ფილმები სავიკენდოდ (2)

პარასკევი ღამე მშვიდობისა! როგორც შეგპირდით 1 კვირის წინ, დღესაც შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფილმს დასვენების დღეების საინტერესოდ გასატარებლად, რომ დაგეხმარებათ🙂

1. El Pasado (წარსული) – ფილმის სლოგანია “წარსულის დავიწყება რთულია, მაგრამ შეიძლება კი მისი დაბრუნება?”

ისტორია ერთ წყვილზე, რომელსაც ძალიან უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება…

ფილმში მთავარ როლს გაელ გარსია ბერნალი ასრულებს,  ფილმს არ აქვს არანაირი პრიზი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფილმია.

IMDB: 5.9/10

2.  A little bit of heaven (სულ ცოტა სამოთხე) – მელოდრამა სიმსივნით დაავადებულ პაციენტზე და მის ექიმზე, რომელსაც იგი შეუყვარდება, მეგობრობაზე, პატიებაზე.

ამ ფილმის ყურებას თუ გადაწყვეტთ სელპაკი მოიმარაგეთ🙂

IMDB: 5.9/10

3. Moneyball – ბიოგრაფიულ-დოკუმენტური ფილმი, ნამდვილი ამბავი ბესიბოლის თანამედროვე ისტორიიდან. თუ არ გიყვართ სპორტი, მაშინაც კი გირჩევთ ფილმის ყურებას, იმიტომ რომ ფილმი ძალიან საინტერესო და დინამიურია.

ჯონა ჰილის პერსონაჟია ძალიან საინტერესო

კრიტიკოსებმა ფილმს ძალიან კარგი შეფასება მისცეს. მთავარი როლის შემსრულებელი, ბრედ პიტი, დაასახელეს წლის საუკეთესო მსახიობად🙂 ოსკარზე ნომინაციები გარანტირებული აქვს, აიღებს თუ არა რაიმე პრიზს ამას უკვე ერთად ვნახავთ თებერვალში🙂

სლოგანი:  “შენ შეცვალე რამე ცხოვრებაში?”

IMDB: 8.0/10

4. Faces in the crowd (სახეები ბრბოში) – მისტიკური დეტექტივი მშვენიერი მილა იოვოვიჩით მთავარ როლში.  გასაგიჟებელი არაფერი, მაგრამ ერთ საღამოს საინტერესოს გაგატარებინებთ🙂

IMDB: 5.5/10

5. Submarine (სუბმარინა) – ძალიან, ძალიან კარგი რომანტიკული კომედია. ნახეთ არ ინანებთ, ტრადიციული რომანტიკული ფილმის მოლოდინი ნუ გექნებათ ოღონდ. ცოტა ბანალური დასასრული აქვს, მაგრამ მთელი ფილმი დიდი ინტერესით და სიამოვნებით იყურება.

IMDB: 7.3/10

ტრეილერის მაგივრად საუნდტრეკს დავდებ🙂

დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალი კვირიდან საახალწლო, გასართობ, რომანტიკულ ფილმებს დავდებ.

დროებით ;)!

El Pasado Online , Download

A little bit of heaven Online , Download

Moneyball Online , Download

Faces in the crowd Online , Download

Submarine Online , Download

Single Post Navigation

19 thoughts on “ფილმები სავიკენდოდ (2)

  1. მანიბოლს განიხლავდნენ, მგონი, ჩვენთან.

    მილამ დამაინტერესა.

    მშვენიერია, თეო. ანონსიც მომეწონა, დროდადრო თემატური სიებიც რომ გააკეთო, ურიგო არ იქნება… ხუთი დეტექტივი, ან ხუთი თრილერი, ან ხუთი ისტორიული ფილმი…

  2. მილას ვნახავ.დანარჩენებს ვერა თან გაელ გასრია ბერნალს როგორ ვერ ვიტან რომ იცოდე((

  3. სუბმარინოს ქება მესმის კარგახანია და ვერ მოვიცალე მაგისთვის!

  4. მომწონს ეს ტრადიცია პარასკევური საშაბათ-კვირაო🙂. ისინი ავითვისე, ახლა ამათ ჩავუჯდები.

  5. Moneyball – მა დამაინტერესა🙂

  6. მოგეწონა ხომ Moneyball? A little bit of heaven-ეს ერთხელ ვნახე და მეყო, აღარ მინდა ტირილი😦

  7. მილას ფილმი ნანახი მქონდა და მანიბოლ ვნახე აქედან, აუ ძაან მაგარი ფილმი იყო რაა…🙂 ბრედი ხომ არის და არის მაგარი, მაგრამ სპორტულ ფილმებზე საერთოდ ვგიჟდები!!!
    თან არ იყო ტრაფარეტული ფილმი, მოკლედ ჩელავეკ კატორი ვსიო იზმენილ რა🙂

    • მეც ძალიან მომეწონა, თან ბეისბოლი მაგრად მიყვარს :)) ნუ ბრედს რომ თავი დავანებოთ :)))

  8. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

  9. anu_ki on said:

    იქნებ მირჩიოთ რამე თბილი რომანტიული ფილმი + კომედია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: