არის თუ არა სექსი დიდ ქალაქში? და რატომ არ უნდა თქვა არასოდეს არასოდესო?

ძალიან არ მიყვარს, როცა ამბობენ რომ რაღაც არ მოსწონთ და სინამდვილეში არ უნახავთ, არ გაუსინჯავთ, არ წაუკითხვათ, არ ყვარებიათ და ასე დაუსრულებლად არ…

მაგრამ რამდენიმე უნდა გამოვყო:

1 არ მიყვარს როცა ამბობენ რომ “სექსი დიდ ქალაქში” სისულელეა, და ამას თუ ქალი ამბობს ხომ საერთოდ, 99% ვინც ამას ამბობს ფილმი საერთოდ არ უნახავს, ან საუკეთესო შემთხვევაში ყური აქვს მოკრული და თვალი შევლებული რამდენიმე სცენაზე…ერთადერთი რაც მინდა გირჩიოთ თავისუფალ დროს ჩაუჯექით და ნახეთ, აქ იმდენ მსგავსებას აღმოაჩენთ საკუთარ თავთან თუ თქვენს საუკეთესო მეგობრებთან, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. და კიდევ ერთი ეს არის სერიალი ადამიანურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე და მოდაზე, ხო და რა თქმა უნდა სექსზე და მერე რა არის ამ ყველაფერში ცუდი? თუ ვინმე მიპასუხებთ ამ შეკითხვაზე არგუმენტირებულად მზად ვარ შეგეკამათოთ🙂

2 არ მიყვარს როცა ამა თუ იმ საკვებზე ამბობენ “ფუ მაგას როგორ შევჭამ”, მაგალითად პომიდორზე, ზეთისხილზე, ხიზილალაზე, თუნდაც გველის ხორცზე. ეხლავე გეტყვით რატო, ჯერ ერთი თუ არ გაგისინჯიათ რა იცით რო ცუდია? მეორე, ძალიან მსუბუქად, რომ ვთქვათ უბრალოდ უკულტურობაა თქვა რაღაცაზე “ფუ” როცა ამ რაღაცას სხვები მიირთმევენ.

3 არ მიყვარს როცა ამბობენ  “მე ამას არასოდეს….”, “ვაიმე რამ შეგაყვარა?” …უპირველეს ყოვლისა არასოდეს თქვათ არასოდეს! თორემ ცხოვრება ისეთი რამაა ზუსტად იმას გაგიმზადებთ გამოცდად რაზეც არასოდესო იძახდით სულ ცოტა ხნის წინ, ამიტომ გულშიც კი არ გაივლოთ რომ არსებობს რაიმე რასაც არასოდეს ჩაიდენთ!!! სიყვარულს რაც შეეხება, ხალხნო არ გაგიგიათ მაინც, რომ სიყვარული არის ყრუ, ბრმა და მუნჯიც ხანდახან, გონებას გიბინდავს და სისულელეებს გაკეთებინებს აბსოლიტურად საღად მოაზროვნე ადამიანს!!! და თუ არ გაგიგიათ, არ გინახიათ, არ გიგრძვნიათ მაშინ მე მაპატიეთ და უბრალოდ მოკეტეთ რა!!!! (უკანასკნელ ფრაზას კატეგორიულად ვამბობ!)

და ბოლოს პასუხი სათაურის კითხვაზე:

Single Post Navigation

30 thoughts on “არის თუ არა სექსი დიდ ქალაქში? და რატომ არ უნდა თქვა არასოდეს არასოდესო?

  1. lol :)))
    სექსი დიდ ქალაქში სანახაობრივად ცოტა ძველმოდური გახდა უკვე..
    იდეების გამო იმდენად არა რა თქმა უნდა, უფრო მოდის🙂 ამიტომ მესმის იმ ხალხის ვინც ახლა დაიწყო ყურება და არ მოსწონს – it’s ugly. პირველი-მეორე სეზონი მაინც ))

    მეორე პუნქტს რაც შეეხება, მწერებზე ყოველთვის ვიტყვი ‘არასოდეს’. არ არსებობს მე ეგ გავსინჯო :)))) So I say never😀 :))

    • მწერებზე და მატლებზე მეც მაქვს ზიზღის შეგრძნება, და არც ლეკვს შევჭამ, მითჲმეტეს როცა მას თვალწინ დაგიკლავენ😦 მე უფრო იმ საკვებს ვგულისხმობდი რასაც ძირითადად ყველა მიირთმევს, და სუფრასთან რომ ზიხარ და ფუო იტყვი🙂

  2. ვგიჟდები ამ სერიალზე, ფილმზე მსახიობებზე და ა.შ.

    ამას ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი როცა გამოვიდა და რუსულ პირველ არხზე გადიოდა თუ არ ვცდები.

    პ.ს. სამანტას კი დიდებული ორგაზმი აქვს😀😀😀

  3. რაც შეეხება მოდას, ცოტა მოძველებულია და ა.შ. აქაც ვერ დავეთანხმები, ძალიან მოდას აყოლილებმა თუ დააკვირდებით ცოტა ჩამორჩენა იციან, ისინი მიყვებიან მოდას მაგრამ ვერ გრძნობენ მას, მაგარი ”ვეშები” მოდიდან არ გადადის, მაგალითად როცა კერი ძველი ბინიდან გადადის გარდერობიდან არჩევენ რა წაიღონ ახალ ბინაში, მას თითქმის ყველა ძველი ტანსაცმელი მიაქვს იმდენად ექსკლუზივები და განსაკუთრებული ”ვეშები”.

    • გეთანხმები🙂 მეც ვუყურებდი რუსულ არხზე ნტვ-ზე გადიოდა, დისკებზე მაქვს ყველა სეზონი😉

  4. “სექსი დიდ ქალაქში” ამას რაც შეეხება – კერის გარდა არც ერთი არ მომწონს – საერთო კი ნაკლები გვაქვს, რადგან მათი ცხოვრების წესი მართლა სხვანაირია🙂 მაგარი გასართობი კია, ზოგჯერ ზედეტი რომ არ მოსდიოდეთ😀
    “არასოდეს თქვა არასოდეს” – ვეთანხმები, მარტლა ზუსტად ის გვატყდება თავს, რაზეც ვამბობთ არასოდესო… მაგრამ, მაინც ვამბობთ🙂 არის რაღაც რაც მართლა ვიცით, რომ ვერ გავაკეთებთ🙂

  5. მასწ, შეიძლება რომ არ მაინტერესებდეს სერიალი “სექსი დიდ ქალაქში”? :დ
    არ ვაფასებ სწორედ მაგიტომ, რომ ნანახი არ მაქვს.

    მააარა, პოსტის ზოგად ფრაზაზე: არასდროს თქვა არასდროს, ჰმ, მართალი ხარ, მაგრამ გააჩნია, ზოგჯერ ვიცით რა მოგვწონს და რა არა… ზოგჯერ არ ვიცით და ქვეცნობიერად ვამბობთ. აი ეს უკანასკნელი ცუდია, ზოგადად ცუდია… იმიტომ რომ, უნდა იცოდე რა მოგწონს და რა არა, რა გინდა და რა არა🙂

  6. saintereso postia)))

  7. ვაიმეეეეეეეეეეეე დავიხოცე ბოლო ვიდეოზეეეეეეეეე :))))))))))))))

  8. 1 პუნქტზე აბსოლუტურად გეთანხმები🙂 არ მოვყვები ეხლა ციტატებს და კომენტებს :)\
    ჰოდა მე ჯერ არ მქონია კამათი ამ ტი-ვი შოუზე, ალბათ ჩემი მეგობრები უყურებენ და მოსოწნთ და ამიტომ, ყოველ შემთხევაში ისინი ვისაც ამ ფილმზე ველაპარაკები ხოლმე
    და მმართლაც ზალიან ბევრს აერთოს ვპოულობთ ხოლმე სხვადასხვა პერსონაჟთან, სხვადასხვა მოვლენასთან თუ ფრაზებთან
    მოკლედ არ ვიცი შეიძლება ზალიან აჟიტირებული ვარ,მაგრამ მაინც ბევრი რაღაც მეცნობა და რა ვქნა აბა🙂
    თან მისტერ ბიგი (=ოცნების ამმაკაცი) აი ზუსტად მაგ კაცს ვიცნობ რა :)))))))))))

  9. 100% გეთანხმები, განსაკუთრებით არასოდეს თქვა არასოდეს. ცხოვრებაში ასე მტკიცებით, ისეთი სიგიჟე ჩავიდინე, 8 წელი გავიდა და რომ ვიხსენებ, დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს, ეგ შენ როგორ გააკეთე მეთქი.

    • სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად იმას ვაკეთებთ რაზეც ბევრჯერ გვითქვამს რომ არასოდეს გავაკეთებდით!!!!

  10. ზუსტად ზუსტად იგივეს ვფიქრობ ამ სერიალზე როცა ამბობენ –არ მომწონსო🙂
    მომეწონა პოსტი და მომეწონა ბლოგი.. ბლოგის დიზაინი განსაკუთრებით :*

  11. ho, eg sami ram, martlac rom araa shesayvarebeli :))

  12. სექსი დიდ ქალაქშიც არის და პატარაშიც😉
    თავიდან ბოლომდე ერთი სერიაც არ მინახავს, თვალის შევლებით კიდევ დიდად არ მიტაცებს. თავიდან მეგონა, კერის გმირი მაინც მომეწონებოდა, ბოლოს და ბოლოს, მწერალია და რამე, მაგრამ რაღაც ვერ ჩაჯდა ჩემში.

    არასოდეს თქვა არასოდეს – ეს ჩემი საყვარელი გამონათქვამია; დემონები არ უნდა გამოიწვიოო, მისტიკოსები ამბობენ, ამიტომ არავინ იცის, რა მოელის წინ და “არასოდეს”–მა შეიძლება ააჩქაროს პროცესი :დიდიმისტიკოსი:

  13. svani on said:

    komentarebis cakitxva shemzera da ase pirdapir da gadachrit gkitxav, shen serialze saubrob, seriali mogcons tu pilmebi sexi did kalakshi da sexi did kalakshi 2?!
    seriali kidev sheidzleba, rom kaltatvis mimzidveli iyos da mamrtatvisac iyos shigni saxaliso momentebi da ghadaobebi da tu pilmebze saubrob, mashin vidavot da vikamatot ramdenic ginda!!! : P : P : P

  14. svani on said:

    xoda kidev erti, shen tu ase dzalian giyvars sexi did kalakshi (seriali), gecodineba cesit termini abso FUCKING lutely…. da mashasadame logikurad rom mivyvet absoliturad-is nacvlad absolUturad unda geceros… : ))

  15. svani on said:

    xoda kidev erti, video vnaxe da shen ginda mitxra rom lipit sexi realobaa?! : ))

  16. მცირედ ნევროზულ ფონსა და ზედმეტ ძახილის ნიშნებს თუ მოვაშორებთ, დარჩება ოდენ Moon, River, რომლის განწყობაც ყველაზე მეტად ასწორებს, დაო😉

    • ამას რომ ვწერდი ისეთი ნევროზული ფონი მქონდა, რომ მისი მოშორება შეუძლებელი იყო ძმაო😉

  17. პოსტის კითხვა დავასრულე ჩამოვედი ქვემოთ კომენტარის დასაწერად და მერე დავაფიქსირე რაღაც… :დ

    სექსზე თუ იასნია ცუდია,რაარი სექსში კარგი? ფუფ უზრდელები რყვნიან ბავშვებს… :დ საქართველოში რომ ვცხოვრობთ დაგავიწყდა? :დ

    ისე სექსის დროს გველი რომ დავინახო ალბათ ცხოვრებაში აღარ ამიდგება😦 რა სისაძაგლეა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: