ყველას გვყავს ჩვენი Mr.Big

მულანის იდეალური მამაკაცი🙂

როგორ ფიქრობთ არსებობს იდეალური მეორე ნახევარი? ჩემი აზრით არა, უფრო სწორად მეორე ნახევარი იმიტომაა მეორე ნახევარი, რომ ჩვენ მას ასე აღვიქვამთ და თუ გვაქვს იმის ამბიცია რომ ის იდეალური იყოს მაშინ ლოგიკურად ჩვენც იდეალურები უნდა ვიყოთ.

გულწრფელად დაფიქრდით ხართ კი თქვენ იდეალურები? ხმამაღლა არა, ისე თქვენთვის გაეცით ამ კითხვას პასუხი🙂

და საერთოდ რას ნიშნავს იდეალური? განა კერის Mr.Big იდეალურია? არანაირად, მაგრამ ის მისი ცხოვრების მამაკაცია. (ისე თუ გიფიქრიათ რა ხდება მაშინ როდესაც ის შენთვის მეორე ნახევარია, შენ კი მისთვის არა…)

კერი და Mr.Big

გასაგებია რომ ფიზიკურ მხარეს აქვს გარკვეული მნიშვნელობა, თუმცა მე პირადად სულიერებას უფრო ვაქცევ ყურადღებას.  ალბათ ამიტომ არის ჩემი ყველაზე საყვარელი დისნეის ანიმაცია Beauty & the Beast🙂

მაგრამ მთავარია სიყვარულისგან დაბრმავებულს ფლუიდები და სულიერება ერთმანეთში არ აგვერიოს🙂

გამოთქმა "სიყვარული ბრმაა" შექსპირის პოემებიდან იღებს სათავეს

მაშ ასე ჩემთვის მნიშვნელოვანია მამაკაცში:

  • განათლება (მასთან საუბარი სასიამოვნო უნდა იყოს)
  • მეტყველი თვალები
  • ლამაზი თითები
  • გულწრფელობა (ბევრ რამეს ვაპატიებ მაგრამ სიცრუეს ვერასოდეს)

თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ტესტი გააკეთეთ არ ინანებთ🙂

პ.ს.

ეს ფილმი მაინტერესებს ძალიან, ისევ იქიდან გამომდინარე, რომ სულიერებაა მთავარი და ზღაპრების ჯერ კიდევ მჯერა😉

Single Post Navigation

17 thoughts on “ყველას გვყავს ჩვენი Mr.Big

  1. მე მარტო ორი მოთხოვნა მაქვს: მამრობითი სქესი და იდეალური ფლუიდები :დ ლამაზი და ჭკვიანი ბევრი დადის, მაგრამ სანამ ფლუიდები არსებობს, ანუ ქიმია შენსა და მას შორის, ათ, ოც მეტრზე ზურგიდან რომ გრძნობ, ის ყველაზე იდეალური, ყველაზე შენიანი, სიმპატიური, განათლებული და ყველაზე ყველაზე იქნება.

  2. აბა ვინ იცის რაა მთავარი🙂 ალბათ მისტერ ბიგის გოგო რომ ამბობს ის – “პეპლების” შეგრძნება :))

    მნიშვნელოვანია ერთი მიმართულებით აზროვნება, სხვა შემთხვევაში არ გამოდის ხოლმე🙂 მე თბილი ადამიანები მომწონს🙂

  3. პრესკაფე მე ვარ :დდ

  4. მეორე ნახევარი უნდა იყოს საინტერესო პიროვნება, სიმპატიური, თბილი, ყურადღებიანი და რაც მთავარია: უნდა უყვარდე სიგიჟემდე :დ

  5. mm eg filmi ar vici, magram idealurobis arc me mjera
    mtavari ra aris, arc is vici, mtavaria igrzno, mas aqvs is ragaceebi, rac shentvis im etapzea mtavari, torem bevri vici, visac titqos yvela tviseba aqvs, rac momwons, magram ara, is ar aris🙂

  6. მაგაშია ბაბისა ზუსტად საქმე რომ შეიძლება ყველა თვისება ქონდეს, მაგრამ შენ ვერ მიიღო, შენთვის უცხო იყოს…

  7. ჩემთვის იდეალური ნიშნავს როცა ორივე მხარეა: კარგიც და ცუდიც (ნაკლი), ანუ რომ დავაკვირდეთ გამოდის რომ ნორმალურს ნიშნავს :დ ლოლ

    სკოლის პერიოდში მეც ვოცნებობდი ოცნების პრინცზე, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო ჩემს წარმოდგენაში, მაგრამ ეხლა… არა, რომანტიკოსი ისევ დავრჩი, თუმცა თვისებები ასეთი დადგენილი სახით არ მაქვს..
    ნუ ერთი ის ფაქტია რომ არის რაღაც, რაც მამაკაცს თუ არ ექნება არ შევხედავ:
    1) შტერ მამაკაცებს ვერ ვიტან, ამიტომ ამიტომ .. ქხმ… შტერი ქალი კიდევ ასატანია, შტერი მამაკაცი – არა (იმჰო)
    2) უნდა იყოს თავმოყვარე, რადგან უთავმოყვარეო ხალხი არ მიყვარს :დ
    3) უნდა შეეძლოს თავდაცვა და საყვარელი ადამიანის დაცვაც..
    მგონი ესაა .. ხო :დ
    ტესტეს ახლა ვავსებ და მერე გეტყვით შედეგს :დ :დ :დ

  8. ხო, დამავიწყდა მეთქვა, სულიერი სამყარო ყველაში შეიძლება აღმოაჩინო რაღაც დონით.

    აჰა, ლოლ
    Sly guys like this are pretty easy to spot, and everyone knows George Clooney is a silver fox of the best kind… lol ჯორჯ ქლუნი… მაშ ცუღლუტიო არა? :დ :დ

  9. უკაცრავად მესამე კომენტარი გამომდის უკვე მაგრამ უნდა ვიკითხო: გამოვიდა ეს ფილმი?

    • 2010 წლის ივლისი უწერია, მაგრამ ვერსად ვიპოვე გადმოსაწერი ვერსია, არადა ისე დავინტერესდი😦 თუ სადმე წავაწყდი შეგატყობინებთ აუცილებლად🙂

  10. იდეალური ადამიანი არ არსებობს , მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ვიპოვი იდეალთან მიახლოებულს… და მისი ნაკლები შემიყვარდება ! როგორც მჩვევია ხოლმე…

  11. მე ვთვლი რომ იდეალური ყველაფერი მოსაწყენია… იდეალური ადამიანები არ არსებობენ ამიტომ არც ვცდილობ მათ პოვნას. ყველაზე მომხიბვლელი ადამიანის ნელ_ნელა შეცნობაა, იდეალური ადამიანი კი თავიდანვე გაშიფრულია. მამრობით სქესში პირველ რიგში ღიმილს და თვალებს ვაკვირდები და კიდევ 100%_ით ვეთანხმები Nina Gorecki_ს… ვერც მე ვიტან შტერ კაცებს…

  12. gvanci on said:

    me vtvli rom idealurebi AR ARSEBOBEN !

  13. იდეალურები არ არსებობენ , მაგრამ მე მყავს ჩემი იდეალური მამაკაცი…რომელიც იდეალურია,ალბათ მარტო ჩემთვის,იმიტომ რომ მიყვარს.ძალიან მომეწონა პოსტი და ძალიან მომეწონე…მეც შენსავით ძალიან მიყვარს ფილმები და ბევრ ფილმს ვუყურებ შენი რჩევით😉 “რომი სიყვარულის ქალაქს” უვე ვიწერ😉 გკოცნი

    • ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს შენი იდეალური მამაკაცები🙂 ეს პატარა საოცრება მაგიჯებს, ძალიან საყვარელი ვინმეა :*

      მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: