ფილმები სავიკენდოდ (4): იყო და არა იყო რა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი სასახლეების, საშიში მიწისქვეშეთის, ზღაპრული ფერიების, ურჩხულების, კეთილი და ბოროტი  გოლიათების სამფლობელოში🙂.

დღეს მინდა ზღაპრულ სამყაროში დაგპატიჟოთ და რამდენიმე ფენტეზი ფილმი შემოგთავაზოთ. მათი ნაწილი ბავშვობის მოგონებებს მიღვიძებს, ზოგიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, მინდა თქვენც ნახოთ და ცოტა ხნით ისევ ბავშვობაში დაბრუნდეთ.

 

1. Princess Bride (პატარძალი – პრინცესა) –  ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმი-ზღაპარია. აქ ყველაფერია:  კარგი იუმორი, სასიამოვნო მუსიკა, თავგადასავლები და ნამდვილი სიყვარული! მთავარ როლს ძალიან ახალგაზრდა რობინ რაიტი თამაშობს.

IMDB: 8.1/10

2.  Die unendliche Geschichte (aka) The NeverEnding story (უსასრულო ისტორია) – ჩემი პირველი ფენტეზი ჟანრის ფილმი, ძალიან კარგად გაკეთებული ზღაპარი, მიუხედავად იმისა, რომ 1984 წელსაა გადაღებული.

IMDB: 7.4/10

3. Legend (ლეგენდა) – რიდლი სკოტის ფილმი, ტომ კრუზის მონაწილეობით.  შინაარსზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რა თქმა უნდა “ბოროტსა სძლია კეთილმან”, როგორც ყველა ზღაპარში🙂. ფილმს აქვს არაჩვეულებრივი საუნდტრეკი. ნომინირებული იყო ოსკარზე.

IMDB: 6.2/10

4. Ever After – კონკიას ამბავი, თუმცა ცოტათი განსხვავებული იმისგან რაც წიგნში წაგვიკითხავს ბავშვობაში. სასიამოვნო საყურებელი, კარგი იუმორით, ლამაზი პეიზაჟებით და კარგი მსახიობებით.

IMDB: 6.8/10

5. A Midsummer Night’s Dream (ზაფხულის ღამის სიზმარი) – შექსპირის უკვდავი კომედია. ლამაზად გადაღებული ზღაპარი, შესანიშნავი ქასთით. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები🙂

IMDB: 6.3/10

6. Tuck Everlasting (უკვდავები) – კიდევ ერთი ეკრანიზაცია, ამჯერად ამერიკელი ქალბატონის ნატალი ბაბიტის ნოველის “ტაკ ევერლასტინგი”. ეს ფილმი სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, ლამაზი ფილმია კარგი მსახიობებით (სისი სპეისეკი, ვილიამ ჰარტი, ბენ კინგსლი და სხვები), ისეთია რომ უყურებ და გესიამოვნება (თუ ზღაპრები გიყვართ ოღონდ) .

IMDB: 6.5/10

Princess Bride Download, Online

The NeverEnding Story Download, Online

Legend Download, Online

Ever After Download, Online

A Midsummer Night Dream Download, Online

Tuck Everlasting Download, Online , Soundtracks

მომავალ შეხვედრამდე!

Single Post Navigation

22 thoughts on “ფილმები სავიკენდოდ (4): იყო და არა იყო რა

  1. არადა, არც ერთი არ მაქვს ნანახი😦 იქნებ საახალწლოდ, დასვენების დღეებში გადმოვქაჩო…

    ჰედერი მომწონს ძალიან. უხდება აქაურობას.

    • დარწმუნებული ვარ მოგეწონება🙂

      ჰედერი როგორც იქნა საჩემო მოვძებნე, მადლობა🙂

  2. აუ რა კარგია.მიყვარს ფენტეზი .
    ღამე ჩავიჯდები რომელიმეს 3<

  3. არც მე მაქვს ნანახი, მხოლოდ ბოლო ფილმი მინახავს და ძალიან მომწონს❤

  4. me 5-is garda yvela nanaxi maq ^^ au ramagari siaa, chemi sayvareli filmebia

    • ქევან ნახე, მოგეწონება, დიდების ზღაპარია, თან შექსპირისეული იუმორით გაჯერებული🙂

  5. “კონკია” დღემდე მიყვარს🙂 ფილმიც, მულტფილმიც, ზღაპარიც😀

    • მე საერთოდ ზღაპრები მიყვარს, მაგრამ მულტფილმებში პირველ ადგილზე “Beauty and the Beast” არის❤

  6. კონკია მაქვს მარტო ნანახი.ისე ამ ჩამონათვალს “ნიბელუნგების ბეჭედი” მოუხდებოდა.და მაინც საახალწლო ფილმები მინდა((

  7. საახალწლოებს იქით კვირაში დავდებ😉

  8. ველოდებოდი ამ პოსტს და გამიხარდა. ჩავუჯდები. კიდევ გაარძელე ეს წამოწყება, მე ძალიან კმაყოფილი ვარ🙂

  9. ბავშვობის ფილმები:*

    თეო ჰედერი ძალიან მაგარია😉

  10. Tuck Everlasting❤ ძალიან მაგარი ფილმია. ))
    და ახლა ვაპირებ ვნახო შენი რჩევით Princess Bride.🙂

  11. საუცხოო ბლოგი გაქვს!❤ დარწმუნებული ვარ შენი ბლოგის ყოველდღიური მკითხველი ვიქნები..🙂
    "Die unendliche Geschichte" ჩემი ბავშვობის უსაყვარლკესი ფილმია. "Ever After" ახალსკოლადამთავრებულმა ვიყურე და უნდა ვთქვა, რომ, მაშინ ჩემზე ფილმმა შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა..

  12. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

  13. Ketkety on said:

    ზუსტად ზუსტად ხარისხიან ზღაპარ ფილმებს ვეძებდი,

    გმადლობთ !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: