მუსიკა ფილმებიდან

themes_soundtrack_940x385

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მუსიკა ფილმზე მეტია. ხანდახან ეს სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი ეგრეთ წოდებული საუნდტრეკია, ხანდახან უბრალოდ კარგი სიმღერა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ხშირად ფილმზე უფრო დიდხანსაც კი მამახსოვრდება და საპატიო ადგილსაც იკავებს ჩემს მობილურში, იუთუბზე თუ კომპიუტერში.

დღეს რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ და თუ მოგეწონებათ ოთხშაბათის ტრადიციად გადაიქცევა.

ალმადოვარის ყველა ფილმის მუსიკა გამორჩეული და განსაკუთრებულია, ცოტა რთულიც კია გამოყო ყველაზე ყველაზე, მაგრამ რადგან ჩემთან ხართ სტუმრად ნება მომეცით ის მოგასმენინოთ რაც ჩემთვისაა საოცრად ძვირფასი.


მუსიკა ფილმიდან “Hable Con Ella (Talk To Her)

შემდეგი სიმღერა ჩემი ყველაზე საყვარელი შემსრულებლის STING-ის დაწერილია. ფილმი “Cold Mountain” კი ერთ-ერთი ფავორიტია ომის თემაზე შექმნილ დრამებს შორის.

გადაცემა “ილუზიონი” ვისაც გვახსოვს ეს მუსიკა იმ დროს გვახსენებს ფილმები ასე მარტივად ხელმისაწვდომი, რომ არ იყო და შაბათ დღეს მოუთბენლად, რომ ველოდით. ფილმი, რომლშიც ის ჟღერს ძველი ფრანგული კლასიკაა, ჟან გაბენის, მიშელ მერსიეს და რობერტ ოსეინის მონაწილეობით.

Le Tonnerre De Dieu” (ღმერთების რისხვა) ასეთი სახელწოდებით.

ეს სიმღერა სპეციალურად დაიწერა ანიმაციური ფილმისთვის “Legend of the Guardians: The Owls of Ga’Hoole

კლინტ ისტვუდის ერთ-ერთი ბოლო ფილმისთვისაა დაწერილი ეს სიმღერა

Gran Torino” თუ არ გინახავთ მართლა კარგი ფილმია და ნახეთ თუ მოიცლით.

ბოლო მუშკეტერებზე არ გადავრეულვარ, ერთხელ ვუყურე და მეორედ ყურების სურვილი არ გამიჩნდება, თუმცა მუსიკას კინოფილმიდან ხშირად ვუსმენ, მითუმეტეს, რომ სიმღერას TAKE THAT ასრულებს და მათ მიმართ გულგრილი, რომ არ ვარ ადრეც ვწერდი🙂

და ბოლოს გუსტავო სანტაოლალას გენიალური მუსიკა (ასევე გენიალური) ფილმისთვის “Babel

დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ ოთხშაბათამდე.

პ.ს. თუ რომელიმე ფილმის ნახვა გენდომებათ და ვერ იპოვით მომწერეთ

Single Post Navigation

17 thoughts on “მუსიკა ფილმებიდან

  1. ნებისმიერი კინო–რეჟისორის მიზანია, მონახოს გზა მაყურებელთა გულებისკენ და მათი ემოციური თანაგრძნობა გამოიწვიოს. ამასთან დაკავშირებით დიდი ლუის ბუნუელი ამბობდა: “თუ გინდა გაიგო, სინამდვილეში რად ღირხარ, როგორც რეჟისორი, ცადე გადაიღო ფილმი მუსიკის გარეშე.”

    და მართლაც, რამდნეი ფილმი ვიცი, მუსიკის გარეშე რომ არაფრად ღირს და მატო ეს უკანასკნელი ქაჩავს. მოკლედ, მომწონს ეს პოსტი და სახლში მისვლისთანავე ყველა მოცემულ სიმღერას მოვუსმენ.

    და ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს საუნდთრეკსაც დაგიტოვებ მადლიერების ნიშნად: http://youtu.be/_c1x55t51uc

  2. Pow-Wet on said:

    Apocalypto-ს რო საუნდტრეკები აქ,მგონი მასე არც ერთ ფილმს არ უხდება ეს.
    კინო ხო ცალკე “კულტია” ჩემთვის,და საუნდრეკებზე – ვაბოდებ.

  3. რეინდროფს ქიფ ფოლინ ონ მაი ჰეთ
    დაისიადან აისამდე – ტარანტულების სიმღერა როა
    ადამიანი ორკესტრი, სადაც ცეკვავს ზეგენიალურად დე ფიუნესი
    სათამაშოს მუსიკა
    ტრიუკების ოსტატის
    რუსული ჰოლმსიანის (თუმცა მოტივი პლაგიატურად ყოფილა გადმოღებული)
    და ისა – ობლობაში დაჩაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე. ძაან მაგარია.

  4. ნუ ჩარლის ფილმები ეს ცალკე თემაა თავის მუსიკიანა და ფუნთუშებს რომ აცეკვებს მაგალითად🙂 ეპიკ

  5. “ღმერთების რისხვის” საუნდტრეკი ვიცოდი, მაგრამ ამ ფილმიდან თუ იყო, არ მახსოვდა – ე.ი. მუსიკა უფრო დასამახსორებელი ყოფილა ჩემთვის:)

    მუშკეტერების შემთხვევაში მუსიკა ფილმზე ბევრად უკეთესი მგონია:)

    ფელინის და პაზოლინის ფილმების საუნდტრეკები მომწონს კიდევ – ალმოდოვარისა არ იყოს, იდეალურად შეეფერება თავად ფილმებს…

  6. ყველაზე მეტად ფილმ “ბურლესკის” საუნდტრეკები მიყვარს.
    ჯერ იმიტომ რომ ფილმში ქრისტინა აგილერა (<3) და შერი თამაშობენ, და სიმღერებიც თავისთავად მათი შესრულებითაა.
    რაც შეეხება პოსტს ძალიან მომეწონა და მართლა კარგი იქნება თუ ოთხშაბათის ტრადიციად იქცევა :)))

  7. სანდრო on said:

    მეც შენსავით ძალიან მომწონს საუნდთრეკები🙂 კარგი ტრადიციის დანერგვას აპირებ🙂

  8. ნუ ახლა სასწორის ცალ მხარეს თუ დევს მილა იოვოვიჩი მეორე მხარეს მთელი თეიქ ზეთიც რომ იყოს მათი ჯალაბობიანა მეშვიდე თაობამდე ვიდრე… ჩემი სიმპათიები საითკენაა ნათელია🙂
    ასე რომ მე მომწონს ეგ ფილმი.

  9. Little white lies საუნდთრეკები არის დღემდე ჩემი ფავორიტი.
    ყველა მომწონს🙂

  10. იდეა დაიბადა 1947-48 წლებში, როდესაც კოპოზიტორი მუშაობდა Sonatas and Interludes–ზე. ქეიჯის გაბედული იდეა(აზრი), იმის შესახებ, რომ მუსიკა შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს ბგერებს, გამოხატვას პოულობს 4′33″–ში. 4’33″–ში იგრძნობა ძენის გავლენა, რომელსაც იგი სწავლობდა ორმოციან წლებში. 1982 წლის ინტერვიუში და ასევე სხვა უამრავ შემთხვევაშიც იგი ამბობს, რომ 4′33″ არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი “კომპოზიცია”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: