როგორც შეგპირდით საახალწლო-საშობაო ფილმებს შემოგთავაზებთ.
1. Miracle on 34th Street (1947) (სასწაული 34 ქუჩაზე) – კლასიკური საშობაო ფილმი, თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ძველი ფილმები ეს ზუსტად სათქვენოა
ფილმს აღებული აქვს სამი ოსკარი, მასში სულ პატარა ნატალი ვუდი თამაშობს
IMDB: 7.9/10
Download ,
P.S. არსებობს ამ ფილმის რიმეიქი 1994 წელს გადაღებული. რა თქმა უნდა ორიგინალს ვერ შეედრება, მაგრამ მე საახალწლოდ ორივეს ვნახულობ ხოლმე აი ისიც
2. Noel (შობა) – სიუზან სარანდონი, პენელოპა კრუზი, რობინ ვილიამსი, პოლ ვოლკერი და ბევრი სხვა ცნობილი მსახიობი ძალიან თბილ და საშობაო ფილმში.
პენელოპას ცეცხლოვანი ცეკვა ფილმიდან
IMDB: 6.3/10
3. The Family Stone (ოჯახს მოკითხვა) – სახალისო, რომანტიკული ფილმი ძალიან კარგი მსახიობებით. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საშობაო ფილმია
IMDB: 6.2/10
4. Serendipity (ინტუიცია/ბედისწერა) – ურომანტიკულესი ფილმი ნიშნებზე, ბედისწერაზე, ინტუიციაზე <3. ძალიან მიყვარს, ყოველ წელს ვუყურებ და არ მბეზრდება
IMDB: 6.7/10
Download, Online , Soundtracks
5. Christmas Vacation (საშობაო არდადეგები) – სრული იდიოტობა, მაგრამ ძალიან ძალიან სასაცილო. კარგად გაერთობით მერწმუნეთ სიცილისგან ცრემლებიც კი წამოგივათ
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ სურვილების ასრულებას! გიტოვებთ სიმღერას ჩემი ყველაზე საყვარელი საახალწლო ფილმიდან
p.s. კინაღამ დამავიწყდა აქ არის კიდევ ბევრი საახალწო ფილმი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ულამაზესი სასახლეების, საშიში მიწისქვეშეთის, ზღაპრული ფერიების, ურჩხულების, კეთილი და ბოროტი გოლიათების სამფლობელოში
.
დღეს მინდა ზღაპრულ სამყაროში დაგპატიჟოთ და რამდენიმე ფენტეზი ფილმი შემოგთავაზოთ. მათი ნაწილი ბავშვობის მოგონებებს მიღვიძებს, ზოგიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე, მინდა თქვენც ნახოთ და ცოტა ხნით ისევ ბავშვობაში დაბრუნდეთ.
როლანდ ემერიხი ერთ-ერთი იმ რეჟისორთაგანია ვისი ფილმების ნახვაც ღირს. ბოლო ნამუშევარი “შექსპირი”ს პიროვნებას ეხება, ძალიან საინტერესოა, ისე ვუყურე 2 საათი არ გავნძრეულვარ
შაბათამდე ვერ მოვითბინე, ემოციებში ვარ ახლა, გირჩევთ ნახოთ!!!!
imdb: 6.9/10
ახალ წლამდე სულ ცოტა და ცოტა დრო რჩება. თქვენი არ ვიცი და მე საყურებელ ფილმს განწყობის მიხედვით ვარჩევ. მოდით პირიქით ვცადოთ, დადებითი განწყობის შესაქმნელად ვნახოთ შესაბამისი განწყობის ფილმები
ამისათვის დღეს რამდენიმე გასართობ “რომანწიკა” ფილმს შემოგთავაზებთ.
1. Only You (მხოლოდ შენ) – ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მთელი ცხოვრება ელოდება საბედოს, რომლის სახელიც დარწმუნებულია, რომ ბავშვობაში თეფშის დატრიალებისას გაიგო. გადის დრო, მაგრამ ის არ ჩანს და ზუსტად მაშინ როცა გოგონა გათხოვებას გადაწყვეტს ტელეფონზე ურეკავს მისი საქმროს მეგობარი და მილოცვის შემდეგ ეუბნება, რომ მას დეიმონ ბრედლი ჰქვია … სწორედ აქ იწყება თავბრუდამხვევი ამბები.
ფილმში ახალგაზრდა მარისა ტომეი და რობერტ დაუნი ჯუნიორი თამაშობენ, ამ ფილმის ყურებისას არ მოიწყენთ და ძალიანაც ისიამოვნებთ.
IMDB: 6.2/10
2. Moomstruck (მთვარეულები) – ფილმზე გეტყვით, რომ ის არის 3 ოსკარის და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი. მასში შერი, ახალგაზრდა ნიკოლას კეიჯი, ოლიმპია დუკაკისი და ბევრი სხვა ცნობილი სახე თამაშობს.

შინაარსზე სულ ორიოდე სიტყვით გეტყვით, ესაა “გადარეული” იტალიური ოჯახის ცხოვრება ნიუ-იურკში, სავსე მთვარეობისას ამ ოჯახში უცნაურობები ხდება… ფილმი არაა მაქციებზე და ვამპირებზე
რომანტიკული ძალიან სასაცილო ისტორიაა
IMDB: 7.1/10
3. While you where sleeping (სანამ შენ გეძინა) – შესაძლოა ყველას გაქვთ ნანახი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ისეთი ფილმია კიდევ ერთხელ, რომ ნახო არ ინანებ
ძალიან თბილი ფილმია.
IMDB: 6.5/10
4. French kiss (ფრანგული კოცნა) – უბრალოდ ძალიან კარგი ფილმი, შესანიშნავი მსახიობებით, საუნდტრეკით რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა, ჯერ მარტო კევინ კლეინის ნამღერი La Mer რად ღირს
თან პარიზი, საფრანგეთი, ღვინო და სიყვარული რა თქმა უნდა … მოკლე ამ ფილმში ყველაფერია
IMDB: 6.3/10
რამდენიმ ტრეკი ფილმიდან
დღეისათვის სულ ეს იყო. სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ! მოდით კარგი გამწყობის შექმნაზე ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ წინასწარ
გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე.
პ.ს. სულ დამავიწყდა მეთქვა ყველა ფილმი დევს ქართულ საიტებზე
თუ ვერ იპოვით რომელიმეს უბრალოდ დამიკომენტარეთ და დაგეხმარებით
While you where sleeping Online, Download , Soundtrack
French kiss Online , Download , Soundtrack
პარასკევი ღამე მშვიდობისა! როგორც შეგპირდით 1 კვირის წინ, დღესაც შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფილმს დასვენების დღეების საინტერესოდ გასატარებლად, რომ დაგეხმარებათ
1. El Pasado (წარსული) – ფილმის სლოგანია “წარსულის დავიწყება რთულია, მაგრამ შეიძლება კი მისი დაბრუნება?”
ისტორია ერთ წყვილზე, რომელსაც ძალიან უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება…
ფილმში მთავარ როლს გაელ გარსია ბერნალი ასრულებს, ფილმს არ აქვს არანაირი პრიზი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფილმია.
IMDB: 5.9/10
დროის დეფიციტი მაქვს ბოლო თვეებია, როცა სულ მცირე თავისუფალ დროს მოვიხელთებ ფილმებს ვუყურებ, ტყუილად კი არ ვარ სინემანიაკი
ჩემთვის კინო საუკეთესო დასვენების საშუალებაა, ანტიდეპრესანტია. ეს კვირა ძალიან სასიამოვნო გამოდგა, ისე მოხდა რაც ვნახე ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, გულმა არ მომითბინა და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები.
Read more…
ზარის ხმამ გაააღვიძა. ისეთი გათიშული იყო, კარგა ხანს ვერ მიხვდა, რომ ზარი კარებზე იყო, ჯიუტად ცდილობდა ტელეფონზე პასუხის გაცემას. მის რამდენჯერმე ნათქვამ “ხო”ს, რომ პასუხი არ მოყვა მხოლოდ მაშინ აწია თავი.
ზარი კარებზე იყო, თან არ წყდებოდა.
კარი გააღო, ზღურბლზე მდგომი უცნობი იმდენად უცნობი იყო, რომ დაბინდული გონების მიუხედავად ამას მიხვდა.
- გამარჯობა, არ შემომიშვებ?
Read more…