წიგნი და ეკრანიზაცია 2

აბა როგორ ხართ? იმედია ძალიან არ მიბრაზდებით უფრო ხშირად რომ ვერ ვწერ🙂 ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

1. ამაოების ბაზარი (თეკერეის “ამაოების ბაზრის” მიხედვით)- ამბიციური და მიზანდასახული ბეკის ისტორია საკმაოდ კარგადაა გადმოცემული ამ ეკრანიზაციაში. ამ პერიოდის რომანებიდან გამორჩეულად მომეწონა როცა წავიკითხე, თქვენც გირჩევთ წაიკითხოთ და ნახოთ ეკრანიზაცია.

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები

IMDB: 6,2/10

Download , Online

 

2. წითელი და შავი (სტენდალის “წითელი და შავი”ს მიხედვით)  – არ დაგიმალავთ და საერთოდ არ მომეწონა ეს წიგნი, როცა ვკითხულობდი მგონი ნახევარი გამოვტოვე საერთოდ ვერ ვიტან ზედმეტ აღწერებს… თუმცა ეკრანიზაციამ სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან კარგი მსახიობები, ძალიან კარგი გადაღება, ჯამში სასიამოვნოდ გატარებული 3 საათზე ცოტა მეტი🙂

სტენდალის “პარმის სავანე” მომწონდა მახსოვს ძალიან, მთავარ პერსონაჟზე ფაბრიციო დელ დონგოზე შეყვარებული ვიყავი, თუმცა ამ ნაწარმოების ნორმალური ეკრანიზაცია არ არსებობს😦 არის ძველი გადაღებული, ჟერარ ფილიპი თამაშობს, მაგრამ არაფრად ვარგა. ასეც ხდება, წიგნი არ მოგეწონება და ეკრანიზაცია პირიქით კარგი გამოდის, ხოლო მოწონებულის ეკრანული ვერსია იმედს გაგიცრუებს

წიგნის შესახებ: გიყვარდეთ ჩემნაირები , მკითხველი , სიყვარულოვნა , როკერმელომანი

IMDB: 8,1/10

Download , Online

3.   ოდისეა (ჰომეროსის “ოდისეის” მიხედვით) ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, შესანიშნავი სამსახიობო დასით, რეჟისორია ანდრეი კონჩალოვსკი. ფილმი ნომინირებული იყო 2 ოქროს გლობუსზე.

წიგნის შესახებ: ხელოვნების მახე, გიყვარდეთ ჩემნაირები

IMDB: 6,8/10

Download , Online

4.  შიმშილი (კნუტ ჰამსუნის “შიმშილი”ს მიხედვით) – 1966 წელს გადაღებული  ფილმი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ჰამსუნის წიგნი.  პონტუსის როლის შემსრულებელ მსახიობს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული ამ როლისთვის, მათ შორის კანის კინოფესტივალზე . სამწუხაროდ ფილმის თარგმანი არ არსებობს, არის მხოლოდ მისი ორიგინალი ვერსია სუბტიტრებით, თუმცა მერწმუნეთ ფილმი ნახვად ღირს.

წიგნის შესახებ: მკითხველი, როკერმელომანი

IMDB: 7,8/10

Download

წელს ძალიან ველოდები ჰიუგოს “საბრალონი”ს ახალ ეკრანიზაციას, მიუზიკლის სახით იქნება ამჯერად, ფილმის დასი ძალიან საინტერესოა რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ  , ეკრანებზე ფილმი წლის ბოლოს, დეკემბერში გამოვა.

დღეისათვის სულ ეს იყო, გაგრძელება აუცილებლად იქნება …

წიგნი და ეკრანიზაცია

Single Post Navigation

11 thoughts on “წიგნი და ეკრანიზაცია 2

  1. ანუ, კლასიკის დღე გაქვს, თეო🙂

  2. წითელი და შავი როგორ არ მოგეწონა?🙂 დღესაც ჟრუანტელით მახსოვს ეგ წიგნი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და რა ვიცი😦
    ამაოების ბაზრის ნახვა არ მინდა🙂 შიმშილს ვნახავ დიდი სიამოვნებით.
    ოდისეა ნანახი მაქვს მაგრამ ჰომეროსი წიგნად იმდენად დიდია, რომ ეკრანიზაციებს ვერ ვიტან მათ მერე. ისე ილიადა მირჩევნია მე, ტროა მაინც სულ სხვაა🙂
    ჰო მართლა ოდისეა რომ დაწერე ილიადამ რა დაგიშავა?🙂

    • ტროა ყველას ნანახი აქვს მგონია🙂 არა? წითელი და შავი გვიან წავიკითხე შეიძლება არ ვიცი, არ მომეწონა კი ვიცი

      • ჰო ტროა კი ყველას ნანახი აქვს მარა პატარა რომ ვიყავი იმდენჯერ მახსოვს ტელევიზროში ოდისეა ფილმადაც და სერიალადაც, ასე მგონია ეგეც ყველას ნანახი აქვს🙂
        ან შეიძლება მე მართლა ყველა წიგნი მომწონს🙂

  3. “წითელი და შავის” ძველი ეკრანიზაცია მაქვს ნანახი. იქაც ჟერარ ფილიპია და “პარმის სავანისგან” დიდად არ განსხვავდება. მოგვიანებით ახალ ვერსიასაც ვცდი.🙂 … და “ამაოების ბაზარსაც” მივაყოლებ წიგნის დამთავრებისთანავე.

    • ძველი მაქვს მეც ნანახი და ამაზე რომ მითხრეს კარგიაო თავიდან ვერ დავიჯერე, თუმცა მართლა მომეწონა🙂

  4. მე ცოტა ამაოების ბაზარმა იმედი გამიცრუა, და იგივე პრობლემაა ანუ ჩემი: 23 წლის ასაკში ძალიან დაგვიანებულია. ფილმს ჩავინიშნავ.
    ოდისეა ნანახი მაქვს და აღარ მახსოვს ;დ
    ჰოო, აი შიმშილი ძალიან მაინტერესებს, ოღონდ, ჯერ წიგნის წაკითხვა მინდა.

    საბრალონს მართლაც რა შესაშური ქასთი ჰყავს!

    • თან ჰიუ ჯეკმანის სიმღერის მოსმენა ერთი სიამოვნება იქნება, სულ ვოცნებობდი მისი მონაწილეობით მიუზიკლი მენახა🙂
      ხო ასაკი😦 მე ალბათ მაქსიმუმ 15 წლისას მაქვს წაკითხული🙂

      • უი თეო ;დ :))
        ჯეკმანი მაგარი კაცია, ოსკარები რომ წაიყვანა, რა კარგი იყო…

  5. “საბრალონი” ძალიან მიყვარს, წიგნი❤
    ერთერთი ეკრანიზაციაც მაქვს ნანახი, შორეულ წარსულში.. არ ვიცოდი, ახალს თუ უშვებდნენ. მანამდე ძველს შევავლებ თვალს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: