კვერცხი,სოსისი და ქემალ ბეი

illness

ბავშვობაში ავად, რომ ვხდებოდი დედა მეკითხებოდა რას შეჭამო და მეც დაუფიქრებლად ვითხოვდი შეწვარ კვერცხს სოსისით…

მას მერე ბევრი დრო გავიდა, მეც გავიზარდე და ავადაც იშვიათად ვხდები, თუმცა ისევ ტრადიციულად შემწვერი კვერცხი სოსისით მინდება ყოველთვის, როცა ისე ავად ვარ, რომ იძულებული ვარ სახლში ვიყო და ვიწვე. არ ვიცი რატომ მაქვს აჩემებული ეს “კერძი”, რომელსაც ისევ ის გემო აღარ აქვს რაც ბავშვობაში. არ იფიქროთ იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი “ყველაფერს სხვა, განსაკუთრებული გემო ჰქონდა ბავშვობაშიო (ადრე)”, რომ ირწმუნებიან. არა, უბრალოდ მაშინ დედა მიწვავდა, ბაბუა ნარდს ან იაპონურ ჯოკერს მეთამაშებოდა საათობით, მამას კი საღამოს აუცილებლად რამე სათამაშო მოჰქონდა…

მეორე დღეა სახლში ვარ, ვწევარ ჩაით ვიჭყიპები და ინჰალაციებს ვიკეთებ. ფუსუნის და ქემალის ამბავს ვკითხულობ ქართულად, American Horror Story მეორე სეზონს ვუყურებ და ერთი სული მაქვს კარგად გავხდე, რომ სამსახურში წავიდე. ჰო არ მოგესმათ, ჩემთვის ყველაზე ძნელი სახლში ყოფნაა გაციების დროსაც კი, არ მიყვარს წოლა. ყველაფერი, რომ არ მტკიოდეს და დაბალი სიცხეც არ მქონდეს, უბრალო სურდო ვერ გამაჩერებდა.

ჩემი საწოლის მიმდებარე ტერიტორიას, რომ გადავხედე მეგ რაიანი გამახსენდა, ფილმში “თქვენთვის წერილია” , ავად რომ გახდება და ტომ ჰენკსის გმირი გვირილებს მოუტანს, ცხელ ჩაის მოუდუღებს…

Tom-Hanks-and-Meg-Ryan-Youve-Got-Mail

კიდევ ბლოგსპოტზე “გაცდენილ” პოსტებს ვკითხულობ, რამდენიმე ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ავტორის ბლოგებზე გამომრჩება ხოლმე ჩანაწერები და მერე ერთბაშად ვანაზღაურებ. ისე აქაც იგივე ამბავია რაც ყველგან, wordpress-ელები blogspot-ელების პოსტებს, რომ ვერ ვიწერთ, წესიერად ვერ ვაკომენტარებთ და ხანდახან უბრალოდ დაLikeება, რომ გინდა იმასაც ვერ ვაკეთებთ… (ვასასი, როდე, ჩორვენ, ჰექსე… გვიშველეთ რამე🙂 მოლიც დამეთანხმება, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არაა.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჩემზეა ნათქვამი რამდენი ხანია არაფერი დამიწერია და აი ავად გახდომა “მომიხდა”.

დასასრულს ეს სასწაული ქალი და სიმღერა მინდა დაგიტოვოთ… მე კიდევ დავბრუნდები🙂

Single Post Navigation

25 thoughts on “კვერცხი,სოსისი და ქემალ ბეი

  1. get well soon darling🙂 კარგი პოსტი გამოვიდა!

  2. ანუ, ასეთი გემრიელი და შინაურული პოსტები რომ წერო, მაინცდამაინც ავად უნდა გახდე? :)) არ გვაწყობს ჩვენ ეს🙂

    ბლოგსპოთურ პრობლემაზე გეთანხმები, ცხადია. მეც ვწვალობ😦

    • 😀 ავად გახდომას ვერ ვიტან, მაგრამ ფაქტია ამ შემთხვევაში მომიხდა🙂

  3. teaa mec mominda avad gaxdoma :))) tpu tpu tpu :*:* gamoketdi malee

  4. არ გამოჯანმრთელდეთქო, როგორ გისურვო, მაგრამ მაინცდამაინც ავად უნდა იყო ახალი პოსტი რო დაწერო?🙂

  5. პატარაობაში რომ მტკიოდა რაღაც (მუცელი ან თითში ხიწვი და იმის ამოღებაზე წივილ-კივილი ან სხვა), მამა კალთაში ჩამისვამდა, თვითონ რუკების ატლასს ათვალიერებდა, მეც გავიყურსებოდი და გადამივლიდა .. ეჰ, კარგია ბავშვობის მოგონებები.
    პ.ს. გამოსწორდი 2013 წელს :დ

  6. თეო, შენს გვერდზე ვარ 5 დღეა ბატონები მიბრდძანდება და ისე ვარ სახელი და გვარი არ მახსოვს :დ
    მალე გამოჯანმრთელება )))

  7. შოკოლადი უნდა მოგეთხოვა🙂
    კარლსონი მაინც არ გქონდეს წაკითხული

  8. მალე გამოჯანმრთელდი, ოღონდ იმ პირობით რომ უფრო მეტ პოსტს დაწერ ^^

  9. პირველად ვარ აქ და მომწონს, სოსისი და კვერცხიც

  10. როდე on said:

    თეო, გამოჯანმრთელებას გისურვებ და ბევრ პოსტუშკას❤

  11. შეგიძლია გამოწერო უკვე ჩემი პოსტები
    მოლის დაჟინებული მოთხოვნით აღნიშნული ფუნქცია ჩავამატე🙂

  12. გამოჯანმრთელებული🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: