ფილმები სავიკენდოდ (1)

დროის დეფიციტი მაქვს ბოლო თვეებია, როცა სულ მცირე თავისუფალ დროს მოვიხელთებ ფილმებს ვუყურებ, ტყუილად კი არ ვარ სინემანიაკი🙂 ჩემთვის კინო საუკეთესო დასვენების საშუალებაა, ანტიდეპრესანტია. ეს კვირა ძალიან სასიამოვნო გამოდგა, ისე მოხდა რაც ვნახე ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, გულმა არ მომითბინა და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები. 

1. The Help   (მოსამსახურე) – ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ალბათ ბევრი ფილმი გინახავთ კუკლუსკლანზე, ზანგების ჩაგვრაზე ამერიკაში, მაგრამ ეს ფილმი ყველა ნანახისგან განსხვავდება მერწმუნეთ. მოქმედება მისისიპის შტატში ხდება,  60იანი წლების დასაწყისია. ახალგაზრდა ჟურნალისტობის (მწერლობის)  სურვილით შეპყრობილი გოგო გადაწყვეტს დაწეროს წიგნი თავის მშობლიურ ქალაქზე, უფრო სწორად მოსამსახურეებზე, ზანგ ქალებზე, რომლებიც სხვის შვილებს ზრდიან… მეტს არაფერს აღარ გეტყვით ფილმის შინაარსზე.

ოსკარის ნომინანტები ჯერ არაა ცნობილი, თუმცა ეს ფილმი რამდენიმე ნომინაციით აუცილებლად მოხვდება.

რეიტინგი:
IMDB: 8.1/10

საოცრად ადამიანური ფილმია.

2. Kokuhaku (aka) Confessions (აღსარება) – ფსიქოლოგიური ტრილერი.    ფილმი სისასტიკეზე, არაადამიუნორობაზე, დაუსჯელობაზე.  ძალიან კარგად გადაღებული ფილმი, რომლის ყურების დროსაც გბურძგლავს, მაგრამ თვალს ვერ აცილებ.

რეიტინგი:
IMDB: 7.8/10

3.  The Change-Up (მინდა როგორც შენ) – არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ კარგი გასართობი ფილმი.

რეიტინგი:
IMDB: 6.5/10

4. Hævnen  ( In a better world) (შურისძიება) – საერთოდ არ მიყვარს არაფერზე თქმა “უნდა” , მაგრამ ეს ფილმი გამონაკლისია, უნდა ნახოთ.

ფილმს აღებული აქვს ოსკარი და ოქროს გლობუსი როგორც 2010 წლის საუკეთესო უცხოენოვან ფილმს, აგრეთვე იტალიური ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო ევროპულ ფილმს. გამოსვლიდან 3 კვირაში  სამშობლოში (დანიაში) დახარჯული ბიუჯეტი ($5,500,000)  სამმაგად იქნა ამოღებული.

რეიტინგი:
IMDB: 7.7./10

შინაარსზე არაფერს გეტყვით უბრალოდ მუსიკას მოუსმინეთ.

5.  La guerre est déclarée (ომის გამოცხადება) – ფილმი რომეოს და ჯულიეტას სიყვარულზე… არა, არც ასე მარტივადაა ყველაფერი, არ გამორთოთ თავიდან თუ მოგეჩვენათ, რომ ფილმი ძალიან ბანალურია – ცდებით.

ძალიან კარგი მელოდრამა გამძლეობაზე, იმაზე, რომ იმედი არასოდეს უნდა დაკარგო! პოზიტიურად უნდა იფიქრო და ყველაფერში მარტო კარგი მხარე დაინახო.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები არიან მისი სცენარის ავტორები. ვალერი დონზელის (მთავარი როლის შემსრულებელი და რეჟისორი) თქმით , ისტორია მის ოჯახში მომხდარ რეალურ ფაქტებს ემყარება.

საფრანგეთმა ფილმი წარადგინა ოსკარის ნომინაციაზე “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – 2011”, შერჩევა ჯერ არ მომხდარა (იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი ნომინანტთა სია), თუმცა მე ვისურვებდი ამ ფილმის ნახვას ნომინირებულთა შორის🙂

რეიტინგი:
IMDB:  7.4/10

დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებათ. გთხოვთ არ დაიზაროთ და თქვენი შთაბეჭდილებები გამიზიაროთ, როცა ფილმებს ნახავთ🙂

გადმოსაწერი ბმულები :

The Help Online , Download

Kokuhaku Online , Download

The Change-Up Online, Download

Hævnen Online , Download

La guerre est déclarée  Online , Download

დასასრულს ბონუსად მუსიკა ფილმიდან “განთიადი”  , არ მინდა ახლა კომენტარებში “უიმე დედა შენ ამასაც უყურებ, კარგი რა ეს ხო ბანძობაა, გოიმობაა…”. ხანდახან ასეთ ფილმებსაც ვუყურებ🙂 და სხვათაშორის ბევრჯერ მითქვამს და კიდევ უნდა ვთქვა, საუნდტრეკი “ბინდის” ყველა ფილმს აქვს ძალიან კარგი, გამონაკლისი არც “განთიადია” .

ესეც ფილმიდანაა🙂

Single Post Navigation

16 thoughts on “ფილმები სავიკენდოდ (1)

  1. უფ, შენ გაიხარე, აუცილებლად ჩავუჯდები.

  2. თრეილერებს შინ ვნახავ. აქ უღმერთოდ ჭედავს.

    მგონი, საპარასკევო ტრადიციას ეყრება საფუძველი და ძალიან მახარებს ეს🙂

  3. ე.ი პირველ ფილმს არ ვნახავ,არ მიყვარს მსგავსი ფილმები.La guerre est déclarée-ს 2თვის წინ პარიზში ვუყურე და ძალიან მომეწონა,არადა დასაწყისი მართლა მოსაწყენია,ამიტომ დასაწყისი ბუნდოვნად მახსოვს.

    • ანგელოზო, მეც არ მიყვარს 1ის მსგავსი ფილმები, მაგრამ ეს მართლა განსხვავებულია, სასაცილოცაა, სატირალიცაა. კარგი საყურებელია, სხვა ამ თემაზე გადაღებული მძიმე ფილმებისგან განსხვავებით.

      ეს 5, ფრანგული თავიდან ძალიან მსუბუქი ფილმი მეგონა:) მომეწონა ძალიან

  4. The Change-Up ეს ამ ცოტა ხნის წინ ვნახე და დანარჩენებს ჩავუჯდები როგორც კი მოვიცლი🙂 შთაბეჭდილებებით მოვდივარ მერე აქ🙂

  5. მე არცერთი არ მაქვს ნანახი!😦 ვნახავ!

  6. აუ მაგარია.. აი ზუსტად კვირა დღე მოდის და რომელიმეს ვნახავ ^^
    მადლობა თეო, საინტერესო პოსტია :*

  7. bioblog.me on said:

    ვახ, არ მაქვს ნანახი ეს ფილმები, ჩავუჯდები კვირის ბოლოს )))

  8. აუ შენ გაიხარე რააა🙂 ძალიან მიჭირს ხოლმე ფილმის ყურების დაწყება, არადა მიყვარს და თუ არ ვიცი ვინმე სანდოსგან რომ ნამდვილად კარგია ვერ ვუყურებ🙂 მჭირს და რა ვქნა🙂 თან გადმოსაწერი ლინკებიც რომ დაგიდია ვაიმეეე, შენი ფანი ვარ ფაქტიურად🙂 ყველა ფილმს ვიწერ

  9. Reblogged this on rockermeloman and commented:
    კინომანია, მეც ძალიან მიყვარს

  10. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: