ხავსმოკ(ჭ)იდებული აღსარება და წლის შეჯამება

პირველი ახალი წელია ჩემი ბლოგისთვის.  მთელი ცხოვრება მქონდა დღიური, სულ ვწერდი რაც თავი მახსოვს, თუმცა იქ უფრო პირადულზე, აქ ნაკლებად.  თუ გავიხსენი, ბოლომდე ვიხსნები და არაფერს ვიტოვებ, ყოველ შემთხვევაში ადრე ასე ვიყავი,  გულის გადაშლა ზედმეტად ვიცი და ამიტომ ზედმეტად გადაშლილს ზედმეტად მტკენდნენ, ამიტომ ვერიდები აქ პირადულზე წერას, მეშინია ტკივილის.

წლის დასაწყისი საკმაოდ აფორიაქებული მქონდა, ბევრი სანერვიულო შემხვდა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. მერე რაღაცეები შეიცვალა, არა უფრო სწორად მე შევიცვალე, საკუთარ თავს მოვერიე და გადავიყვარე. ჩემში მოვკალი უბრალოდ ადამიანი რომელიც როდესღაც ქვეყანას მერჩივნა, უფრო სწორად “ის” მე დღესაც მიყვარს, მაგრამ  “ის” აღარ არსებობს. ამაზე აღარც ვნერვიულობ, ვისწავლე შეგუება იმასთან რისი შეცვლაც არ შემიძლია, რაც არის ისე როგორც არის.

ჩემი ცხოვრების აზრი ჩემი შვილები არიან!

*****

წელს ყველაზე მეტად  2 მარიამის და ელენეს დაბადებამ გამახარა, ულამაზესები და უსაყვარლესები არიან :***

მარიამ ცერაძე

მარიამ მიქელაძე

ელენე ინასარიძე

*****

ზაფხულში ბევრი კარგი რამ მოხდა: სამსახური დავიწყე ახალი (2 ადგილზე ვმუშაობ ეხლა); ჩემი ბიძაშვილი იყო რუსეთიდან ჩამოსული მთელი 2 თვით; ჩემი მეორე ბიძაშვილი დაბრუნდა კიპრიდან მეუღლესთან და ბავშვთან ერთად სამუდამოდ; ახალი მეგობრები შევიძინე, რომლებმაც ძალიან შემაყვარეს თავი (ჩემი დეი :*** და ჩემი დუდი:***);

****

მე და მიშა

ჩემი მიშა მონასტერში წავიდა, ჩემი მეთქი ვამბობ და არ ვარ მართალი ჩვენი უნდა ვთქვა, მაგრამ იმდენად ჩემია რომ ასე მგონია ყველაზე მეტად მე დამაკლდა და მე მენატრება, ეგოისტი ვხდები, როცა ამ ადამიანის ეხება საქმე 🙂

*****

წლის აღმოჩენა გახდა:

  • წიგნებს შორის: სილვია პლატის “ზარხუფი” (მადლობა დუდი :*)
  • ფილმებს შორის: ნოლანის “დასაწყისი”
  • სერიალებში:  “ვამპირის დღიურები”🙂

****

მადლობა ყველას ვინც წელს გვერდით მედგა “ბუკნაჭოს” განსაკუთრებით😉 ვინც არ მედგა იმათაც, მათმა არ დგომამ გამაძლიერა. არავისზე გაბრაზებული აღარ ვარ, და თუ ვინმე ჩემზე ხართ გაბრაზებული არ მომერიდოთ მითხარით წელს, გთხოვთ მომავალ წელს ნუ გაიყოლებთ ბოღმას :)))

*****

წლის ბოლოსთვის გასულ წელს გადავავლე თვალი და მაინც დადებითად ჩავთვალე, ბევრი რამე ვისწავლე, (მათ შორის პოკერი🙂

საკუთარი თავის თოვლის ბაბუაც ვიყავი წელს პირველად და წიგნი ვაჩუქე ჩემს თავს

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! თქვენც და საკუთარ თავსაც ვუსურვებ გულით ჩაფიქრებულის ასრულებას მომავალ წელს! ზუსტად ვიცი, რომ 2011 გაცილებით უკეთესი იქნება 2010-ზე🙂

***

გაიკეთეთ ეხლა ყურსასმენები და ჩემს დეკემბრის ამოჩემებულ სიმღერას მოუსმინეთ,  და დაიჯერეთ რომ ოცნებებს ახდენა უწერია🙂

Single Post Navigation

6 thoughts on “ხავსმოკ(ჭ)იდებული აღსარება და წლის შეჯამება

  1. პლატი და პამუკი❤ ბედნიერ წელიწადს გისურვებ, შენ და შენს ბლოგს🙂

  2. მშვენიერი წელი გოქნია ^^ და კიდევ უფრო წარმატებულ 2011–ს გისურვებ.

    ბაიები რა კარგები არიან❤❤

  3. ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
    მინიმუმ ორი რამით ვგავართ, მე მგონი – ბავშვებზე რაც დაწერე და დღიურებზე და.. პირადზე რაც დაწრრე. აა.. ანუ სამით🙂 ჰეჰე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: