არის თუ არა ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის

1966 წელი, მიქელანჯელო ანტონიონი პირველად იღებს ფილმს იტალიის საზღვრებს მიღმა. მისი ინგლისურენოვანი ფილმი „ფოტოგადიდება“, ასეთია პირდაპირი თარგმანი ფილმის სათაურისა, თუმცა უმეტესად მას უბრალოდ „Blow-up”-ს უწოდებენ.

ფილმი თავის დროზე ბატონი გოგი გვახარიას წყალობით მაქვს ნანახი “ფსიქოში”

ფილმის დეტექტიური სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აიძულებს ძალაუნებურად ვერსიები ააგოს არის დამახასიათებელი ანტონიონის შემოქმედებისთვის, თუმცა პირველადაა ეს  (ჩემი მოკრძალებული აზრით) მიყვანილი დახვეწილ და აბსურდულ დონემდე.

მოდური ბრიტანელი ფოტოგრაფი ლონდონის პარკში შეყვარებული წყვილის გადაღებისას შემთხვევით იღებს ვითომ მომხდარ მკვლელობას, სახლში მისული ფოტოლაბორატორიაში ადიდებს სურათს და მართლაც ხედავს დანახულის დასტურს, თუმცა ყოველივე ამის შემდეგ იგი ვერანაირ მტკიცებულებას იმისას, რომ მკვლელობა რეალურად მოხდა და არა მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო ვერ პოულობს.

ტომასი, ასე ქვია ფოტოგრაფს, თითქოს თავისი ფოტოაპარატით მოვლენათა არსში, რეალურის მიღმა დაფარულში გარკვევას ცდილობს. მის გარშემო არსებული რეალობა ძალიან შორსაა ცხოვრებისეული ყოველდღიურობისგან, ტომასი აშკარად ილუზიურ გლამურის და ეგრეთწოდებული ელიტის, უფრო „ბოჰემის“ სამყაროში ტრიალებს.

მას შემდეგ რაც ტომასი პარკში ვერ პოულობს მოკლული მამაკაცის ცხედარს, მასთან ერთად ჩვენც რეალობის აღქმას ვიწყებთ როგორც წარმოსახვისას.

მთელი ფილმი არის ერთი დიდი ფოტოგადაღება.

ფილმის ყურებისას ნათლად აღიქვამ, რომ ჭეშმარიტება ხშირად დაფარულია თვალისგან და პრაქტიკულად საზღვრები წარმოსახვითსა და სინამდვილეს, ილუზიასა და რეალობას შორის წაშლილია. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს ფინალურ სცენაში, როდესაც ჩოგბურთს ბურთის გარეშე თამაშობენ, რაც მეტაფორულად ემთხვევა ფილმის პროლოგს, როდესაც კადრში პირველად ჩნდებიან კომედიანტების და კლოუნების კოსტუმებში გამოწყობილი ახალგაზრდები. უხილავი ბურთი მოძრაობს ბადეზე, ჩვენ მას ვერ ვხედავთ, მაგრამ რატომღაც გვესმის მასზე ჩოგანის დარტყმის ხმა.

ანტონიონისთვის დამახასიათებელი არაკომუნიკაბელურობის, ადამიანის მიერ საკუთარი თავის და გარშემომყოფების შეუცნობლობის თემა.

თემა აღნიშნულ ფილმში ფილოსოფიურ პრობლემად იქცა.  ფილმა დიდი გავლენა მოახდინა  კინემატოგრაფიის შემდგომ განვითარებაზე. მრავალ ფილმში შეიძლება “ფოტოგადიდების” გავლენის დანახვა, თუმცა ორიგინალთან ახლოს ვერც ერთი მივა, ერთადერთი ამ მხრივ საინტერესოა კიმ კი-დუკის “რეალური წარმოსახვა” (Real Fiction).

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

1. ეს პირველი ინგლისური ფილმია, რომელშიც მთლიანად იყო ნაჩვენები შიშველი ქალის სხეული

2. ტომასის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც უსახლკარო მამაკაცები არიან, აღბეჭდილია ხულიო კორტასარი

3. ანტონიონს არ მოეწონა ბალახის ფერი “მეირონის პარკში” და მისი ბრძანებით ბალახი გადაღებეს “კარგ” მწვანედ.

4. ფილმი გადაღებულია ხულიო კორტასარის მოთხრობის “ეშმაკის ფურთხი” მიხედვით

5. 1967 წელს ფილმს აღებული აქვს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი

და ბოლოს ის რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ფილმში არის ის, რომ მისი თითოეული კადრი არის ძალიან დახვეწილი ფოტოკადრი.



ჩემი საყვარელი კადრი ფილმიდან


უფრო მეტი ფოტო იხილეთ ბურუსი

Single Post Navigation

16 thoughts on “არის თუ არა ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის

  1. ძალიან მომეწონა პოსტი🙂 ფოტოგადიდება ჩემი ყველაზე საყვარელია ანტონიონის ფილმოგრაფიიდან,ბევრ უფრო დაფასებულ ფილმსაც მირჩევნია🙂

    • მეც მარი🙂 ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ კინო🙂

  2. მარტო თქვენ კი არა, მეც ძალიან მომწონს ეს ფილმი. ზღვარი არსებობს და თან არ არსებობს.🙂

  3. მართლაც რომ დახვეწილი ფოტოკადრებია🙂❤❤ მომწონს

  4. ამ ფილმს ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში ვუყურე და მას შემდეგ ფოტოაპარატი ჩემი საყვარელი ნივთი გახდა..თუმცა ფილმის არსს წლების შემდეგ ჩავწვდი)

  5. ანტონიონის დახვეწილი ესთეტიკა… შედევრალური ფილმია და პოსტიც ისეთი აქვს, როგორიც ეკადრება.

    • ეს არის ფილმი რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირველივე ნახვაზე, ზუსტად ესთეტიკის გამო უპირველეს ყოვლისა და არა შინაარსის.

      მადლობა

      • ზუსტად ესთეტიკამ მომხიბლა🙂 ულამაზესი კადრებია. კაცებიც და ქალებიც სხვანაირად ლამაზები არიან. უფრო ნამდვილები. სამოციანი წლები იმიტომაც მომწონს.

  6. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

  7. და ჩემი წყალობით გაიგე რომ ის გოგო იმ კადრში ჯილიან ჰილზია🙂

  8. “2. ტომასის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც უსახლკარო მამაკაცები არიან, აღბეჭდილია ხულიო კორტასარი”❤ სწორედ კორტასარის წყალობით მივაგენი ამ ფილმს🙂

    მშვენიერი პოსტია…გამიხარდა🙂 არაჩვეულებრივი ფილმი.

    ხო , კიდევ… უმჯობესია "ეშმაკის დორბლს" თუ ვიტყვით. ჩემს გარდა ბევრი თვლის რომ ეს უფრო შესაფერი თარგმანია.

  9. მადლობა რომ მანახე პოსტი :*

    ლამაზი ფილმია ძალიან კი ) ამ კაცის ესთეტიკა ძალიან მომწონს. ამ ფილმის ბოლოს სცენა ხომ საერთოდ )
    მაგრამ საჩემო ვერაა. ეტყობა ვერ ჩავწვდი რაღაცას, გავა დრო და კიდევ ვნახავ აბა🙂

    პ.ს. ჰერბი ჰენკოკი კიდევ❤ და ვანესა იყო კიდევ საოცარი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: