ცხოვრება “მშვენიერია”

now is good

გიფიქრიათ რას გააკეთებდით, რომ იცოდეთ სულ ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და თანაც სულ რაღაც 17 წლის ხართ. თქვენი არ ვიცი და მე არა. აი სტელლა კი იძულებულია (არ მომწონს ეს სიტყვა) ამაზე დაფიქრდეს, სიაც კი შეადგინა, რომ არაფერი გამორჩეს… დამეთანხმებით ძნელია იცოდე, რომ ავად ხარ და მალე მოკვდები, თუმცა ჯერ ცხოვრება არც კი დაგიწყია, მაგრამ ასეთ დროს ალბათ უფრო მეტად ცდილობ შეიგრძნო ყველაფერი და არაფერი გამოგრჩეს.

ვიცი მეტყვით ბევრი ფილმი გვინახავს მსგავს თემაზე, სიყვარულზე და ეს რითია განსაკუთრებულიო. მე კი გიპასუხებთ, იმისათვის, რომ ფილმი იყოს უბრალოდ კარგი “განსაკუთრებულობა” აუცილებელია პირობა არაა, საკმარისია სასიამოვნო იყოს  მისი ყურება, რასაც ამ ფილმს ნამდვილად ვერ დავუკარგავ.


შინაარსზე არ მიყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ სამაგიეროდ მუსიკაზე უნდა გითხრათ რომ ძალიან კარგადაა შერჩეული და ახლაც ვზივარ ვუსმენ.

არ ვიცი მითქვამს თუ არა, როგორი კარგი გოგოა დაკოტა. როგორ გაიზარდა ჩემს თვალწინ და საერთოდ რამდენად მიყვარს. თუ როგორი ნიჭიერია და თუ როგორ უმართლებდა ბავშვობიდან პარტნიორებში მოლისთან დავწერე გესთ-ჯეოპარდში და თავს აღარ შეგაწყენთ. მაგრამ ჯერემი ირვინზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ეს მისი მეორე როლია დიდ კინოში, პირველი “War Horse“, სპილბერგის ერთ-ერთი ფავორიტია ჩემთვის, ხოლო მესამე ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედების” ეკრანიზაციაა, რომელსაც ველი ძალიან (დიკენსისადმი გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ).

ფილმის ნახვას თუ გადაწყვეტთ აგერ დევს კარგი ხარისხი Now is good

p.s.  დილის 4 საათია და უნდა მეძინოს წესით, მაგრამ ახლა რომ არ დამეწერა დილას აღარ დავწერდი. თანაც მუზამ ასე მიბრძანა სანამ აქ ვარ, შენს სასთუმალთან ადექი და დაწერე, თორემ გაგექცევი მერე ისევ შენი ყოვედღიური რუტინით დაქანცული და მერე იდექი და იწუწუნე მუზამ დამივიწყაო🙂

Single Post Navigation

22 thoughts on “ცხოვრება “მშვენიერია”

  1. კარგია, მუზას რომ დაუჯერე, თეო🙂

  2. ახლავე ჩავრთავ და ვუყურებ🙂 მშვენიერი პოსტია!

  3. დიდი იმედების ეკრანიზაციას იღებენ? ^_^ აუ აუ, ორი მაქვს ნანახი. ესეც მაინტერესებს ^_^

  4. ჩავინიშნე სანახავად. ^_^ მეც მიყვარს დაკოტა და ეგ ყოველთვის ეგრეა… თუ მაშინვე არ დაწერე, მუზა რომ მოგივა, მერე წასულია მაგის საქმე.

  5. ამდენ ფილმს როდის ვნახავ და ამდენ წიგნს როდის წავიკითხავ, არ ვიცი, მაგრამ ჩავინიშნე მაინც🙂 საინტერესო ჩანს…

  6. დაკოტას და იმ ბიჭის გამო უნდა ვუყურო❤

  7. ეგ რომ გაიგო, ვერაფერსაც ვერ იზამ. მაქსიმუმ იმაზე უფრო ადრე მოკვდე, ვიდრე გითხრეს.
    ცხოვრება ფილმი ხომ არაა🙂

  8. Looper ნახეთ ან ჰობითი, რეებს ყუყრებთ რა😦

  9. თეო, მეტისმეტად სენტიმენტალური არ არის?

  10. კიდევ ერთხელ დავბრუნდი მუსიკისთვის :უსერ:

    პ.ს. ცხოვრება ფილმი არაა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მინდა ჩემს ცხოვრებას ცოცხლად გაჰყვებოდეს მუსიკა…

  11. მე დაკოტა ფენინგის სტილი მომეწონა ამ ფილმში ყველაზე მეტად🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: