5 ძალიან ცოტაა…

kevanaმ დამტაგა უკვე რამდენიმე დღეა მე კიდევ ვერა და ვერ მოვაბი თავი, რომ ესოდენ მარტივი რამ დამეწერა…ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა, ”5რამ რაც ყველაზე მეტად გიყვარს” ისე რა საინტერესოა ვინც ეს ტაგთამაში დაიწყო რატომ აირჩია რიცხვი 5 და არა 7 ან 3 ან 10, რატო დაწერა ”რამ” და რა იგულისხმება ამაში, უსულო თუ სულიერი, გრძნობა თუ გონება, საჭმელი თუ სასმელი, ცოცხალი არსებები თუ უსულო ნივთები….

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო და არც თავი შეგაწყინოთ გადავწყვიტე ის დამეწერა რაც პირველი მომივიდოდა აზრად. არ დავიწყებ იმაზე საუბარს რომ მიყვარს ჩემი შვილები, ვგიჟდები მეგობრებზე და წიგნების გარეშე ვერ წარმომიდგენია რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება… არც ნომრებს მივანიჭებ ჩემს ხუთეულს…

მოკლედ დავიწყე:

  • მიყვარს ლუდი ჩემს ჰეინეკენის ჭიქაში, რომელსაც წინასწარ ვდებ საყინულეში  (გაყინულ ჭიქაში სულ სხვა გემო აქვს) , მარილიან და ნივრიან შავ პურთან ერთად…

ჩემი ლუდის ჭიქა

  • მიყვარს კინემატოგრაფია და ვერ წარმომიდგენია ჩემი არსებობა მის გარეშე, რამდენიმე დღე ისე თუ გადის, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ვანხულობ ფილმს, ნარკომანივით ”ლომკა” მეწყება. მიყვარს დიდი რეჟისორები, აღიარებული და პრიზიორი ფილმები, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, კინოკლასიკა და კინოშედევრები…თუმცა განწყობას გააჩნია შემიძლია, თუ ხასიათზე ვარ რომ უბრალოდ  დავისვენო და განვიტვირთო ”ექიმი ჰაუსის”, ”სექსი დიდ ქალაქში”  ან ”ვამპირის დღიურების” ყურებას არაფერი მირჩევნია, ეს უკანსკნელი ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენა და გატაცებაა.  არის ჩემში რაღაც ვამპირული…🙂

სტეფანი თუ დეიმონი? საკითხავი აი ეს არის...

*მე დეიმონი მომწონს🙂

  • ფოტოგრაფია მიყვარს: მიყვარს ცნობილი ფოტოგრაფების ფოტოების თვალიერება, მათ შესახებ ინფორმაციის ძიება, ჩემი ნოტებუქი სავსეა მათ მიერ გადაღებული ფოტოებით. ინეტში ნაპოვნი საინტერესო ფოტოები კატეგორიების მიხედვით მაქვს დახარსიხებული, ზოგიერთის ავტორიც არ ვიცი, მე თვითონაც მიყვარს ფოტოების გადაღება.

ასე გამოიყურება ჩემი საყვარელი ფოტოგრაფების ფოლდერი

ჩემი გადაღებული ფოტო

  • კინომუსიკა მიყვარს, ეგრეთწოდეული SOUNDTRACKები, არა მუსიკა მიყვარს საერთოდ ძალიან, ვიცი რომ ამას ყველა დაწერდა, მაგრამ იმდენად ”ჩემია” კინომუსიკა, ამაზე რომ არ დამეწერა არ შემეძლო, ჩემს კომპში 20გბ მუსიკაა და ეხლა თქვენ განსაზღვრეთ, თუ შემეძლო ამაზე არ დამეწერა🙂

Soundtrackების ფოლდერი🙂

  • საჩუქრების გაკეთება მიყვარს, ადამიანის გაბრწყინებული თვალების დანახვისას მე უფრო ბედნიერი ვარ მგონი ვიდრე საჩუქრის ადრესატი🙂

ესეც მეხუთე🙂

*. ჩემდა თავად ვტაგავ ნიკა ესებუას (ძალიან მიყვარს მისი ბლოგი და საუკუნეა არაფერი დაუწერია), JoKey და ბაბისას

Single Post Navigation

22 thoughts on “5 ძალიან ცოტაა…

  1. პირველ პუნქტზე ნერწყვი გადავყლაპე :))

  2. :))))) დატაგვის ამბები მეც მომწონს ოღონდ შენი არ იყოს მეც თავი ვერ მოვაბი :)))))

    კარგია ფილმების გიჟი ვარ მეც, როგორც კი დროს ვპოულობ ფილმებს ვუთმობ

  3. უი, მე დათაგვა დამავიწყდა, ახლა მივხვდი🙂

    ლუდის ჭიქის გაყინვა არ მომსვლია აზრად არასდროს, აშკარად ეგ მიქმნიდა დისკომფორტს სახლში ლუდის დალევისას. აწი მეცოდინება😉

    პ.ს. კარტიე ბრესონი და სებასტიაო ზალგადო ჩემს უსაყვარლეს ფოტოგრაფებშიც არიან, მაგრამ ჩემ კომპი სამწუხაროდ ვეღარ იტევს ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს და მასეთი კარგი ფოტოთეკა არ მაქვს:/

  4. mec xo giyvarvar? :d

  5. wasp on said:

    ai pirveli…is rac giyvars mec dzalian miyvars…gansakutrebit pexburtis yurebisas rom wrupav da wrupav…..principshi yvelaperi miyvars garda im “vampiris dgiurebisa”…ara, gana maseti janri ar miyvars…piriqit my “fav”-ia…sheni tqmis ar iyos, aris chemshic ragac vampiruli da didadac :))) ubralod ar maqvs nanaxi da rogor vtqva miyvarstqo🙂

    ^_^ ^_^

    • თუ დამიჯერებ ღირს ნახვად :)) ვერ გეტყვი რომ აგაღფრთოვანებს, მაგრამ ნახვად ღირს მე ძალიან ვერთობიმ ძილისწინ ვუყურებ უკვე 5 დღეა და მერე სიმპატიურ ვამპირებზე ფიქრებში მეძინება:) თან ლუდს ვწრუპავ სა ისე😉

  6. ყოჩაღ, საღოლ.. კარგი სიაა🙂 ავღფრთოვანდი და გამიხარდა რომ დაგთაგე :დ
    კიდე გაგანებივრებ ასე :დ

    მუსიკა და ფოტოები, აჰმნ, გასარევია, კომპში გაქვს ყველა? დისკებზე არ გინდა ჩაწერო? თუ უკვე გაქვს?

    • მადლობა:)) მეც გამიხარდა რო დამთაგე🙂

      კომპში მაქვს კი, და სწორედ დღეს ვფიქრობდი, რომ უნდა გადავწერო დისკებზე, თორე კომპს რო რამე მოუვიდეს რა მეშველება😦

  7. Di@ on said:

    ყველასაგან განსხვავებული პოსტია!

  8. wasp on said:

    ok vecdebi vuyuro….ogond jer interneti minda saxlshi…seqtembramde ver shegpirdebiiii😀😉

  9. me mxolod axlaga vnaxe, dataguli rom vyofilvar
    davwer am dgeebshi :)))))

  10. i❤ "Vampire diaries"

  11. მეც ზუსტად ასეთი ჰეინეკენის ჭიქა მაქვს🙂 მართალია, მასში ჰეინეკენი მგონი არასდროს ჩასხმულა, მაგრამ ყველა ლუდი გემრიელად მოდის მაქედან🙂

    • ჩემსაშიც არ ჩასხმულა ჰეინიკენი🙂 თუმცა მართლა ძალიან გემრიელი ჭიქაა, განსაკუთრებით გაყინულში თუ ჩაასხამ ყველა ლუდი გემრიელად მოდის😉

  12. მე ის ეფექტი მევასება, ქვედა მხარეს უკუღმასავით რო აწერია და წინა მხრიდან რო გახედავ და ჰეინეკენი იკითხება :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: