვავე რეპლიკებზე და დაუფარავ, აშკარა ჟესტების ენაზე. ასეთ ქალბატონებს უყვართ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული კავალრები, რადგან თვითონ არიან ლიდერები და აქედან გამომდინარე მამაკაცის დომინირებას ურთიერთობაში ვერ ეგუებიან. თუმცა მამაკაცი უნდა იყოს რბილი ერთი შეხედვით, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული და ფეხზე მყარად მდგომი.


ცისფერი, ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. ამ ფერის მოყვარულ ქალბატონებს არ უყვართ კონფლიქტები, როგორც წესი ცხვორების თანამგზავრად ირჩევენ თავისზე უფროსს, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას.

ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა აქვთ უნარი დროდადრო ბავშვობაში გადავარდნენ  და როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ.


იასამნისფერი უყვართ არტისტული ბუნების მანდილოსნებს. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის მარტივია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე. იასამნისფერის თაყვანისმცემლები ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს: მხატვრის, მუსიკოსის ან მსახიობის.. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები (ასეთი ტიპის მამაკაცებთან  იასამნისფერ ქალებს უყვართ მეტოქეობა ფლირტის ხელოვნებაში).

მწვანე ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები გამოირჩევიან იდეალისტური ხასიათით. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის  და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას, არაკაცს… მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო.

ფორთოხლისფერი, „წარიჟაო“ უყვართ თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. უმეტესად გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცხოვრებაში სექსი. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად მსგავსი ინტერესები აქვთ, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება.


ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერი შავია. ამ ფერის მოყვარულთათვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მიუთითებს შინაგან დეპრესიაზე. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს.  (თუმცა პატარა შავი კაბა ყველა ქალს უნდა ქონდეს🙂

მორიდებული და დაკვირვებული მანდილოსნების ფერია თეთრი. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი საერთოდ დადებითი ენერგიის და გახსნილობის ფერია, ამ ფერის ტანსაცმლის მოყვარული ქალები საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმები არიან. როგორც წესი თეთრი სადა არ არის, თეთრ ფონზე არის ორნამენტები: ყვავილები, გეომეტრიული ფიგურები, კოპლები. ასეთი ქალები განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევიან. თუმცა არასოდეს განიკითხავენ ადამიანს ადამიანური სისუსტეების გამოვლენისთვის, პირიქით ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ და მხარდაჭერა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, როცა ისინი შეცდომას სჩადიან. კაცებს მათში იზიდავს დედობრივი მზრუნველობის შეგრძნება. თუმცა მათ თავად გვერდით სჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ისეთივე მზრუნველი და გულშემატკივარი იქნება როგორებიც თვითონ არიან საჭიროების შემთხვევაში.


ვარდისფერი უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლიან. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ. (ყველა ქალს უყვარს როცა მასზე ზუნავს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბას ანიჭებს მანდილოსანი უპირატესობას🙂

ეხლა შეგიძლიათ თავისუფლად  დააკვირდეთ და შეაფასოთ მეგობრების ფარული თვისებები. გარდა ზემოთ თქმულისა არ დაივიწყოთ, რომ ფერი გამოხატავს ადამიანის გუნება-განწყობილებას კონკრეტული დროის მონაკვეთში: ანუ თუ დღეს თქვენი საყვარელი მანდილოსანი წითელ ფერშია გამოწყობილი და თქვენ გრძნობთ მისგან ცეცხლს და ვნებას გრძნობთ, ხვალ შეიძლება ფორთოხლისფერი ჩაიცვას და სიმსუბუქის და უდარდელობის გამოხატულება იყოს ასეა თუ ისე გახსოვდეთ, რომ ფერს შეუძლია თქვენს ხასიათზე, განწყობაზე გავლენის მოხდენა, ცხოვრების რიტმის შეცვლაც კი და ამით თქვენს გარშემო სასურველი აურის შექმნა, გადახედეთ გარდერობს და დაამატეთ ის რაც თქვენ გაკლიათ, რათა უკეთესობისკენ შეცვალოთ ყოვედღიურობა J


Single Post Navigation

18 thoughts on “მითხარი რა ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ

  1. თითქმის კიარადა მთლიანად დაემთხვა….
    უკონფლიქტო, მშვიდი და როგორც კი ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ჩემს თვალშ სიმპათიას🙂🙂
    Thats iT

  2. მე დიდი ხანია უკვე ნებისმიერი რამის არჩევისას მწვანეს ვანიჭებ უიპირატესოაბს😉
    კაცებზეც დაგვიწერე ერთი ორი სიტყვა ;))

  3. ფერებთან არ მგონია ასე მარტივად იყოს საქმე )) მაგალითად, თუ მე ცისფერი ამოვიჩემე, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ წყნარი და გაწონასწორებული ადამიანი ვარ. შეიძლება, პირიქით, ჩემში ბევრი აგრესიაა და ქვეცნობიერად მიჩნდება ცისფერის მოთხოვნილება, რომ ფსიქიკა გადავირჩინო. ამ ლოგიკით არის ჩართული ცისფერი და თეთრი ფერები გიჟების სამკურნალო თერაპიაში.
    ვარდისფერიც იმიტომ დამიმატებია გარდერობში, რომ bubbly შეგრძნებების დეფიციტი მქონდა
    მოკლედ, ბოლოში ძალიან კარგი რჩევაა, თავად რაღაც ფერის სამოსი კი, ადამიანზე ცალსახად არაფერს ამბობს🙂

    • გეთანხმები , ასე მარტივად არ არის საქმე, თუმცა რაღაცეები ნამდვილად ემთხვევა🙂

  4. იასამნისფერი უყვართ არტისტული ბუნების მანდილოსნებს. ასეთები თავს იდუმალების და დრამატიზმის აურაში ახვევენ. მათთვის მარტივია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე. იასამნისფერის თაყვანისმცემლები ხშირად ირჩევენ შემოქმედებით პროფესიებს: მხატვრის, მუსიკოსის ან მსახიობის.. ასეთ ბოჰემურ წრეში მათ ხშირად ხვდებათ იმ ტიპის მამაკაცები როგორებიც ხიბლავთ, ანუ რომანტიკოსები, რომლებიც ოსტატურად ფლირტაობენ და ხშირად არიან ჭეშმარიტი მექალთანეები (ასეთი ტიპის მამაკაცებთან იასამნისფერ ქალებს უყვართ მეტოქეობა ფლირტის ხელოვნებაში).

    here we go :>

  5. lex tempus on said:

    თეთრი, შავი და წითელი მიყვარს:):):) – გამშიფრეთ, აბა:):):):)

  6. ეეე
    არის ჭკუასთან ახლოს ეს ყველაფერი
    მე შავი თეთრი და ვერცხლისფერ–ნაცრისფერი (შავთეთრის ნაზავი) მჭარბობს და ყველაზე მეტად კი კოპლებიანი (რა თქმა უნდა ისიც შავთეთრი)
    ჰოდა, გამოდის რომ ზუსტად მაგიტომაც მეწებება ყველა ვისაც დედა უნდა? :D:D:D

    ვაი ვაი, სასწრაფოდ უნდა შევიცვალო გარდერობი😀

  7. ფრიიიიიიიიად საინტერესო პოსტი იყო ვისიამოვნე, ჩემი ფერები უპირობოდ და უდაოდ არის
    წითელი და შავი

  8. კი თეო როგორ არ ემთხვევა, მწვანე მიყვარს და ყველაფერი დაემთხვა, ნუ ბიჭის მშობლების საქმიანობა არ მაინტერესებს მარტო :)) ეს დახასიათებები საკმაოდ ზუსტია, ძნელი ისაა გამოიცნო ადამიანს რაღაც ფერი უყვარს თუ ამ ეტაპზე ცოტა ხნით ჭირდება:)

  9. საინტერესოა🙂

    მიყვარს მე ფერადი სამყარო : )

    ყველა ფერი, მათ შორის ნაცრისფერიც :დ

  10. მე ცვალებადი ადამიანი ვარ და ფერებიც შეცვლილი განწყობების მიხედვით მიყვარდება, მაგრამ ფარდისფერი მაინც არასოდეს არ მაცვია :დ
    ისე მართალია რამეები🙂

  11. მწვანე ფერი მიყვარს, მაგრამ ტანსაცმელი ყველა ფერის მაცვია, ფერის მიხედვით არ ვარჩევ.

  12. იასამნისფერი მიყვარს და დაემთხვა ყველაფერი მგონი… ჩემს გარდერობშიც ნამდვილად ჭარბობს ეს ფერი, საფულე და სათვალეც კი იასამნისფერი მაქვს…

  13. ჰელიოფილი on said:

    მეტი არაა ჩემი მტერი, მე რომ ტიბეტელი ბერივით მშვიდი ვარ😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: