მუსიკა ფილმებიდან (2)

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკა და ცეკვა ფილმიდან. ტარანტინოზე, მის ფილმებზე შემიძლია არ დავიღალო ლაპარაკით, მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი მისი უახლოესი მეგობრის რობერტ როდრიგესის გადაღებულია, სცენარი ქვენტინის დაწერილია და ერთ-ერთ მთავარ როლსაც თავად ასრულებს


ირლანდიური ყველაფერი განსაკუთრებულად მიზიდავს, პირველად საგები, რომ წავიკითხე იქიდან მოყოლებული მაქვს შეგრძნება, რომ წინა ცხოვრებაში ირლანდიელი ვიყავი🙂 ნუ GUINESS და U2 თავისთავად, ხოლო ჩემი საყვარელი ცნობილი ირლანდიელი წარმოშობის მსახიობების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს და ამიტომ აღარ გავაგრძელებ. ფილმი, რომლის მუსიკაც მინდა შემოგთავაზოთ და სადაც დენიელ დეი ლუისი თამაშობს, რეალურ ამბავს ეფუძნება და ძალიან საინტერესოა, თუ არ გინახავთ გირჩევთ უყუროთ.

1970 წელს გადაღებული “ბორსალინო” დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი და არ მოგატყუებთ წესიერად არც მახსოვს, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი მუსიკა დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს ლისტსში.

ბელმონდო ყოველთვის დელონზე მეტად მესიმპატიურებოდა🙂

“ამელი”ს საუნდტრეკი აბა ვინ არ იცის, თუმცა ის ფაქტი, რომ იან ტიერსენი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, დირიჟორი –  ნამდვილ ფენომენად ითვლება თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში და ძალიან კარგი ფილმის “Good bye, Lenin!”  საუნდტრეკის ავტორია ნაკლებადაა ცნობილი.

ამ ვიდეოს სანახავად იუთუბზე თუ გადახვალთ სრული ალბომის მოსმენას შეძლებთ.

კომპოზიტორ მაიკლ ნიუმანის სახელი ბევრი ცნობილი ფილმის ტიტრებშია ნახსენები. თუმცა მე მაინც “პიანინო“ს დაუვიწყარ მუსიკას გამოვყოფდი.

ფრანსუა ოზონის შემოქმედების მიმართ ჩემი სიმპატიის შესახებ ადრეც ვწერდი. თუმცა ამ პოსტში მისი 2004 წლის ფილმის მუსიკაზე მინდა გავამახვილო ყურადღება

ეს ფილმი ბევრმა დაიწუნა, თუმცა ერთხელ საყურებლად არაა ცუდი, მაგრამ აი ფილმის საუნტრეკი კი მართლაც, რომ გამორჩეულია.

პაოლო სორენტინოს ფილმი “Le conseguenze dell’amore” თუ არ გინახავთ აუცილებლად გადმოწერეთ და უყურეთ. საოცრად კარგი ფილმია, აი მუსიკაც ფილმიდან

ეს კიდევ დესერტად🙂

Single Post Navigation

24 thoughts on “მუსიკა ფილმებიდან (2)

  1. ყველა მაგარია❤
    უბრალოდ მე Requiem For a Dream-ის საუნდტრეკი დამაკლდა ))

  2. sainteresoa! reqviemi martlac:)

  3. ყველა არაჩვეულებრივია და საერთოდ მუსიკას ფილმში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მისი შერჩევა ხელოვნებაა.

  4. იან ტიერსენი :))))

  5. მანდ სელმა ისე ცეკვავს, რომ სულ ნინო ჩხეიძის სიმღერა იყოს, მაინც შეხედავდა კაცი🙂 თუმცა ტარანტულები მაგრები არიან ძაან.

    ბორსალინო ღირს იმად რომ გაიხსენო.🙂

  6. მარა ეს უფრო მაგრად ცეკვავს🙂

    ამ ფილმის საუნთრექზე ლოლიტების პოსტში ვწერდი – თარანთინოა. ფილმიც ძაან კაია არამხოლოდ მუსიკა.

  7. მუსიკა და გოგო🙂 ფილმი სხვები უფრო მომწონს ტარანტინოსი🙂

    • მე კიდევ არ ვარ მაგ რეჟისორის დიდი ფანი. ფალფ ფიქშენიც არ მომწონს მაინცადამაინც.
      ყველაზე მეტად სწორედ ეს ფილმი მომწონს.🙂
      თუმცა, როდრიგესის ფილმები კიდევ უფრო უარესია🙂

      • როდრიგესი არა, მაგრამ ტარანტინო ძალიან მიყვარს🙂

      • ორ რამეს ვუფასებ – ერთი რომ თრავოლთა დააბრუნა ეკრანზე. ძაან დიდი პლიუსი მას და მეორე რომ ვალცი აღმოაჩინა.
        ჰო და – მოკალი ბილიც მომწონს. პირველი ფილმი,

        ისე კი, გლობალურად მაგ ჟანრში გაი რიჩი მირჩევნია🙂

        • გაი რიჩმაც როგორ იცის მუსიკის შერჩევა🙂 გაიც მიყვარს, მაგრამ ტარანტინოს სასწაული ფანტაზია აქვს, დავწერ ქვენთინაზე ერთ პოსტს აუცილებლად🙂 უფრო სწორად იმაზე მე რატომ მიყვარს

          • არა, ახლა რომ დავფიქრდი, მკაცრად მომივიდა ძაან🙂
            უბრალოდ კანი რომ მოიგო მაშინ გავბრაზდი მაგაზე, იმიტომ რომ სხვა ფილმს ვქომაგობდი🙂
            თორემ მამენტ ოთხ ოთახშიც კარგი იუმორია ადგილ-ადგილ და ძაღლებიც კარგია🙂

            • ეგრე მე ქეთრინ ბიგელოუზე გავბრაზდი ოსკარი რომ მისცეს, არადა არაა ცუდი რეჟისორი🙂 ასე, რომ მესმის შენი🙂

              • მეორე მიზეზიც მაქვს.🙂
                ამ იდიოტმა მოგვიანებით ადგა და კანი ჩაახუტა გამოშტერებულ მაიქლ მურს.🙂 აბა ეგ საქმე იყო?
                თან იმ წელსაც იყო ძაან მაგარი ფილმი და ის დაიჩაგრა.
                და ყველაზე დიდი ირონია რაა იცი? ორჯერ დაჩაგრა ქოენები – ჯერ ფალფფიქშენით და მერე როგორც ჟიურის თავმჯდომარემ – მურით.
                მე რომ ქოენები ვიყო, დავუპადიეზდებდი სადმე და გავლახავდი საშვილიშვილოდ.🙂

                • 😀 ჰო მური მაგარი პოპულარული იყო მაგ დროს. ისე აი მე კოენების დიდი მოყვარული არ ვარ

                  • კი მაგრამ ფარგო? მილერის უღელტეხილი? ლედიქილერები? და ისა… ებრაელებზე როა სერიოზული კაცი. იმის გათვალისწინებით რომ კოენი – ებრაელებში ღვთისმსახურები არიან ეგ ფილმი საერთოდ ზეიუმორია🙂
                    ნუ ადამიანი, რომელიც არ იყო შავ-თეთრი როა სტილიზებული, მაგაზე არაფერს ვამბობ იმდენად მაგარია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

გზაში

ბლოგი მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რასაც წააწყდები გზაში!

Bookcity blog

ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი

Molly Bloom's Day™

ბლოგი ნაღებიანი ყავის არომატით

Soreli's Blog

look up into the stars and you are gone

სუფთა ფურცლიდან

მწიფე ქლიავიდან – ქლიავის ჩირამდე...

Surreal Child

El Topo Cinema Blog

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Online magazine - What I See

All what I see and find important

Kate's Universe

Everything In Its Right Place

Crazy illusion

Thinking Aloud.

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

obonatto

40 კილო მალინა

Games We Play

Glass of Armagnac Hors d’Age

niskarta

ჰმმ.......

ხმაური და ვუვუზელა

ბლოგი, რომელიც ზმუის

|eo|'as Blog

"nosce te ipsum"

სამყაროს უკანასკნელი ბლოგი

Ladies and Gentlemen, We are Floating in Space ...

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

ფსევდოლიტერატურული ბლოგი

ჩვენ ვართ მსოფლიო

floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი

Taboo's iHause

სტუმართმოყვარე iსახლი

Bagrationi's Blog

Just another WordPress.com weblog

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

glamourwoman

Just another WordPress.com site

Jane's Universe

My Sunny shelter

Steve McCurry's Blog

Steve's body of work spans conflicts, vanishing cultures, ancient traditions and contemporary culture alike - yet always retains the human element. www.stevemccurry.com

%d bloggers like this: