ფილმები სავიკენდოდ (3): წინასაახალწლო რომანწიკა

ახალ წლამდე სულ ცოტა და ცოტა დრო რჩება. თქვენი არ ვიცი და მე საყურებელ ფილმს განწყობის მიხედვით ვარჩევ. მოდით პირიქით ვცადოთ, დადებითი განწყობის შესაქმნელად ვნახოთ შესაბამისი განწყობის ფილმები😉

ამისათვის დღეს რამდენიმე გასართობ “რომანწიკა” ფილმს შემოგთავაზებთ.

1.  Only You (მხოლოდ შენ) – ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მთელი ცხოვრება ელოდება საბედოს, რომლის სახელიც დარწმუნებულია, რომ ბავშვობაში თეფშის დატრიალებისას გაიგო. გადის დრო, მაგრამ ის არ ჩანს და ზუსტად მაშინ როცა გოგონა გათხოვებას გადაწყვეტს ტელეფონზე ურეკავს მისი საქმროს მეგობარი და მილოცვის შემდეგ ეუბნება, რომ მას დეიმონ ბრედლი ჰქვია … სწორედ აქ იწყება თავბრუდამხვევი ამბები.

ფილმში ახალგაზრდა მარისა ტომეი და რობერტ დაუნი ჯუნიორი თამაშობენ, ამ ფილმის ყურებისას არ მოიწყენთ და ძალიანაც ისიამოვნებთ.

IMDB: 6.2/10

2.  Moomstruck (მთვარეულები) – ფილმზე გეტყვით, რომ ის არის 3 ოსკარის და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი. მასში შერი, ახალგაზრდა ნიკოლას კეიჯი, ოლიმპია დუკაკისი და ბევრი სხვა ცნობილი სახე თამაშობს.

შინაარსზე სულ ორიოდე სიტყვით გეტყვით, ესაა “გადარეული” იტალიური ოჯახის ცხოვრება ნიუ-იურკში, სავსე მთვარეობისას ამ ოჯახში უცნაურობები ხდება… ფილმი არაა მაქციებზე და ვამპირებზე🙂 რომანტიკული ძალიან სასაცილო ისტორიაა

IMDB: 7.1/10

3. While you where sleeping (სანამ შენ გეძინა) – შესაძლოა ყველას გაქვთ ნანახი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ისეთი ფილმია კიდევ ერთხელ, რომ ნახო არ ინანებ🙂 ძალიან თბილი ფილმია.

IMDB: 6.5/10

4. French kiss (ფრანგული კოცნა) – უბრალოდ ძალიან კარგი ფილმი, შესანიშნავი მსახიობებით, საუნდტრეკით რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, ჯერ მარტო კევინ კლეინის ნამღერი La Mer რად ღირს🙂 თან პარიზი, საფრანგეთი, ღვინო და სიყვარული რა თქმა უნდა … მოკლე ამ ფილმში ყველაფერია🙂

IMDB: 6.3/10

რამდენიმ ტრეკი ფილმიდან

დღეისათვის სულ ეს იყო. სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ! მოდით კარგი გამწყობის შექმნაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ წინასწარ🙂

გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე.

პ.ს. სულ დამავიწყდა მეთქვა ყველა ფილმი დევს ქართულ საიტებზე🙂 თუ ვერ იპოვით რომელიმეს უბრალოდ დამიკომენტარეთ და დაგეხმარებით🙂

Only you Online,  Download

Moonstruck Online, Download

While you where sleeping Online, Download , Soundtrack 

French kiss Online , Download , Soundtrack

Single Post Navigation

13 thoughts on “ფილმები სავიკენდოდ (3): წინასაახალწლო რომანწიკა

  1. მარტო ერთია უცნობი. რაც ნაცნობი იყო, ყველა ძალიან მიყვარს და კიდევ ვნახავ, მართალი ხარ, არ იქნება ზედმეტი🙂

  2. მთვარეულები ვერ ვიპოვე, თეკლა..😦

  3. ვერც ფრანგული კოცნა..

  4. ესეც თემატური კრებული🙂 მშვენიერია, თეო🙂

  5. მართლაც “საგანწყობე” ფილმებია🙂 განსაკუთრებით, “ფრანგული კოცნა” და “სანამ შენ გეძინა”

  6. ვაშა, ესე იგი, დეიმონ ბრედლი მართლა არსებობს და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილა :დ ძალიან ძალიან ადრე მაქვს ეს ფილმი ნანახი, ჯერ 13–ისაც რომ არ ვიყავი და მხოლოდ ეს სახელი მახსოვს დეიმონ ბრედლი და ძალიან ახალგაზრდა შავგვრემანი გოგო ვიღაც ბიჭს რომ ეძებს. ხან მიმავიწყდებოდა ხოლმე და მეგონა, ალბათ რამე ფილმში მერევა და ცალკე არ არსებობს–მეთქი. რა მაგარია. გამიხარდა🙂

    ყველა ფილმი მაქვს ნანახი ზემოთ ჩამოთვლილთაგან და საახალწლოდ კიდევ სიამოვნებით ვუყურებ, დაუმატე ამას კიდევ ბრიჯიტ ჯონსი და გიჟი ბრიტანელების “ნამდვილი სიყვარული”. პერფექტო!

    • დეიმონ ბრედლი ჰო :)))

      ბრიჯიტ ჯონსის და განსაკუთრებით “ნამდვილი სიყვარულის” გარეშე აბა რა ახალი წელია😉

  7. Reblogged this on rockermeloman and commented: ❤

  8. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: