რიჩარდ ავედონი:კაცი, რომელმაც ფოტოგრაფია ხელოვნებად აქცია

ავტოპორტრეტი 1963 წ.

რიჩარდ ავედონი (Richard Avedon) დაიბადა ნიუ-იორკში 1923 წლის 15 მაისს. ფოტოებს იღებდა ისეთი ჟურნალებისთვის , როგორიცაა “Harper’s Bazaar” და “Vogue”, აგრეთვე 1994-2004 წლებში “The New Yorker”-ის ფოტოგრაფი იყო, გარდაიცვალა 2004 წლის 1 ოქტომბერს 81 წლის ასაკში, ფოტოგადაღებების დროს.

მისი შემოქმედება ყველასგან განსხვავებულია, მისი გადაღებული პორტრეტები არავისას არ გავს, თეთრი, ნეიტრალური ფონი,  მაცდურ ეფექტს ქმნის, მას შეეძლო ზუსტად გადმოეცა ადამინების ემოცია, “დაეჭირა” საჭირო მომენტი.

ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის პირადი ინტერესიც თავის მოდელში. ავედონი ამბობდა, რომ: “ჩემი პორტრეტები არის უფრო ჩემზე, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ვუღებ პორტრეტს.”

ამ ფოტოზე აღბეჭდილია სიმპსონების წყვილი, ჰერცოგი და ჰერცოგინია. ყვებიან, რომ როცა ავედონი მათთან მივიდა ისინი სულ იღიმოდნენ, მას კი სურდა ბუნებრივი სურათის გადაღება, ამიტომ შეთხზა ამბავი იმის შესახებ თუ მათთან მიმავალი როგორ დაეჯახა ძაღლს და როდესაც სიმპსონებს სინანულის გასახატად სახეები შეეცვალათ სწორედ მაშინ გადაუღო ფოტო🙂

ტრუმენ კაპოტე

ჯანის ჯოპლინი

ტინა ტერნერი

ბიორკი

ეიზენჰაუერი

კენედები

სალვადორ დალი

რიჩარდ ავედონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული  ხიბლით, ქარიზმით, ენერგიულობით, სწორედ ამის გამო მისი მოდელები ყოველთვის გახსნილები იყვნენ მასთან და კამერასთან ურთიერთობაში, ავედონის პორტრეტების მაგიაც ამის შედეგია.

ფოტოგრაფიით რიჩარდი ძალიან ადრე 10 წლის ასაკში დაინტერესდა, სახლში კოდაკის აპარატი იპოვე და მის შესწავლას შეუდგა. ავედონის პირველი მოდელები იყვნენ სერგეი რახმანინოვი, რომელიც მაშინ პატარა ბავშვი იყო და მისი ბაბუის მეზობლად ცხოვრობდა (სამწუხაროდ ეს ფოტოები დაკარგულია), და რიჩარდის უმცროსი და, მოგვიანებით ფოტოხელოვანი იტყვის: “სწორედ მაშინ მოვინუსხე სამუდამოდ ქალური მომხიბვლელობით”.

1946 წლიდან ავედონს იღებენ შტატში ისეთ ცნობილ მოდების ჟურნალში, როგორიცაა “Harper’s Bazaar”. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა რევოლუცია მოახდინა მაშინდელ სამოდელო ფოტოგრაფიაში, მის ფოტოებზე მოდელები გაცოცხლებულები იყვნენ და არა გაშეშებულები როგორც ადრე, “ძალიან მომწონდა იმის ცქერა თუ როგორ მოძრაობენ მოდელები, როგორ ხალისობენ და ერთობიან. მე მაინტერესებდა არა იმდენად მოდა რამდენადაც მინდოდა ფოტოებზე გადმომეცა ეს ხალისი” წერდა მოგვინებით მაესტრო.

ფოტოზე: კრისტიან დიორის ფავორიტი მოდელი დავიმა      (Dovima), მაშინ ახალგაზრდა, დამწყები ივ-სენ ლორანის  პირველ კაბაში. ფოტო გადაღებულია დიორის  სახლისთვის

ეს ფოტო მომწონს განსაკუთრებით🙂
სტეფან სეიმური
გალიანო
კოკო შანელი
მიუხედავად იმისა, რომ ავედონმა თავისი მოწოდება ფეშნ-ფოტოგრაფიაში აღმოაჩინა, მას არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა სხვა მიმართულებითაც. 1956 წელს მხატვრული კონსულტანტის და ფოტოების ავტორის რანგში მონაწილეობა მიიღო რეჟისორ სტენლი დონენის ფილმში “Funny Face”, ფილმში ოდრი ჰეპბერნი და ფრედ ასტერი თამაშობენ. ფრედ ასტერი ფოტოგრაფს განასახიერებს, მისი პერსონაჟის ცხოვრება ძალიან გავს ავედონის ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალებს. ოდრი ჰებბერნი ავედონის მუზა იყო.

ოდრი ჰებბერნი, ბასტერ კიტონი,მელ ფერერი

ქვემოთ მოყვანილი 2 ფოტო გადაღებულია სხვა ფოტოგრაფის მიერ რომში გადაღებების დროს.
ავედონის ფოტოებში ვხვდებით აბსოლიტურად უცნობ სახეებსაც და ცნობილ მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებს, ფოტოგრაფებს, პოლიტიკოსებს… მან შექმნა ახალი სახე გლამურული ჟურნალებისთვის, მისი ფოტოები არის ფეშენის და რეალური ცხოვრების ნაზავი.
ავედონი და სოფი ლორენი
ბარტ როლანი ფრანგი ფილოსოფოსი, ავედონი-ფოტოგრაფის ხედვას სიზუსტიტ ელვის დარტყმას. დღეს მასზე უფრო მეტს წერენ ვიდრე ადრე, 2004 წელი, რიჩარდ ავედონის გარდაცვალების წელი, (აგრეთვე ჰელმუტ ნიუტონის და ანრი კარტიე-ბრესონის გარდაცვალების წელი), შევიდა ისტორიაში როგორც ХХ საუკუნის ფოტოხელოვნების დასასრული.
ბარბარა სტრეიზანდი
ელიზაბეტ ტეილორი
შონ პენი
შარლიზ ტერონი
მერლინ მონრო
კეიტ ბლანშეტი
მერლინ მონრო
ნასტასია კინსკი
მარია კალასი
ჩარლი ჩაპლინი
ბარიშნიკოვი
ენი ლენოქსი
ბითლზები
უცნობი მეშახტე (ძალიან მომწონს)

ჩემი ფავორიტი ფოტო🙂

ჯ.ფ. კენედი და მისი ქალიშვილი კაროლაინი

Single Post Navigation

7 thoughts on “რიჩარდ ავედონი:კაცი, რომელმაც ფოტოგრაფია ხელოვნებად აქცია

  1. ვაიმე, რა მაგარია! შემიყვარდა! რამდენი ჩემი საყვარელი ფოტო აღმოვაჩინე და არ ვიცოდი, ამ კაცის რომ იყო. დიდი მადლობა!🙂

  2. ბიორკი რა ლამაზია ამ ფოტოზე🙂

  3. Zalian magar Zalian Zalian

  4. ძალიან, ძალიან კარგი პოსტია, დიდი სიამოვნება მივიღე, მადლობა🙂

  5. Pingback: რიჩარდ ავედონი | ChveniJgufi412

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: