დორიან გრეის პორტრეტი

წინასიტყვაობა

ხელოვანი მშვენიერი შემოქმედია.

გამოვავლინოთ ხელოვნება და დავფაროთ ხელოვანი – აი ეს არის ხელოვნების მიზანი.

კრიტიკოსი ის არის, ვისაც ძალუძს ახლებურად ან ახალი მასალით გვამცნოს მშვენიერებით მინიჭებული საკუთარი შთაბეჭდილება.

მაღალი თუ მდაბალი კრიტიკის ფორმა ავტობიოგრაფიის ერთ-ერთი სახეობაა.

ისინი ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან. და არც მომხიბვლელობა გააჩნიათ.

ისინი, ვისაც შესწევთ უნარი სილამაზის მაღალ აზრს ჩასწვდნენ, განსწავლული ადამიანებია, მათ უიმედოდ ვერ ჩავთვლით.

რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს.

არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. ეს არის და ეს.

მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმისადმი სიძულვილი კალიბანის სიძულვილია, რომელიც საკუთარ თავს ხედავს სარკეში.

მეცხრამეტე საუკუნის რომანტიზმისადმი სიძულვილიც კალიბანის სიძულვილია, რომელიც საკუთარ გამოსახულებას ვერ ხედავს სარკეში.

ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთი თემაა. მაგრამ ხელოვნების ეთიკა არასრულყოფილ საშუალებათა სრულყოფილ გამოყენებაში მდგომარეობს.

არც ერთ ხელოვანს არა აქვს სურვილი რაიმე დაამტკიცოს.  უდავო ჭეშმარიტებათა მტკიცებაც კი შესაძლებელია.

ხელოვანი ზნეობის მქადაგებელი არ არის. ზნეობის ქადაგებისადმი მიდრეკილება მიუტევებელი მანერულობაა სტილისა.

ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფურ ტენდენციებს. ხელოვანს უფლება აქვს ყოველივე ასახოს.

აზრი და სიტყვა ხელოვნების საშუალებებს წარმოადგენს.

მანკიერება და სათნოება ხელოვნების მასალაა. ფორმის თვალსაზრისით ყოველგვარი ხელოვნების ნიმუშად მუსიკოსის ხელოვნება უნდა ჩაითვალოს, გრძნობის თვალსაზრისით მსახიობის ოსტატობაა ასეთი ნიმუში.

ყოველგვარი ხელოვნება ერთროულად ზედაპირიცაა და ხიმბოლოც.

ვინც ცდილობს ზედაპირის შიგნით შეიჭრას, თავს საფრთხეში იგდებს.

ისიც საფრთხეში იგდებს თავს, ვინც სიმბოლოს ჩასწვდება.

ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.

თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, მაშინ ის ახალი, რთული და სასაცილო რამ ყოფილა.

თუნდაც კრიტიკოსები არ ეთანხმებოდნენ ხელოვანს – ხელოვანი მაინც ეთანხმება თავის თავს.

მანამდე შეგვიძლია მივუტევოთ ადამიანს, რომელიც სასარგებლო საგნებს ქმნის, ვიდრე ის ამით აღტაცებული არ არის. ხოლო მისი ერთადერთი გამართლება, ვინც უსარგებლო საგნებს ქმნის, საკუთარი ქმნილებისადმი დაუცხრომელი სიყვარულია.

ყოველი სახის ხელოვნება უსარგებლოა.

ოსკარ უაილდი

ოსკარ უაილდის ძეგლი დუბლინში

 

Single Post Navigation

4 thoughts on “დორიან გრეის პორტრეტი

  1. oh es oskari🙂

  2. ჩავინიშნე.

  3. Exlla vamTavreBB Da uhHh ar momewoNaa Ki araDa GavBrazDi . .! Dzalliian PsiiQoooliiGiiuuriii WiiGniia mE KiiDe Sull Sxva GanwYobit WaviKiTxe Daa : X Tan amXella DialloGebi ar Momwons !! Hoda Cheemi Jerom SellenJeri Yvellas JooBiia [Sun]

  4. დეი გაიხარე შენა ეს რომ დადე აქ🙂 მართლა ძალიან საინტერესო წინასიტყვაობაა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: