წიგნი და ეკრანიზაცია

კინოხელოვნება, რომ ჩემი სისუსტეა ყველას მოგეხსენებათ. თუმცა ლიტერატურის მიმართაც არანაკლებ “ნარკომანული” დამოკიდებულება მაქვს. ყველას ვისაც კითხვა უყვარს დამეთანხმება, კითხვის დროს აუცილებლად ჩვენებურად წარმოვიდგენთ ყველა პერსონაჟს, უმრავლესობა ცნობილი რომანისა თუ მოთხრობის კინოვერსია/ეკრანიზაცია უკვე გადაღებულია. თუმცა იშვიათადაა, ეკრანიზაციამ გაამრთლოს. მე შევეცდები რამდენიმე პოსტი მივუძღვნა ამ თემას და გამოვყო ის ფილმები, რომლებიც წარმატებული ეკრანიზაციები გახლავთ.

1. მადამ ბოვარი (გუსტავ ფლობერის ცნობილი წიგნის “მადამ ბოვარი”ს მიხედვით) – მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ მიყვარს, ფილმი ძალიან კარგია. პირველ რიგში ეს მთავარი როლის შემსრულებლის იზაბელ ჰიუპერის დამსახურებაა.  ფილმის ნახვა ღირს მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა ნაწარმოები.

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები

IMDB: 6,6/10

Download , Online

2. მოლ ფლენდერსი (1996) (დანიელ დეფოუს რომანის “მოლ ფლენდერსი“ს მიხედვით) გამოგიტყდებით ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნთაგანი იყო 15-16 წლის ასაკში, ეკრანიზაცია საკმაოდ კარგია, იმდენად, რომ ფილმის ნახვის მერე წიგნის მოძებნის და მისი წაკითხვის სურვილიც კი გაგიჩნდებათ.

მთავარ როლებში: რობინ რაიტი და მორგან ფრიმენი არიან .(სატელევიზიო ვერსიაც არსებობს დენიელ კრეიგით მთავარ როლში, არაფრად ვარგა და იმაში არ აგერიოთ)

IMDB: 6,2/10

Download , Online

3. მოგზაური/ჰომო ფაბერი (მაქს ფრიშის “ჰომო ფაბერი”ს მიხედვით) საკმაოდ კარგი ეკრანიზაცია, თუმცა წიგნი ჩემი აზრით უკეთესია, მაგრამ ფილმის ნახვაც ღირს.

წიგნს შესახებ: დია , როკერმელომანი

IMDB: 6,8/10

Download , Online

4. ელემენტარული ნაწილაკები (მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკები”ს მიხედვით) უელბეკი ჩემს ერთ-ერთ ფავორიტად იქცა მას შემდეგ რაც მისი “პლატფორმა” წავიკითხე, სამწუხაროდ მისი ეკრანზე გადატანა ჯერ არავის უცდია. “ელემენტარული ნაწილაკები” უკვე კაი ხანია სახლში მაქვს, კომპიუტერში კი მისი ეკრანიზაცია მეგულება, ჯერ არც წამიკითხავს და არც მინახავს🙂 ასეთი ჩვევა მაქვს სიამოვნების გახანგრძლივება მიყვარს, შესაბამის განწყობას ველოდები, რომ ჩავუჯდე ჯერ წიგნს და მერე ფილმს, რომელსაც ძალიან აქებენ ჩემი კინომანი მეგობრები🙂 თუ თქვენ უკვე ისიამოვნეთ წიგნით, გირჩევთ ფილმი ნახოთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ.

ფილმი ბერლინის ვერცხლის დათვის მფლობელია.

წიგნის შესახებ: მკითხველი 

IMDB: 6,7/10

Download , Online

5. ექიმი ჟივაგო (ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო”ს მიხედვით) გამოგიტყდებით ჯერ ფილმი მაქვს ნანახი და მერე წიგნი წაკითხული, თუმცა უნდა ისიც ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა სიუჟეტი ვიცოდი წიგნი ძალიან საიტერესო წასაკითხია (ნობელიანტი მწერალია მაინც, ამიტომ წაკითხვა ღირს ნამდვილად).

ამ წიგნის 2 ეკრანიზაცია მინდა გამოვყო:
პირველი 1965 წლის 5 ოსკარის მფლობელი (10 ნომინაცია ქონდა), მათ შორის საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის. ომარ შარიფით, ჯული ქრისტით და ჯერალდინა ჩაპლინით მთავარ როლებში თუ არ გაქვთ ნანახი ნახეთ და ისიამოვნეთ;

IMDB: 8.0/10

Download , Online

მეორე 2002 წლის სატელევიზიო ფილმი კირა ნაითლის მონაწილეობით, რომელიც არც მე მინახავს ჯერ, თუმცა ცუდი არ უნდა იყოს.

IMDB: 7.3/10

Download , Online

6. ალატრისტე (არტურო პერეს რევერტეს “კაპიტანი ალატრისტე” მიხედვით). სამწუხაროდ წიგნი არ მაქვს ჯერ წაკითხული, ქინდლს რომ შევიძენ მერე ვაპირებ საფუძვლიანად გავეცნო ამ პერსონაჟის თავგადასავლებს, რადგან ფილმმა მომხიბლა, ძალიან შემიყვარდა ეს მამაცი ადამიანი🙂

ვიგო მორტენსენი

Нет, он был не самый честный и не самый милосердный человек на свете. А вот потягаться с ним в отваге смогли бы немногие. Звали его Диего Алатристе-и-Тенорио

წიგნის ავტორზე: მოლი ბლუმი

IMDB: 6,0/10

Download , Online

ბონუსად შემოგთავაზებთ გი დე მოპასანის ჩემთვის ძალიან საყვარელი ნაწარმოების “ლამაზი მეგობარი”ს მიხედვით უკვე გადაღებული ფილმის ტრეილერს, რომელიც მსოფლიო ეკრანებზე მარტში გამოდის. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: რობერტ პატისონი, უმა თურმანი, კრისტინა სკოტ ტომასი და კრისტინა რიჩი. როგორც უკვე აღნიშნეს ფილმის ავტორებმა, იგი ზედმიწევნით ახლოსაა რომანთან.  (რომანი დაახლოებით 17 წლის წინ მაქვს წაკითხული, მომინდა ხელახლა წამეკითხა და ახლა სწორედ მას ვკითხულობ, სულ სხვანაირად აღვიქვამ)

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე

გაგრძელება იქნება …

პ.ს. ვისაც ლიტერატურაზე და წიგნებზე მეტის წაკითხვა გინდათ ჩემს მეგობარ ბლოგებს შეგიძლიათ შეუაროთ🙂 შემდეგ პარასკევს კი ისევ ჩემთან, სინემასმანიაკ-თან გელოდებით🙂

მოლი ბლუმი

ხელოვნების მახე

მკითხველის ბლოგი

გიყვარდეთ ჩემნაირები

კეჟერაძის ბლოგი

როკერმელომანი

ლიტერატურული 

კაფკა

Single Post Navigation

25 thoughts on “წიგნი და ეკრანიზაცია

  1. წარმატებული ეკრანიზაცია იშვიათობაა, მართალი ხარ. სხვა რომ არაფერი, ფილმს მაინც წიგნის გადმოსახედიდან აფასებ (თუ წიგნი მოგეწონა – მითუმეტეს) და შენს და მწერალს შორის უკვე რეჟისორიც დგას. “ნათლია” გამახსენდა მარტო და “გუგულის ბუდე”.

    “ალატრისტე” არ მინახავს🙂 ამ უიკენდზე დავაგემოვნებ. სხვათაშორის, პოლანსკის “მეცხრე კარიბჭე” რევერტეს “დიუმას კლუბის” მიხედვით არის გადაღებული და მაინცდამაინც არც ეს ფილმი მომწონს.

    არ იცი, როგორ მიხარია, ბლოგი რომ აამუშავე და პარსკევობით შენ რომ გსტუმრობ, თეო :))

    • 100% გეთანხმები, “მეცხრე კარიბჭე” საერთოდ არ მომეწონა ადრე, რომ ვნახე, მერე შენგან რომ გავიგე ეკრანიზაცია იყო რევერტესი კიდევ ერთხელ ვნახე და საშინლად არ მომეწონა მართლა, იმდენად, რომ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა თქო ვერ გეტყვი🙂 აი “ალატრისტე”ზე პირიქით მოხდა, თან ვიგო ისე კარგად თამაშობს❤

      ნათლია ფილმი უკეთესიც კია მგონი, გუგულის ბუდე კი ორივე შესანიშნავია.

      მადლობა მოლი, შენი სტუმრობა ყოველთვის მიხარია🙂

  2. რა ძალიან კარგი პოსტია თეო🙂 ძალიან შემიყვარდა შენი ბლოგი🙂 ყველა ფილმი ვნახე უკვე, რომლებსაც გვირჩევ ჩვენ, უბრალოდ მოკვდავთ🙂 და აღფრთოვანებული ვარ🙂 არც ამ პოსტს დავტოვებ უყურადღებოდ რასაკვირველია :*

  3. მეც ტრადიციულად მოგენდობი და მივხედავ საქმეს. ” ჟივაგო” მე ახალი უფრო მომწონს, თუმცა კირას ჯული სჯობს ჩემი აზრით.

    • აი ხო ხედავ, მე კიდევ არ მაქვს ნანახი🙂 ვნახავ აუცილებლად, ახლა კიდევ უფრო დავინტერესდი🙂

  4. ჰომო ფაბერს ვნახავ აუცილებლად ღამე ჩავუჯდები :))

  5. ეკრანიზაციებიდან გუგულის ბუდეს ვერ ვივიწყებ.🙂
    ფაბერს ამ დღეებში “ჩავუჯდები” – დამაინტერესა.🙂 ჟივაგოს მოგვიანებით – ტრადიციულად, ჯერ წიგნი, მერე ფილმი🙂

    • ეგეთი მიმდევრობა საუკეთესოა ნამდვილად, ანუ წიგნი და მერე ფილმი🙂 თუმცა ჟივაგო იმდენად მომეწონა როცა ვნახე, გადარეული ვეძებდი წიგნს, ახლა ისეთი ფუფუნებაა მაგ მხრივ ქართულადაც არის ნათარგმნი🙂

  6. მე კითხვა უფრო მომწონს, მაგრამ ფილმეფის ყურებაც კაია. ჩამოთვლილთაგან რამდენიმე არც მაქვს წაკითხული. იმედი მალე წავიკითხავ და ჯერჯერობით მხოლოდ ფილმების ნახვით შემოვიფარგლები!🙂

  7. აი, მადამ ბოვარს ჩავუჯდები დღეს. (თუ მალე მოვრჩი ხვალინდელ საკითხებს ;დ)

    უელბეკის ეკრანიზაცია თუ არსებობდა არ მეგონა. დამაინტერესა😉

    სხვათაშორის კინოეკრანების ნახვის შემდეგ, ზოგიერთი წიგნის წაკითხვას, ალბათ, ვეღარასოდეს მოვინდომებ. მაგ.: ანა კარენინა, ომი და მშვიდობა. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.

    • ომი და მშვიდობა იმხელაა და ისე დამღლელი წაკითხვა არც ისე მომდომებია🙂 კარენინა ფილმამდე წავიკითხე, თორე ისე არ წავიკითხავდი ალბათ🙂

  8. ერთი ფილმიც არ მინახავს ამათგან.
    წიგნებიც ყველა არ წამიკითხავს.🙂

    აი პოლანსკის ეკრანიზაცია ძალიან მომწონს. ჯერ ეგ ვნახე მერე წიგნი წავიკითხე. მერე ფილმი კიდევ ერთხელ ვნახე. სუპერ.
    თან პოლანსკით გავიგე საერთოდ რივიერტეს არსებობა. ჩემნაირი მდაბიოსთვის მისწრება მწერალია.უმბერტო ეკო ძაან რთულია ჩემთვის და დენ ბრაუნი კი ძალიან პაპსა. რივიერტე ზუსტად საჩემოა.🙂

  9. რა კარგი პოსტია🙂

  10. მაქს ფრიში როგორ არ მაქვს წაკითხული, არადა რამდენი მსმენია ამ კაცზე ლიტერატურის ლექტორისგან :დ :დ

  11. გასტონ ალაზნისპირელი on said:

    კაი პოსტია ძაან, თეო ეფრიშიეით!

  12. ლამაზი მეგობარი როგორ მაინტერესებს!!!

  13. Pingback: ფილმები, ფილმები, ფილმები… ანუ სტუმრად სინემანიაკთან « rockermeloman

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: