როცა მუზა გამებუტა

ზარის ხმამ გაააღვიძა. ისეთი გათიშული იყო, კარგა ხანს ვერ მიხვდა, რომ ზარი კარებზე იყო, ჯიუტად ცდილობდა ტელეფონზე პასუხის გაცემას. მის რამდენჯერმე ნათქვამ “ხო”ს, რომ პასუხი არ მოყვა მხოლოდ მაშინ აწია თავი.

ზარი კარებზე იყო, თან არ წყდებოდა.

კარი გააღო, ზღურბლზე მდგომი უცნობი იმდენად უცნობი იყო, რომ დაბინდული გონების მიუხედავად ამას მიხვდა.

– გამარჯობა, არ შემომიშვებ?

გვერდზე გაიწია, დაუპატიჟებელ სტუმარს თვალი გააყოლა, გამხდარი, ოდნავ მხრებში მოხრილი არსება პირდაპირ იქით გაემართა სადაც დაუმთავრებელი სცენარი იდო.
არც დაფიქრებულა ისე დაკეტა კარი და უკან მიყვა. ოთახში შესულს “ის” მის ფურცლებში ჩაფლული დახვდა.
– რა იყო, ვერ ამთავრებ?
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– გინდა მოგეხმარო?
კის სათქმელად ძალა არ ეყო, უბრალოდ გაიღიმა.
-მოდი დაჯექი, ოღონდ იცოდე რასაც გეტყვი უნდა გააკეთო.
ჯიბიდან ბოთლი ამოიღო, უცნაური კოვზიც ამოაყოლა. კოვზზე დასხმული სითხე უბრალოდ წყალს გავდა, დალევაზე უარი არ უთქვამს.

მთელი ღამე წერდა, “ის” იქვე ტრიალებდა, როგორც კი ავტორი გაჩერდებოდა, ჯიბიდან ისევ უცნაურ ბოთლს იღებდა და უცნაური კოვზით უცნაურ სითხეს ასმევდა.

ნაშუადღევს ბოლო გვერდზე “დასასრული” დაწერა და გადადო.
უკვე სრულიად ფხიზელი იყო.
“ის” თავზე ადგა, ავტორმა მხოლოდ ახლა შეძლო ხმის ამოღება: – შენ ვინ ხარ?
– შენი მუზა…
– მიდი,🙂 მართლა გეკითხები
– მუზა ვარ, თანაც შენი, პირადი. დაგავიწყდი უკვე ხო?
პაუზა დიდხანს გაგრძელდა. ავტორს უნდოდა ეთქვა, მე კი არა შენ დაგავიწყდიო, მაგრამ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.
– რამდენჯერ მოვედი და ყურადღებაც არ მომაქციე, ხელი ამიქნიე, თავიდან მომიცილე. ჩემთვის არ გეცალა, გეგონა უჩემოდ შეძლებდი რამეს. ბოლოს როდის გნახე თუ გახსოვს? ქუჩაში, რომ დაგედევნე ღამით და რომ ვერ მიცანი… შეშინებული გაიქეცი. აი მაშინ მეწყინა, ისე გავბრაზდი შენთან თუ დავბრუნდებოდი აღარ მეგონა.
-ბოთლში რა გაქვს, რას მასმევ?
– ჩემი ცრემლები…უებარია
-შემირიგდები?
– მე ხომ მოვედი🙂

Single Post Navigation

12 thoughts on “როცა მუზა გამებუტა

  1. მეც მინდა ასეთი მუზა🙂 წარმოვიდგინე, რამდენჯერ ვატირებდი. შესაძლოა, არც დაბრუნებულიყო.

  2. თეო დაბრუნდა🙂 რა მაგრობააა🙂

    გლეხის ბიჭის არ იყოს, ასეთ მუზაზე უარს არც მე ვიტყოდი.

    ცრემლების პასაჟი მომეწონა🙂

  3. ძალიან კარგი იყო,ნეტა ჩემი მუზაც ასე დაბრუნდეს.მეც ასე მაქვს მიგდებული სცენარი.
    თეო კიდევ დაწერე,აღარ გაჩერდე!!

  4. აუ ძალიან კარგია!🙂🙂🙂

  5. საყვარელი მუზა🙂

  6. მომეწონა და მომეწონე ))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: